კახა ბექაური: კომისიას ტარიფების კანონზომიერების ჩარჩოში დაბრუნების ბერკეტი აქვს
კახა ბექაური
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს.
კახა ბექაური იმედოვნებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„ძალიან ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ბაზარზე არსებულ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ ორი - სამი თვის განმავლობაში, თუ ისინი არაკანონზომიერად მოიქცევიან, მაინც დავაბრუნებთ კანონზომიერების ჩარჩოში“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა ბექაურის განცხადებით, ბოლო ორი - სამი წლის განმავლობაში, კომისიამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, იმისთვის, რომ ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე სიტუაცია გაჯანსაღებულიყო, რაც იმის გარანტია, რომ საცალო ბაზარზე მომხმარებლებისთვის კონკურენცია გაიზარდოს, ხარისხი გაუმჯობესდეს და ფასებმა დაიწიოს, ამის ფონზე კი კომპანიების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება საფუძველს მოკლებულია.
„არ ვიცი მათი ეს გადაწყვეტილება რითაა გამოწვეული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბაზარზე გარკვეული თვალსაზრისით განუკითხავი მდგომარეობა იყო, ის ტარიფი ტარიფი არ იყო და ის ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც კომპანიები აწვდიდნენ მომხმარებლებს, კომისიის მხრიდან ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და ამისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. როგორც ჩანს ამ ფაქტმა გარკვეული დისკომფორტი შეუქმნათ დიდ ოპერატორებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის მივცემთ უფლებას, რომ არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ მომხმარებელზე, ამას წინ კომისია აღუდგება“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანია "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავს.
კერძოდ "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. ცვლილებებს გეგმავს "მაგთიც". ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ემატება ტარიფი, რადგან 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური ინტერნეტი: 1500 მბ იქნება 1000 მბ-ის ნაცვლად.
ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური რაც ჯეოსელის შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 08:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: გერმანიის ელჩის განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას. როგორც ჩანს, სინამდვილეში ეს არის სწორედ მისი მთავარი ჩანაფიქრი
გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეაფასა.
03 ივნისი 2026, 01:17
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.
02 ივნისი 2026, 23:43
მსოფლიო
The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს
რუსეთი საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტების გლობალურ, კრიტიკულ დეფიციტს სათავისოდ იყენებს და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს - პარალელურად ისმის გაფრთხილებები, რომ, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ნაკლებობა ქმნის „მოწყვლადობის ფანჯარას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სისტემებზე არიან დამოკიდებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში სათაურით „რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს“.
02 ივნისი 2026, 23:07
სპორტი
საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა - გულშემატკივარმა გურამ კაშია ნაკრებიდან გააცილა
საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
02 ივნისი 2026, 22:31
მსოფლიო
ტრამპი: არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას
არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის აღსრულებასაც სათავეში ჩაუდგება ხაზინის დეპარტამენტი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
02 ივნისი 2026, 22:29
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ვითარება მთელს მსოფლიოში, ამავდროულად ის ოკუპაციის პრობლემა, რომელიც საქართველოს ადარდებს და კანადის მხარეს მადლობა გადავუხადეთ არაღიარების პოლიტიკისთვის
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სენატში. ეს არის სენატის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი კოლეგა. ორივე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
02 ივნისი 2026, 22:25
მსოფლიო
ზელენსკი: დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთის მასირებული დარტყმა შესაძლოა ამ საღამოსაც მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსებმა შესაძლოა ახალი მასირებული დარტყმა განახორციელონ.
02 ივნისი 2026, 22:15
მსოფლიო
რუბიო: აშშ არ სთავაზობს და არც განიხილავს ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ
აშშ არ სთავაზობს და არც განიხილავს ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ, - განაცხადა სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
02 ივნისი 2026, 22:10
სპორტი
რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა
რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისშივე ქვილითაიამ გაიტანა.
02 ივნისი 2026, 21:55
მსოფლიო
მერცმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
02 ივნისი 2026, 21:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს
სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
02 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაზე: ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამჟამად რუსეთთან ომშია, რადგან ეს, იმავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის ფარგლებს გარედან მისი საზღვრების შიგნით
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დისკუსიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
02 ივნისი 2026, 21:25
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 21:18
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი კანადაში. შეხვედრები კანონმდებლებთან და გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კანადაში და მნიშვნელოვანი შეხვედრები კოლეგებთან. განსახილველ საკითხთა შორისაა - გეოპოლიტიკური გამოწვევები, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური პარტნიორობა.
02 ივნისი 2026, 21:02
სპორტი
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს.
02 ივნისი 2026, 21:02
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში
მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
02 ივნისი 2026, 21:00
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს. მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება, ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა, გამოწვეული შედეგები, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით. ამავდროულად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისგების საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის ნორმა. შესაბამისად, სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს განუსაზღვრავს მაქსიმალურ სასჯელს“, – განაცხადა დემეტრე ჯინჯოლიამ.
02 ივნისი 2026, 20:59
პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი გასულ წელს, როგორც წარმატებულ მაგალითს, როდესაც ჩვენ მოვიზიდეთ 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია „იგლ ჰილსის“ მხრიდან. ჩვენ გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე. მნიშვნელოვანი იყო გასული წელი, რამდენადაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ახალი ათ წლიანი გეგმა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
02 ივნისი 2026, 20:53
მსოფლიო
მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
02 ივნისი 2026, 20:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს, ჩადენილს ინანიებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება და მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.


