Imedi /  01 იანვარი 2019, 00:04 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ათონელზე მდებარე სასახლიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მშვიდობა, შემწყნარებლობა და გაერთიანება უსურვა. 

“ძვირფასო თანამემამულეებო, მიხარია და მეამაყება, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ ამ ულამაზესი, ორბელიანების სასახლის წინ და აქედან გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას! 2018 წელი სრულიად განსაკუთრებული  წელი  იყო  ჩემთვის, - ეს იყო, ერთდროულად, მძიმე განსაცდელისა  და დიდი სიხარულის წელი. ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ! ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას. გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის, და ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის! საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. ჩვენი მოვალეობაა ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვებები წარმატების და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს.  ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა  დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილი. 2018 წელს  მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს: ქართული ანბანის სამი სახეობა  და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება! 2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომავალი თაობაც, რომელიც ვიმედოვნებ „დედა ენაზე“ გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას. 2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგანაც მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას! ფეხბედნიერი,  ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ  მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა მხარესა  და სოფელში, ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს! ვულოცავ  ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ! ვულოცავ  შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში განწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში.
ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს! ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს! დაე, 2019 წელი ყოფილიყოს შერიგების წელი! ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი!  და გამთლიანების საწინდარი! ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გლოვის დღე

17 იანვარი 2019, 00:59

საქართველო

ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვა.

შსს

17 იანვარი 2019, 00:23

ძალოვნები

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა- ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დიდი დიღომი აფეთქება

17 იანვარი 2019, 00:15

საქართველო

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ხელისუფლება

17 იანვარი 2019, 00:00

საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლები დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

ხელისუფლების წარმომადგენლები დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყაზტრანსგაზი

16 იანვარი 2019, 23:43

საქართველო

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

„დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტერეზა მეი

16 იანვარი 2019, 23:38

მსოფლიო

ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

ნდობის ვოტუმი 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ დასრულდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ირწმუნება, რომ ქალბატონი მეის „ზომბმა“ ადმინისტრაციამ მთავრობის მართვის უფლება დაკარგა. რაშიც კორბინის თქმით, ის ექვსსაათიანი დებატებისას დარწმუნდა.

აფეთქება დიღომში

16 იანვარი 2019, 23:28

ძალოვნები

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე არიან

ვრცელდება ინფრმაცია, რომ დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. ცნობილია, რომ დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებამდე მცხოვრებლებმა გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზიდან სპეციალისტები გამოიძახეს, რომლებმაც ტერიტორიაზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

ლონდონი

16 იანვარი 2019, 23:20

მსოფლიო

The Times: ევროკავშირი მზადაა დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლა 2020 წლამდე გადადოს

გაზეთის მონაცემებით, ამ ვარიანტის განხილვა მას შემეგ დაიწყო, რაც გერმანიამ და საფრანგეთმა მიანიშნეს, რომ ისინი ლონდონთან მოლაპარაკებების გახანგრძლივებისთვის მზად არიან. ახლა მოქმედი შეთანხმებებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს უწყდება.

გლოვის დღე

16 იანვარი 2019, 23:13

საქართველო

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, დღეს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

ადგილობრივი კონგოში

16 იანვარი 2019, 23:03

მსოფლიო

გაერო: კონგოში ეთნიკურ დაპირისპირებას 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა

თავდამსხმელებმა ოთხი სოფელი სავარაუდოდ 16-18 დეკემბერს დაიკავეს. სანდრო წყაროების განმარტებით, შეტაკებები ბანუნუსა და ბატენდეს თემს შორის მოხდა. გაეროში აცხადებენ, რომ დეკემბერში, 3 დღის განმავლობაში, ეთნიკურ დაპირისპირებას სულ მცირე 890 ადამიანი ემსხვერპლა.

16 იანვარი 2019, 23:02

საქართველო

დიღომში აფეთქებისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:50

საქართველო

სერგეენკო: ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკა „იმედში“ მყოფი მცირეწლოვანი მოინახულა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების დროს დაშავდა. მისი თქმით, ამ დროისთვის 6 ბავშვია იაშვილის სახელობის კლინიკაშია.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:28

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით საავადმყოფოში 7 ადამიანია მოთავსებული. მათგან 5 ბავშვია. მინისტრის თქმით არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სალომე ზურაბიშვილი

16 იანვარი 2019, 22:15

საქართველო

იაშვილის კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

იაშვილის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მოზარდები იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მარზია ჰაშიმი

16 იანვარი 2019, 22:15

მსოფლიო

ირანი აშშ-ს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ში დაბადებული მარზია ჰაშიმი ოჯახური ვიზიტით სტუმრობდა შეერთებულ შტატებს. ის სამართალდამცველებმა მისურის ქალაქ სენტ-ლუისში თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანა. FBI ირანელი ჟურნალისტის დაკავებას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს.

შემთხვევის ადგილი

16 იანვარი 2019, 22:01

საქართველო

დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე პრემიერმინისტრი მივიდა

დიდ დიღომში ცხრასართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან მედია გაიყვანეს, კამერებმა პრემიერმინისტრის გადაღება ვერ მოახერხეს.

დაზიანებული კორპუსი

16 იანვარი 2019, 21:56

საქართველო

აფეთქებამდე დიდ დიღომში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 21:39

საქართველო

სერგეენკო: აფეთქებისას ოთხი ბავშვი დაშავდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ბავშვია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

თეიმურაზ კუპატაძე

16 იანვარი 2019, 21:12

ძალოვნები

შსს: დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა.

კახა კალაძე

16 იანვარი 2019, 21:11

ძალოვნები

აფეთქებულ კორპუსთან კახა კალაძე მივიდა

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწაარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად კორპუსი დეფორმირებულია.