imedi /  12 იანვარი 2019, 08:33 / სანდო წყარო

გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება დღეიდან უფასოა

ექიმი

დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით 1ttv.ge ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა.

„ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს“, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

ყველა სიახლე

ცაიშის მონაკვეთი

25 მაისი 2019, 15:06

ძალოვნები

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამის მიზეზი სტიქია გახდა. ცაიშის მონაკვეთთან ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 მაისი 2019, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი იაპონიას ეწვია

დონალდ ტრამპი ტოკიოს ოფიციალური, 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერი შეხვდება იაპონიის ახალ იმპერატორს, პრემიერმინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. ამასთან, დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც.

25 მაისი 2019, 14:57

ვიდეო

ტოჩინოშინი ისევ ოძეკია

ეკატერინე ჩხარტიშვილი

25 მაისი 2019, 14:55

საქართველო

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი 4 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

25 მაისი 2019, 14:44

საქართველო

დავით გარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. დეკანოზი ანდერა ჯაღმაიძე წერს, რომ ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი

25 მაისი 2019, 14:39

საქართველო

ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

40-მდე მეშახტე ჭიათურელ მაღაროელებს შეუერთდა. მათი თქმით, მძიმე სამუშაოზე დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებს ზესტაფონის მცხოვრებლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

25 მაისი 2019, 14:24

ძალოვნები

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 4 წლამდე ბავშვი გადავარდა და გადარჩა

დღესვე თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

მოქანდაკეების ბლიც-სიმპოზიუმი

25 მაისი 2019, 14:07

კულტურა

გურჯაანში მოქანდაკეების სიმპოზიუმი იმართება

სპეციალისტებმა ქვაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყეს და ორშაბათამდე უნდა დაასრულონ. სწორედ 27 მაისს გაიხსნება გამოფენა, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ცნობილია, რომ დასრულებული ფიგურები კოშკის უბნის გარდა, შესაძლოა ქალაქის სხვადასხვა ადგილზეც დაიდგას.

25 მაისი 2019, 13:49

ძალოვნები

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ევერესტი

25 მაისი 2019, 13:24

მსოფლიო

ევერესტზე ბრიტანელი მთამსვლელი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა. მანამდე, 24 მაისს ერთი ირლანდიელი დაიღუპა. მიმდინარე სეზონზე ევერესტმა მთლიანობაში 10 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზაფხულზე 381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 არის.

კახა კალაძე

25 მაისი 2019, 13:00

საქართველო

კალაძე შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას განმარტავს

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის ოლქში მათი კანდიდატის შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერები გააკრეს, თუმცა დღეს დილით ჩამოხსნილი დახვდათ.

ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუ

25 მაისი 2019, 12:56

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ნაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი და სუმოში ყველაზე მაღალი წოდების მქონე მეტოქეს იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. დღესვე კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაგამურუმ ჯიუროს მე-10 ნომერ ცურიგიშოსთან დათმო ბრძოლა. თეიმურა ჯუღელს 8 მოგება და 6 მარცხი აქვს.

აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელი

25 მაისი 2019, 12:20

მსოფლიო

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.

25 მაისი 2019, 12:06

საქართველო

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ავტომობილები დაზიანდა

ძლიერი ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში. მშენებარე ობიექტებიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომობილები დააზიანა. დაშავებულზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ქარმა წააქია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს გადახადა სახურავი.

პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია

25 მაისი 2019, 11:43

საქართველო

თბილისში პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია იმართება

კონფერენციაში სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობს. ისინი სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნენ და კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ღონისძიებას თბილისი მერვედ მასპინძლობს.

25 მაისი 2019, 11:41

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია „სამაუწყებლო შემოსავლების ანალიზის შედეგად, აცხადებს, რომ სამაუწყებლო ბაზარი სტაბილურია. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო მაუწყებლებმა 12,686,428.19 ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,789,995.20 ლარი იყო.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2019, 11:24

საქართველო

ანდრია ჯაღმაიძე: აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. „შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური“.

ფეხბურთელების დაპირისპირება

25 მაისი 2019, 11:15

სპორტი

ეროვნული ლიგის მატჩისას ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მატჩის 61-ე წუთზე მოთამაშეებს შორის დაწყებული ხელჩართული ჩხუბი 4 წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე, ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გააძევა. გუნდებმა შეხვედრა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 11:09

მსოფლიო

ტრამპი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ $8 მილიარდიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესის კომიტეტებს უკვე აცნობა. დემოკრატები პრეზიდენტს კონგრესის იგნორირებაში ადანაშაულებენ, რადგან იარაღით ვაჭრობას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა საჭიროა, რადგან ირანის მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო შეერთებული შტატების პარტნიორებისთვის რისკები იზრდება.

25 მაისი 2019, 11:00

ძალოვნები

მოკლული ჩვილის დედას გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა

მოკლული ჩვილის დედის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს. გადაწყვეტყილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე გამომძიებელმა მიიღო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.