მსოფლიოს 12-მა ქვეყანამ საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება მიიღო
ფოტო: Shutterstock
მილანში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიოს 12-მა ქვეყანამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ქვეყნები ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას, ასევე გამოხატავენ მზადყოფნას, გააორმაგონ ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
განცხადებას ხელს აწერენ ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.
გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოიქცნენ ამგვარად.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებას, გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული პატივისცემით.
მივესალმებით საქართველოს პროგრესს ქვეყნის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის გაძლიერების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების განმტკიცების, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობებით ვერ სარგებლობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობა. გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დიდ სასიკეთო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ვითარება უარესდება და ზიანდება ის პრინციპები და ნორმები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოება.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც უნიკალური და მნიშვნელოვანი ფორმატისადმი, რომელიც პასუხობს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ძალის არგამოყენებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებზე და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ადგილზე უსაფრთხოება და სტაბილურობა. ხაზს ვუსვამთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონაწილეების მიერ კონფლიქტით დაზარალებულთა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების კეთილსინდისიერად, გრძელვადიანად გადაჭრას და მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე რეალური შედეგების მიღწევას.
გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი (IPRMs) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის გამწვავების პრევენციის საკითხში. უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ IPRM-ების უკანასკნელი შეხვედრების ჩაშლასთან დაკავშირებით როგორც გალში, ისე ერგნეთში. მოვუწოდებთ მონაწილეებს, გამონახონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადაჭრის შესაბამისი გზები.
ვაფასებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილს ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის აღკვეთაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას EUMM-ი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რათა მისიამ სრულად განახორციელოს თავისი მანდატი.
ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. ამ კონტექსტში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრა, ჩვენ ვითვალისწინებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ეფუძნება.
ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ვგმობთ ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის, წამების შესახებ ბრალდებებს და სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ფაქტებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს. შეშფოთებულები ვართ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით გამოწვეული შედეგებით.
ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მასობრივი განადგურების ფაქტს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის კვალის სრული გაქრობისკენ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოხატულებაა. მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეფერხების გარეშე დაუშვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.
მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს ზემოხსენებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მივესალმებით ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ აღებულ ცალმხრივ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ნაცვალგების საფუძველზე მოიქცეს ამგვარადვე, დაადასტუროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების ვალდებულება.
მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენას, ასევე, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მივესალმებით საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
მოვუწოდებთ ეუთოს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში და ხელი შეუწყოს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და ჩართულობას.
მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის გახსნაზე, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სასარგებლოდ, რომელსაც, ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში“, - წერია განცხადებაში.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრის დაცინვის გამო დაიბარა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაითი მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც დიპლომატმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ფრანკ ვანდენბრუკეს შესახებ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.


