imedi /  21 იანვარი 2019, 21:01 / სანდო წყარო

აშენდება თუ არა სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში

 

აშენდება თუ არა სასტუმრო „ბუდაპეშტი“  ვაკის პარკში? მოლაპარაკებები თბილისის მერიასა და სასტუმროს მფლობელებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი მასშტაბის მშენებლობა მიუღებელია, თუმცა როგორც დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, პრობლემას 2013 წელს, თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა ქმნის.

არ არის გამორიცხული ინვესტორმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.  
მანამდე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა.

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის აკრძალვაზე "მწავნე ალტერნატივას" სარჩელი არ მიიღო

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

17 აგვისტო 2019, 18:05

საქართველო

ზალკალიანი გუგუტიანთკარის მოვლენებს ფაქტობრივ ანექსიად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა. მინისტრმა ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ არსებულ მდგომარეობას დამთრგუნველი უწოდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელობა საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ქმედებებად შეაფასა.

ნასა ასტრონავტი მთვარეზე

17 აგვისტო 2019, 18:03

ტექნოლოგიები

NASA ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად შტაბ-ბინას არჩევს

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში (NASA) ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად შტაბ-ბინას ეძებს. BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ NASA ალაბამას რესურსს გამოიყენებს, სადაც 1960 წელს „აპოლონის“ პროექტი შემუშავდა. 2024 წელს „თეთრი სახლი“ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2024 წელს ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს.

17 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ქარტია გუგიტიანთკარში ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვას არ ეთანხმება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში მხოლოდ ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას, არ შეიძლება.

17 აგვისტო 2019, 17:44

ტექნოლოგიები

კვლევა: ყოველი 10 დასაქმებულიდან 8-ს სამსახურში უტირია

სამსახურის საძიებო კომპანიის Monster-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 3000 გამოკითხული რესპონდენტების 45% სამსახურში ტირილის მიზეზად უფროსებსა და თანამშრომლებს ასახელებს. 19%-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ სამსახურში მათი ცრემლების მიზეზი სამუშაოსთან არ იყო დაკავშირებული.

პეტრო პოროშენკო

17 აგვისტო 2019, 17:25

მსოფლიო

პოროშენკოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

პეტრო პოროშენკოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის სემ ქისლინი თქმით, პრეზიდენტობის პერიოდში, პოროშენკომ ქვეყნიდან 8 მილიარდი დოლარი გაიტანა. მილიარდერის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.

17 აგვისტო 2019, 17:22

მსოფლიო

რუსეთში აქცია აქტივისტების დაკავებითა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ოპოზიციის აქცია რუსეთის დედაქალაქში ისევ აქტივისტების დაკავებითა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მიტინგი თავდაპირველად კომუნისტური პარტიის ორგანიზებული იყო, თუმცა BBC-ის რუსული ბიურო აცხადებს, რომ მანიფესტაციას სხვა პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

ლიუ იფეი

17 აგვისტო 2019, 16:53

კულტურა

Disney-ის „მულანის“ ახალ ვერსიას ბოიკოტს უცხადებენ

მსახიობმა ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo-ზე ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სამთავრობო მედიიდან პოლიციის მხარდამჭერი ვიდეო გააზიარა და ჩინურად დაწერა, რომ ჰონგ-კონგის პოლიციას უჭერს მხარს. პოსტს თან ერთვოდა წარწერა ინგლისურად "რა სირცხვილია ჰონგ-კონგისთვის."

სუდანი

17 აგვისტო 2019, 16:31

მსოფლიო

სუდანში სამხედროებმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაზე ხელის მოწერის ცერემონია ტელეარხ Al Arabiya-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მიმტანი

17 აგვისტო 2019, 16:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში კაცმა შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინის გამო მიმტანი მოკლა

შემთხვევა 16 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ნუაზი-ლე-გრანის კომუნაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკმაყოფილო სტუმარმა მიმტანს იმის გამო ესროლა, რომ მისი შეკვეთილი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.

ლაშა ტალახაძე

17 აგვისტო 2019, 16:03

სპორტი

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 218 კგ ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ეკუთვნის.

კონტი ჯგუფი

17 აგვისტო 2019, 15:40

ეკონომიკა

სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ ყოფნა ფორმალური იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.სამინისტრო კონსორციუმს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, რომელის თანახმადაც 42%-იანი წილის მფლობელი ბიზნესჯგუფის ჩანაცვლება მოხდება.

სოჭი

17 აგვისტო 2019, 15:22

მსოფლიო

სოჭში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. ვიდეო

17 აგვისტოს ღამეს სოჭში 70 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. რუსული მედიის ინფორმაციით, წვიმა დღესაც გაგრძელდება, ქალაქის ადმინისტრაციამ საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 15:06

საქართველო

მთავრობა დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას იწყებს

„დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება“, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

მედიკამენტები

17 აგვისტო 2019, 14:50

საქართველო

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

სოფელი გუგუტიანთკარი

17 აგვისტო 2019, 14:41

საქართველო

გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, მანამდე კი ომის დროს დაზიანებული საცხოვრებლები საკუთარი ხელით დაშალეს. შეჩერებული ე.წ. ბორდერიზაციის მიუხედავად გუგუტიანთკარს ოკუპაციის კვალი უკვე ეტყობა.

ჰელენა კრისტენსენი

17 აგვისტო 2019, 14:33

ტაბლოიდი

51 წლის მოდელი ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

ცნობილი მოდელი ჰელენა კრისტენსენი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა. The Sun-ის ცნობით, მოდელი 2018 წლის დეკემბერში 51 წლის გახდა. „რატომ არ უნდა აჩვენო სხეული როცა ამის გაკეთება გსურს?“- ამბობს მოდელი და აცხადებს, რომ მას ამ სფეროში მუშაობა 80 წლამდე სურს.

გენერალური პროკურატურა

17 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

ვაშაძის ონის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 14:15

ძალოვნები

ბახტაძე: საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

აეროპორტები

17 აგვისტო 2019, 13:34

მსოფლიო

აშშ-ის აეროპორტებში ავიამიმოსვლა შეფერხდა

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტში ავიამიმოსვლა შეფერხდა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი კომპიუტერული სისტემის ტექნიკური ხარვეზია. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, საბაჟო შემოწმებისა და საზღვრის დაცვის კომპიუტერული სისტემის ხარვეზის გამო, რეისები 10-მდე საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო. მათ შორის იყო ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის

17 აგვისტო 2019, 13:16

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო კანონების გამკაცრების გამო სასამართლოში უჩივლეს

Deutsche Welle-ს ცნობით, სარჩელით, ერთდროულად რამდენიმე შტატმა სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს მიმართა. კალიფორნიის, ორეგონის და პენსილვანიის შტატების ფედერალური მთავრობები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე დღის წინ საიმიგრაციო კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილება მიგრანტების დისკრიმინაციას იწვევს.