imedi /  08 დეკემბერი 2018, 15:53 / სანდო წყარო

მიხეილ გიორგაძე რეანიმაციული განყოფილებიდან გაიყვანეს

მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი მეგობარი კახა კანდელაკი იტყობინება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„როგორც იქნა, გადავრჩით. ექიმებსაც უკვირთ, ასეთი დაზიანებების შემდეგ როგორ მოახერხა მიშას ორგანიზმმა ასე სწრაფად რეაბილიტაციის დაწყება. გვითხრეს, რადგან სპორტსმენი იყო, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ამის დამსახურებით გადარჩაო. ლაპარაკიც შეუძლია. მენჯები და ნეკნები აქვს დამტვრეული, ახლა უნდა მოხდეს ამ ძვლების აღდგენა. რაც მთავარია ფილტვის მუშაობა აღდგა, სწორედ ამ ფილტვის გამო, ჰყავდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ აღვიძებდნენ 8 დღე, როცა გააღვიძეს, აღმოჩნდა, რომ ტვინის დაჟეჟილობაც ჰქონია. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა კახა კანდელაკმა.

გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.

არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა.

ის საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა

ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა და ამ დროს საუბრობდნენ, რომ თურმე მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ, -განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას.

დავით საყვარელიძე

23 აგვისტო 2026, 14:03

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

23 აგვისტო 2026, 13:26

ტექნოლოგიები

ჩინურმა რობოტებმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნეს

პეკინში, ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშებზე, ჩინურმა ჰუმანოიდმა რობოტმა საკვალიფიკაციო რბენაში 100-მეტრიანი დისტანცია 9,39 წამში გაირბინა. ამით მან კაცთა შორის მსოფლიო რეკორდი (9, 58 წამი) გააუმჯობესა, რომელიც გამოჩენილ იამაიკელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს ეკუთვნის.

23 აგვისტო 2026, 13:08

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში 73 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ცოტნე ანანიძე

23 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა - ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანაზე არ უფიქრიათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 აგვისტო 2026, 12:34

მსოფლიო

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს

„მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა მივიყვანო ქვეყანა ომის დასრულებამდე და შევინარჩუნო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. და მე მას ვასრულებ“, - დასძინა ზელენსკიმ.

23 აგვისტო 2026, 12:17

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. და დავრბოდით. ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა

იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე საუბრისას.

23 აგვისტო 2026, 12:05

მსოფლიო

ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა

პროფკავშირში კი უარყოფენ, რომ დავა ხელფასებს უკავშირდება და აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებად რჩება შესვენებების ხანგრძლივობა და ორგანიზება, მუშაკთა პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული პოლიტიკა, ასევე ინსტრუქტორების მუშაობის რეკომენდაციები.

23 აგვისტო 2026, 11:53

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მან ასევე დასძინა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოკავშირეებთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.

23 აგვისტო 2026, 11:34

მსოფლიო

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს

პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს. Deutsche Welle წერს, რომ ეს პროგრამა „აღმოსავლეთ ფარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც პოლონეთისა და ნატოს რუსეთთან არსებული საზღვრების გამაგრებაა.

23 აგვისტო 2026, 11:34

მსოფლიო

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს

დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის დასავლეთ და ცენტრალური, 14 ოლქის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიებად გამოცხადებას, და შესაბამისად აღნიშნული ტერიტორიებიდან გაქცეულების მიღების აკრძალვას გეგმავს.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 11:24

მსოფლიო

ფედოროვის განცხადებით, ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში უკრაინას კორუფცია უშლის ხელს

„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზეც გამოვცადე. ამას ვებრძოდი. იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს. ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება. უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ჩანაწერების გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომ გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის - ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, - აცხადებს ფედოროვი.

23 აგვისტო 2026, 11:24

მსოფლიო

„დარწმუნებული ვარ, შედეგის მიღწევას შევძლებთ“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. იოჰან ვადეფული გეგმავს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, უპილოტო სისტემების ერთობლივ შემუშავებას, ასევე უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.

23 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

უკრაინამ „ოზონის“ კიდევ ერთ საწყობს დაარტყა

უკრაინა რუსულ ეკონომიკაზე დარტყმებს განაგრძობს. კომპანია „ოზონის“ საწყობი ორენბურგის ოლქში გაანადგურა. ეს კომპანიის მეორე ჰაბია, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. წინა დღით, დრონებმა „ოზონის“ საწყობი სამარაში დააზიანეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვილ ცენტრებზე სისტემატური დარტყმებით მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებს და ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.

23 აგვისტო 2026, 11:16

რეგიონი

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.

23 აგვისტო 2026, 11:10

მსოფლიო

რა ვითარებაა ყაზახეთში, სადაც ახალ პარლამენტს ირჩევენ. „ქრონიკა“ ასტანიდან

5 საათია, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12-მა მილიონმა ამომრჩეველმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციით იცლება საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის წესი. ასტანაში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც არჩევნების მსვლელობას აკვირდება.

23 აგვისტო 2026, 11:06

კულტურა

ბათუმში ნუცა ბუზალაძის სოლო შოუს პრემიერა გაიმართა

ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდთან ერთად მომღერალმა ახალი სიმღერები და მსმენელისთვის საყვარელი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ახალი არანჟირებით შეასრულა. ნუცას ლაივ შოუმ სცენაზე ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, ქართველ შემსრულებლები, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიები და თეატრალიზებული სანახაობა გააერთიანა. მომღერალი ახალ სოლო შოუს სულ მალე ლოს-ანჯელესშიც წარადგენს.