imedi /  06 დეკემბერი 2018, 14:29 / სანდო წყარო

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება უცვლელია

სოფელი ატოცი

სოფელი ატოცი

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება უცვლელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.

პერიმეტრზე რამდენიმე ე.წ .მესაზღვრე პერიოდულად პატრულირებს, თუმცა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ოკუპანტების გადაადგილებას და მდგომარეობას ატოცში გაეცნენ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

ადგილზე ვითარებას უწყვეტად აკვირდებიან სამართალდამცველები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" 5 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ. ატოცში მავთულხლართების გაბმა ოკუპანტებმა ნოემბრის დასაწყისში დაიწყეს, თუმცა, რამდენიმე დღეში შეწყვიტეს.

საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 

ყველა სიახლე

მშენებლობა

19 თებერვალი 2019, 23:05

საქართველო

თბილისის მერია: მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დინამიკა გაუმჯობესდა

მერის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო და კანონპროექტი პარლამენტში მალე დარეგისტრირდება. ბითაძის თქმით, ეს ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს.

კოსმოსი

19 თებერვალი 2019, 22:56

ტექნოლოგიები

მზის სისტემაში ახალი მთვარე იპოვეს

ის პლანეტის ყველაზე პატარა მთვარეა. როგორც გამოცემა წერს, ჰიპოკამპის გამოსახულებები ნეპტუნის ფოტოებზე ადრეც ჩანდა, თუმცა დღევანდელ დღემდე მეცნიერებს არ ჰქონდათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლითაც მთვარეს კარგად დააფიქსირებდნენ.

ომები

19 თებერვალი 2019, 22:36

სპორტი

საფრანგეთში ლაზერის ხმლებით ფარიკაობა სპორტის სახეობად აღიარეს

შეჯიბრის დროს იარაღად გამოყენებული უნდა იყოს სინათლის პოლიკარბონატული ხმლის ასლი და ჯედაი (თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა). როგორც "ვარსკვლავურ ომებშია", ხმლები ანათებენ და დაჯახებისას სპეციფიურ, დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ.

აკაკი საღირაშვილი

19 თებერვალი 2019, 22:35

საქართველო

საქარე მინაზე 5 მილიმეტრზე ნაკლები ბზარის გამო მანქანა აღარ დახარვეზდება

ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების დროს ავტომობილების დახარვეზების კრიტერიუმების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

ტექდათვალიერების სტატისტიკა

19 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

წელს ტექნიკური ინსპექტირებისას 57 539 ავტომობილი დახარვეზდა

1 იანვრიდან 19 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკური ინსპექტირება სულ 95 525 ავტომობილმა გაიარა. მათგან დახარვეზდა 57 539. ეს სტატისტიკა გადაცემაში „პირისპირ“ გამოქვეყნდა.

სუპერმთვარე

19 თებერვალი 2019, 22:01

ტექნოლოგიები

ამერიკელმა სუპერმთვარის უმაღლესი ხარისხის ფოტო გამოაქვეყნა 🌝 🌙

სუპერმთვარეობის დროს დედამიწის თანამგზავრი ჩვენგან სულ რაღაც 356.7 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. სავსე მთვარე ამ დროს კიდევ უფრო მკვეთრად ანათებდა. ასტროფოტოგრაფმა ენდრიუ მაკარტიმ სუპერმთვარის სუპერგამოსახულების გადაღება გადაწყვიტა.

ბაღი ახმეტაში

19 თებერვალი 2019, 21:57

საქართველო

ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამზარეულოებში არაკრიტიკული შეუსაბამობები იყო, რის გამოც თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1200-1200 ლარით დააჯარიმა.

პარლამენტი

19 თებერვალი 2019, 21:44

საქართველო

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინენზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპეციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.

ზვავი

19 თებერვალი 2019, 21:39

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში მაშველები ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ

შვეიცარიის ალპებში, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ზვავი შუადღეს 14:15 საათისთვის ჩამოწვა.

საჯარო სკოლა

19 თებერვალი 2019, 21:26

საქართველო

მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას სკოლებში მე-5 კლასიდან შეძლებენ

ქართულ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას მეხუთე კლასიდან შეძლებენ. ჩინური ენის გაკვეთილებს მოსწავლეებს დამატებით საგნად შესთავაზებენ. ამას განათლების სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

მწეველები

19 თებერვალი 2019, 21:12

ტექნოლოგიები

სიგარეტის მოწევამ შეიძლება დაგაბრმაოთ

კვლევისას მეცნიერები 71 ჯანმრთელ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯამში დაახლოებით 15 ღერამდე ჰქონდათ მოწეული. კვლევაში ასევე მონაწილეობდა თამბაქოზე დამოკიდებულების მქონე 63 ადამიანი.

ირაკლი ჩიქოვანი

19 თებერვალი 2019, 20:37

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: საგარეო მიმართულებით ხელისუფლება პროაქტიურ პოლიტიკას ატარებს

ჩვენი ქვეყნის საგარეო ფორმატში უმთავრესი ელემენტი არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. ამასთან დაკავშირებითპრემიერმინისტრმა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, - გერმანიაში მამუკა ბახტაძის ვიზიტი „მაესტროსთან“ მისმა მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა შეაჯამა.

19 თებერვალი 2019, 20:34

ძალოვნები

პოლიცია შიფრავს ვებგვერდებს, რომლებზეც ნარკოტიკი შეუფერხებლად იყიდება

ნარკოტიკებით ვაჭრობის თანამედროვე მეთოდზე,ვებგვერდზე, რომელზეც ჰეროინი, სუბოტექსი, კოკაინი, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკი შეფერხების გარეშე იყიდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო

19 თებერვალი 2019, 20:30

საქართველო

სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა საძაგლიშვილმა თქვა. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებს ამ თემაზე უკვე შეხვდნენ და შედეგების შესახებ ცნობილი 21 დღეში იქნება.

19 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

ანალიტიკოსები ზურაბიშვილის და მაკრონის შეხვედრას აფასებენ

ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას და მაკრონის მთავარ გზავნილებს თბილისში მმართველი გუნდის წევრები და ანალიტიკოსები აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იყო მკაფიო გზავნილები და ხაზს უსვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმჯობესდება.

Lacoste

19 თებერვალი 2019, 20:15

კულტურა

Lacoste-მ ლეგენდარული ნიანგის ლოგო შეცვალა

მაისურები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა, ამასთან საინტერესო ფაქტია ის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რაოდენობით მოხდა მაისურების დაბეჭდვა. მაგალითად, ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 350 სუმატრის ვეფხვია შემორჩენილი, მაისურებიც ვეფხვის ლოგოთი სწორედ 350 შეიკერა.

19 თებერვალი 2019, 20:04

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ავტომობილი ფიგურირებს

თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი“ ფიგურირებს. ეს მანქანა სამართალდამცველებმა გარეკამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს.

19 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

იუსტიციის საბჭო: მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ ვაჭიანურებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა,ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს უპასუხეს. „ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაავრცელეს.

ნიკო ფიროსმანი

19 თებერვალი 2019, 19:50

კულტურა

არლიში ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ნახატები ერთ სივრცეში გამოიფინება

განათლების სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება. გამოფენა პროექტის - Vincent van Gogh: Speed & Aplomb-ის სახელწოდებით გაიმართება.

შემთხვევის ადგილი

19 თებერვალი 2019, 19:40

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, რომ ძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახის არეში მიყენებული ერთი ჭრილობით მოკლულია 1969 წელს დაბადებული კაცი.