imedi /  15 იანვარი 2019, 14:16 / სანდო წყარო

ბესელიას თქმით, კობახიძის გადასაწყვეტი არ არის, იქნება თუ არა ის სასამართლო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფში

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვიცესპიკერობის შეთავაზება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა, თუმცა შიდა სამზარეულოა და პარლამენტის თავმჯდომარე დეტალებს არ აკონკრეტებს. 

ეკა ბესელია კი პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, ბოლომდე თქვას, რას გულისხმობდა შიდა სამზარეულოში. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, მას არ სჭირდება ირაკლი კობახიძის თანხმობა სამუშაო ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან ამ ჯგუფის წევრია და პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება მისთვის უხერხულია.

"ნამდვილად არ ვითხოვ ამ სამუშაო ჯგუფის დაპატენტებას, მაგრამ ეს ჯგუფი ჩემი შექმნილია 2017 წელს, მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა რომ გადაებარებინა, მაგრამ შემადგენლობა და წევრები არის განსაზღვრული და მე არ მჭირდება მისი განსაკუთრებული თანხმობა, მანდატი, ამ ჯგუფში ვიმუშავებ თუ არა. ცოტა უხერხული იყო მისი ეს კომენტარი. მე ამ ჯგუფში ვარ და ჩემი ამ ჯგუფიდან გამოყვანა არ არის ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტი. მე არ მჭირდება არავის ნებართვა. ექსკლუზივების დაწესება ეს არ არის კონსტრუქციული მიდგომა. არ ვურჩევ მას, ამ ფორმით იმუშაოს კოლეგებთან. ძალიან არაკორექტული მეჩვენა ეს განცხადება. ამიტომ, პირველ რიგში, ჯერ დააზუსტოს გამონათქვამი, არ ვიცი, ვისთან რა უნდა იმსჯელოს. მე ყველა ფორმატში ვიმუშავებ რომელიც მართლმსაჯულების რეფომას ეხება, ეს არის პროცესი რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე", - თქვა ბესელიამ.

"იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს სიცრუე შესთავაზოს საზოგადოებას და მოიფიქროს რაღაც სხვა ვერსია ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებაზე, მე ვურჩევ ან შეწყვიტოს ამაზე საუბარი ან პირდაპირ თქვას რას გულისხმობს. ასე რებუსებით საუბარი არის საზოგადოების დიდი უპატივცემულობა. აქამდე თუ ვერ მოიფიქრეს რა ვერსია უნდა შეთხზან, მაშინ თავი დაანებონ ასე საუბარს. არსებობს მხოლოდ ერთადერთი სიმართლე, მე როცა სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სამუშაო ჯგუფი შევქმენი ეს იყო პირველი განაცხადი, რომ რეფორმას ვაგრძელებდით. უვადოდო დანიშვნებთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებდა იუსტიციის საბჭო და არა პარლამენტი მქონდა კრიტიკული პოზიცია, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა სამუშაო ჯგუფის სულისკვეთებას და ასევე იყო საკითხი, რომელიც ეხებოდა იუსტიციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ხელახლა გაგრძელებას და მესამე ეს სია, რომელიც მზადდებოდა მას სჭირდებოდა თავისუფალი სივრცე, არ უნდოდათ ბარიერები იურიდიული კომიტეტიდან. ეს იყო რეალური მიზეზები, რასაც მოჰყვა ზაფხულში ჩემთვის ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზება", - თქვა ეკა ბესელიამ.

14 იანვარს ეკა ბესელიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბოლო პერიოდში გუნდურობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. ეკა ბესელია ირწმუნება, რომ გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია. თქვა ისიც, რომ მისი მეგობრების და თავად მისი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილი სიის დამტკიცება შეჩერებულია.

ყველა სიახლე

მულანი

06 დეკემბერი 2019, 00:56

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება. „მულანის“ პრემიერა 2020 წლის 27 მარტს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

06 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას

აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. Amnesty International-მა ორშაბათს პროტესტის სულ მცირე 208 მონაწილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

ბილი აილიში

06 დეკემბერი 2019, 00:20

კულტურა

ბილი აილიშმა ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე „xanny“ ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია აილიშის ალბომში „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ შედის, რგოლის რეჟისორი კი თავად 17 წლის მომღერალია. „ძალიან მიხარია, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი გაგიზიარეთ“, - განაცხადა აილიშმა.

მიტროპოლიტი გერასიმე

05 დეკემბერი 2019, 23:58

საქართველო

ზუგდიდის მიტროპოლიტი ბერის დაკავებაზე: პასუხისმგებლობას არ ვიხსნით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კომენტარი გააკეთა. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მასთან ერთად ერთი ადამიანი 4 დეკემბერს დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2019, 23:38

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა. შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ნგოლო კანტე

05 დეკემბერი 2019, 23:20

სპორტი

„ჩელსის“ ფეხბურთელი თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს. საადნა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.

დემონსტრაცია პარიზში

05 დეკემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. პარიზში აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. ნაწილმა ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს ტროტუარის ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მიროსლავ ლაიჩაკი

05 დეკემბერი 2019, 22:49

საქართველო

მიროსლავ ლაიჩაკი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთოს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პოლარული დათვები

05 დეკემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

ათობით პოლარული დათვი რუსულ სოფელში შეიჭრა

სოფელში ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ. ბუნების დამცველების თქმით, ცხოველების სოფელთან გამოჩენა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამიტომ ისინი საკვებს სოფლებში ეძებენ.

ლინას ლინკევიჩუსი დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 22:05

საქართველო

ზალკალიანმა და ლინკევიჩუსმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული აუდიენციისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის.

05 დეკემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

აშშ კაპიტოლიუმი

05 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

აშშ-მა რუს ჰაკერებს ბრალი წარუდგინა და სანქციები დაუწესა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ის წევრები არიან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბანკებიდან სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი მოიპარა. სანქციები შვიდ რუსულ კომპანიასაც შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელი Evil Corp-ის სავარაუდო წევრი დენის გუსევია.

პეტრე ცაავა

05 დეკემბერი 2019, 21:22

საქართველო

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის შექმნას აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის დაფუძნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ეს ცნობა თავად პეტრე ცაავამაც დაადასტურა. პეტრე ცაავას ვებგვერდის შექმნაში იღუმენია თამარ გამყრელიძეც დაეხმარება, რომელმაც ეპარქია მასთან ერთად დატოვა.

ბატუტზე ხტომა

05 დეკემბერი 2019, 21:19

სპორტი

ქართულმა წყვილმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა

ბატუტზე სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა 11-12 წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩნენ, ფინალში კი, 44.340 ქულით ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ნინო ბურჯანაძე

05 დეკემბერი 2019, 20:48

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის რუდენკოსთან შეხვედრის შინაარსს აქვეყნებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი

05 დეკემბერი 2019, 20:29

საქართველო

ბერი ნიკოლოზი მრევლს ასლარიანებს ურიგებს. ვიდეო

დღეს გავრცელებული, 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოს მიხედვით, ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100-ლარიანებს ურიგებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მაქარაშვილს, საპატრიარქოს განცხადებით, უკვე 20 წელია, მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

იტალია

05 დეკემბერი 2019, 20:22

სპორტი

იტალიური სპორტული გამოცემა რასისტული ნომრის გამო სკანდალში გაეხვია

მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით „კორიერეს“ ყველა აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სერია A-ში, სადაც რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო, გულშემატკივრები შავკანიან ფეხბურთელებს მატჩების დროს ამის შემდეგ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ.

პოლიცია

05 დეკემბერი 2019, 20:12

ძალოვნები

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა. ვიდეო

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. „ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სასამართლო პროცესი

05 დეკემბერი 2019, 20:01

ძალოვნები

თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა. ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ციხელაშვილი

05 დეკემბერი 2019, 19:56

საქართველო

ციხელაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ოკუპაცია პრიორიტეტული უნდა იყოს

„ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს“