imedi /  07 დეკემბერი 2018, 23:19 / სანდო წყარო

სალომე სამადაშვილი: აღარ ვაპირებ მონაწილეობას არანაირ აქციაში, სადაც ვაშაძეს პრეზიდენტივით მიესალმებიან

სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ინაგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც"- წერს სალომე სამადაშვილი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საბავშვო ბაღები

11 დეკემბერი 2018, 12:22

ეკონომიკა

2019 წელს თბილისში ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასი ვერ გაეზრდებათ

თბილისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებს 2019 წელს ხელფასები ვერ გაეზრდებათ. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ბრიფინგზე განაცხადა.

ლიზინგი

11 დეკემბერი 2018, 12:12

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს ლიზინგის სისტემის პრობლემებზე მიუთითებს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მიმართეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

11 დეკემბერი 2018, 12:07

ტაბლოიდი

არაბთა გაერთიანებული საამიროებში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ

„ჩვენ ვცდილობთ აბუ-დაბის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და განვაგრძობთ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებას, რათა გავაძლიერთ დაცულობის დონე“, - განაცხადა აბუ-დაბის პოლიციის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ხალფან ალ-რუმეიტთიმ.

თაბორის მთა

11 დეკემბერი 2018, 11:59

ეკონომიკა

თაბორის ქედზე გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

საგარეო უწყება

11 დეკემბერი 2018, 11:58

საქართველო

საგარეო უწყება: აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურის დაბლოკვაზე ინფორმაცია ტყუილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

ციცინო და ბიძინა ივანიშვილები

11 დეკემბერი 2018, 11:52

საქართველო

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია Imedinews-ს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. ციცინო ივანიშვილი საჩხერეში ცხოვრობდა.

11 დეკემბერი 2018, 11:51

ტაბლოიდი

YouTube Rewind 2018 ყველაზე მეტი „დისლაიქით“ მეორე ადგილზეა

YouTube Rewind 2018 ვებგვერდზე 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და ამჟამად 8 მილიონზე მეტი „დისლაიქი“ აქვს. პირველ ადგილზე ჯასტინ ბიბერის სიმღერა Baby-ს კლიპია, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა და ის 9 მილიონ ადამიანს არ მოეწონა.

იუსტიციის სახლი

11 დეკემბერი 2018, 11:47

ძალოვნები

შსს-ში იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გუშინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე დაბარებულები არიან აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილი.

დაჯილდოება

11 დეკემბერი 2018, 11:39

ტექნოლოგიები

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო, - წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

განათლების სამინისტრო

11 დეკემბერი 2018, 11:35

საქართველო

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

თბილისის ბიუჯეტი

11 დეკემბერი 2018, 11:22

ეკონომიკა

კალაძე: თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წლების საუკეთესო ფინანსური დოკუმენტია

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე საკრებულოშია. თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს ბოლო წლების სუკეთესო ფინანსურ დოკუმენტს უწოდებს. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას ნოემბერში გაუგზავნა.

დემნა გვასალია

11 დეკემბერი 2018, 11:19

კულტურა

დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი მიიღო

ლონდონში 2018 Fashion Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც უამრავი მოდელი და დიზაინერი დაესწრო. ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად Gucci დაასახელეს, წლის მოდელად კაია გერბერი, ხოლო აქსესუარების დიზაინერის პრიზი დემნა გვასალიას გადაეცა.

ჰეროინი

11 დეკემბერი 2018, 11:17

საქართველო

შსს-მ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2018, 11:06

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2018, 11:01

საქართველო

ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

„საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან - ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

მონაზვნები

11 დეკემბერი 2018, 10:58

ტაბლოიდი

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლიდან 500 000 დოლარი მოიპარა და კაზინოში წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალები ეკონომიკაში

11 დეკემბერი 2018, 10:42

ეკონომიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების, წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა განიხილეს ის ბარიერები, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

11 დეკემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთი ტურისტებისთვის საშიში ქვეყნის სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც მოგზაურობას ამერიკელ ტურისტებს არ ურჩევენ. ამის სანაცვლოდ რუსეთი დაასახელეს იმ ქვეყნად, სადაც საჭიროა „განსაკუთრებული სიფრთხილით ყოფნა“.

მთის დღე

11 დეკემბერი 2018, 10:14

საქართველო

საქართველოში მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯლდოვებენ მაღალი მთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მაღალმთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ქსენია სობჩაკი

11 დეკემბერი 2018, 09:56

კულტურა

ქსენია სობჩაკმა LʼOfficiel-ის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა

ქსენია სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Instagram-ზე დაწერა.„4 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად უამრავი უმაგრესი პროექტი და გარეკანი გავაკეთეთ, თუმცა დადგა დრო წინ წავიდე"- წერს სობჩაკი.