imedi /  03 იანვარი 2019, 12:35 / სანდო წყარო

ზვიად ქორიძემ და ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვეს

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს. 

ქორიძის თქმით, განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ეკა გიგაურმა და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 16:48

მსოფლიო

ნორვეგიაში საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დასრულდა

საკრუიზო ხომალდიდან ევაკუაციის დროს 20 ადამიანი დაშავდა. ნორვეგიის სანაპიროსთან გემ „ვიკინგ სკაის“ ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გუშინ გამოვიდა, რის გამოც ხომალდზე ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებდა. ძლიერი ქარის გამო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე

24 მარტი 2019, 16:44

საქართველო

ბახტაძე და ფაშინიანი სომხეთში არაფორმალურად შეხვდნენ

„ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

Diamond DA42

24 მარტი 2019, 16:30

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ ტაუპოს მახლობლად მდებარე სიმაღლეზე განიცადა. როგორც საზაფხულო სკოლა "არდმორში" განაცხადეს, ორივე დაღუპული მათი თანამშრომლები და ძალიან გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორები იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მსუბუქი

24 მარტი 2019, 16:11

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ადამიანებს შეუძლიათ მაგნიტური ველი იგრძნონ

ადამიანის სხეულს აქვს უნარი იგრძნოს მაგნიტური ველი, რომელიც ადამიანმა მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან მიიღო. მაგრამ ევოლუციის შედეგად ამ მექანიზმმა დეგრადაცია განიცადა. ამ დასკვნამდე მივიდნენ რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერები კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

გაფიცვა

24 მარტი 2019, 16:11

საქართველო

25 მარტს საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცებიან

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზაცია მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მარტი 2019, 15:51

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰაასეს დაუპირისპირდება

მე-17 ჩოგნად განთესილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერებს დაუპირისპირდა და 6:3, 6:2 სძლია. მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 9,314,875 დოლარია.

24 მარტი 2019, 15:20

ტექნოლოგიები

ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? 2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა.

ყრილობა

24 მარტი 2019, 15:11

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავს

ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით განახორციელებენ.

ტოჩინოშინი

24 მარტი 2019, 14:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ჰარუ ბაშოს დასკვნითი მეთხუთმეტე შეჯიბრი გაიმართა, სადაც ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა. ჰარუ ბაშო გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე მას 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

24 მარტი 2019, 14:41

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის ბრენტონ ტარანტის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა. გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის ფილმების და წიგნების კლასიფიკაციის სააგენტომ მიიღო. სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ მანიფესტი ადამიანების გარკვეული ჯგუფებისთვის ძალადობის პროპაგანდას ახდენს.

ჯენიფერ ლოპესი

24 მარტი 2019, 14:12

კულტურა

ჯენიფერ ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა. როგორც გაირკვა, ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს. ჯეი ლომ იმ ნიღბის ანალოგი მოირგო, რომლითაც სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ედმუნდო უერტა, ცნობილი როგორც დი მონდო, სხვადასხვა ფესტივალზე პოზირებდა.

24 მარტი 2019, 13:52

ძალოვნები

რუსთავში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა. რუსთავის საოლქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

ილია მეორე

24 მარტი 2019, 13:43

საქართველო

პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა

"მინდა დავლოცო ეს ბავშვები და მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. არის უამრავი შემთხვევა როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული,"- თქვა ილია მეორემ. პატრიარქმა ასევე ლოცვის ძალაზე იქადაგა.

სტიქია

24 მარტი 2019, 13:34

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. მაშველებს სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეები ეხმარებიან. ციკლონი "იდაი" პირველად საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია.

24 მარტი 2019, 13:32

მსოფლიო

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგები ქვეყნის მასშტაბით 4 თვეა გრძელდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დემონსტრაციების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

24 მარტი 2019, 13:20

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ცნობილია

პორტალმა Airlineratings.com-მა 2019 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20-ში მოხვდნენ British Airways-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი . airlineratings.com ავიასფეროში ერთ-ერთ წამყვანი რეიტინგების პორტალია. ის მსოფლიოს 435 კომპანიის შესახებ აქვეყნებს რეიტინგს.

ლადო აფხაზავა

24 მარტი 2019, 12:50

საქართველო

ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულშია სიცრუეა

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,"- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.

24 მარტი 2019, 12:29

ინტერვიუ

„უნდა მომცეთ საშუალება, რომ აგიხსნათ“

როგორ მოხვდა გირგვლიანის ადვოკატი უგულავა-ბოკერიას გუნდში

24 მარტი 2019, 12:24

ეკონომიკა

გადაკეთებული ავტომანქანების ინსპექტირების წესი შეიცვალა

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს.

24 მარტი 2019, 12:04

ძალოვნები

რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.მომხდარზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა.