რა დანაშაულს ედავება პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს
მამუკა ხაზარაძე
ფოტო: Facebook
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა ბრალი წარუდგინონ. ამის შესახებ kvira.ge წერს.
ინტერნეტპორტალის ცნობით, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი.
kvira.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება:
2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“; „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ, შესაბამისად უნარჩუნდებოდა ვალდებულება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც.
როგორც გამოცემა წერს, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორს და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისაგან. ამისთვის კი, როგორც "კვირა" წყაროზე დაყრდნობით წერს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაძაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group”, რომელმაც „თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტან ბუცხრიკიძის თანხმობით გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ, ასევე მოთხოვნები ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ.
„თიბისი ბანკს“, წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული.
"კვირის" ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. „როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი კვირა დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება“- წერს გამოცემა.
8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თი-ბი-სი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება გამოძიება.
მოგვიანებით კი საქართველოს ეროვნული ბანკი გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.
თავად „თიბისი ბანკში“ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
NYT: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.


