imedi /  11 იანვარი 2019, 17:53 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა მოსამართლეთა სადავო სიის შესახებ პოზიცია დააფიქსირა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სადავო კანდიდატების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოსადმი ნდობა ქვეყნის დემოკრატიის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედია.

მისი თქმით, ქართულ სასამართლოს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საქართველოს პარტნიორებიც უნდა ენდობოდნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჩარევის კომპეტენცია მას როგორც პრეზიდენტს არ აქვს, შესაბამისად ის ვერ გამოთქვამს თავის პირად განცდას ან შეხედულებას რომელიმე წარდგენილი მოსამართლის შესახებ. 

„როგორც პრეზიდენტს, მე რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია არ მაქვს. არც იმის მიმართ მაქვს პოზიცია თუ როგორ უნდა შეიქმნას უზენაესი მოსამართლეების კანდიდატთა სია. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: ის რაც უზენაეს სასამართლოს ეხება, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამდენად, ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო იმას, რომ რაც საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურა აღმოჩნდა, ახლა ეს პროცესი შეჩერებულია და გადატანილია სხვა ფორმატში. ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მისცემს დროს იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი ისე იყოს ჩატარებული, რომ შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა სასამართლოს მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის თქმით, ის ხელისუფლებას ამ საკითხზე არაფერს ურჩევს, რადგან პრეზიდენტია და არ აქვს კომპეტენცია და უფლება, რომ ხელისუფლებას რჩევა ან რეკომენდაცია მისცეს.

„ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ მედიისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართა.

ყველა სიახლე

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:05

მსოფლიო

ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერისპოსტს ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერ შერულება დაასახელა.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ტოჩინოშინი

24 მაისი 2019, 12:53

სპორტი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

კობა გვენეტაძე

24 მაისი 2019, 12:23

ეკონომიკა

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

"მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

ჰარვი ვაინშტეინი

24 მაისი 2019, 12:13

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

24 მაისი 2019, 11:52

ეკონომიკა

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

24 მაისი 2019, 11:21

ძალოვნები

მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ვან ი

24 მაისი 2019, 11:09

საქართველო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. მას საგარაო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა. დიპლომატებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს, ერთ ერთი მნიშნელოვანი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

ერაყი

24 მაისი 2019, 10:54

მსოფლიო

ერაყელი ქრისტიანები გადაშენების პირას არიან

მღვდელმა ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობის პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა.

ფული

24 მაისი 2019, 10:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია

"ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ვალუტის დასტაბილურებას", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

ნათია თურნავა, ზაზა დვალიშვილი და ვახტანგ ამბოკაძე

24 მაისი 2019, 10:40

ეკონომიკა

ესკოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი წარადგინეს

"ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის, დერეგულირების რთულ და საინტერესო პერიოდში ესკოსგან კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას. ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“ -აღნიშნა მინისტრმა.

ბრიუს ლი

24 მაისი 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში ბრიუს ლის ფილმების შემდეგ აკრძალული ნუნჩაკების ლეგალიზება მოახდინეს

არიზონას გუბერნატორმა 10 მაისს ნუნჩაკებზე აკრძალვა გააუქმა. ის 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა ამ შტატში მთელი ამერიკის მასშტაბით იარაღის ტარების ყველაზე მსუბუქი კანონი მოქმედებს. არიზონას გარდა, ნუნჩაკები კიდევ რამდენიმე შტატში აკრძალეს - ნიუ-იორკში, კალიფორნიაში და მასაჩუსეტსში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 მაისი 2019, 09:59

საქართველო

დისციპლინური კომისია დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

"ჩვენი ვალდებულებაა, ყველა საკითხი მოვიძიოთ, შევაჯეროთ, დავადგინოთ იყო თუ არა ფაქტი, არის თუ არა დარღვევა ან რა ტიპის დარღვევაა და შესაბამისად, რა სახის სახდელი უნდა დაეკისროს. კომისია იქნება პრინციპული, ღია და გამჭვირვალე,“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ.

პოლიცია

24 მაისი 2019, 09:50

ძალოვნები

გლდანში მაღაზიის გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის გამო ერთი ადამიანი დააკავეს

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

სუსი

24 მაისი 2019, 09:39

ძალოვნები

სუსმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავა

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

24 მაისი 2019, 09:23

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 120 მედალი მოიპოვეს

დიდების კატეგორიაში ნაკრების წევრებმა ოთხი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო აიღეს. მათ გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს. ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

ნატალი პორტმანი

24 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

ნატალი პორტმანი უარყოფს, რომ მობისთან რომანი ჰქონდა, მობი კი ფოტოს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ებრაელი მსახიობი ნატალი პორტმანი უარყოფს, რომ მუსიკოს მობისთან რომანი ჰქონდა. თუმცა, 53 წლის მობი ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ის და ნატალი პორტმანი ერთად არიან გადაღებულები.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 09:09

მსოფლიო

ლონდონში Brexit-ის გეგმის ახალი ვარიანტის წარდგენა კიდევ გადაიდო

კონსერვატიული პარტიის წევრებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ პრემიერ ტერეზა მეის მომზადებულ ახალ დოკუმენტს იწუნებენ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიაშიც.

ედ შირანი

24 მაისი 2019, 09:06

კულტურა

ედ შირანის ახალი ალბომი ივლისში გამოვა

ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც ივლისში გამოვა. No. 6 Collaborations Project ასე ჰქვია დისკს, რომელშიც 15 კოლაბორაცია შევა. No. 6 Collaborations Project No. 5 Collaborations Project-ის გაგრძელებაა, რომელიც 2011 წლით თარიღდება.

რაკეტა

24 მაისი 2019, 08:54

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ორბიტაზე „მსოფლიო ინტერნეტის" 60 თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის თქმით, SpaceX მომავალში ორბიტაზე 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. პროექტის მიზანი, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფაა.