imedi /  01 თებერვალი 2019, 14:33 / სანდო წყარო

რუსეთი თავის მოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს.

"3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან მასობრივი შეკრების ადგილებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 14:39

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთს პოლიტიკური ისლამი ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლიტიკურ ისლამს საფრანგეთის წინაშე არსებული საფრთხე უწოდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვებზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

სამების საკათედრო ტაძარი

26 აპრილი 2019, 14:38

საქართველო

ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. ვიდეო

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში დარჩება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასქებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 14:34

საქართველო

რა ხდება დავით გარეჯში. ვიდეო

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დილიდან გახსნილია. ადგილზე კვლავ შეინიშნებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა მათ ბილიკები აღარ გაჰყავთ და მომლოცველებიც თავისუფლად გადაადგილდებიან. დავით გარეჯის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქართველი მესაზღვრეებიც.

26 აპრილი 2019, 14:33

ვიდეო

ქალი, რომელიც 40 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

26 აპრილი 2019, 14:33

საქართველო

რა მოხდება თუ Thanos-ს დაგუგლავთ

Google-ის საძიებო სისტემამ ფილმის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით ახალი ფუნქცია დაამატა. მომხმარებლები, რომლებიც კომპიუტერის ან მობილურის საშუალებით საძიებო სისტემაში ფილმის ერთ-ერთი გმირის სახელს - Thanos-ს მოძებნიან და "უსასრულობის ხელთათმანის" გამოსახულებას დააჭერენ...

ზახრან ჰაშიმი

26 აპრილი 2019, 14:25

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტის ორგანიზატორი აფეთქების დროს მოკვდა

შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაიტრაპალა სირისენამ განაცხადა, რომ აფეთქებების დროს ადგილზევე დაიღუპა ტერაქტის ორგანიზატორიც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სირისენას თქმით, რადიკალი მქადაგებელი ზახრან ჰაშიმი სასტუმრო Shangri-La-ში მოკვდა.

 იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 13:59

ძალოვნები

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს თავს.

კარავი

26 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელების ნაწილს ბულვარში კარვები აქვს გაშლილი

ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცენტრალურ ბულვარში ელექტრომობილების მუშაობას გამორიცხავს ადმინისტრაცია. როგორც ისინი საპასუხოდ აცხადებენ ტურისტების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტრომობილით დაშავების რამდენიმე შემთხვევა იყო.

კიმ ჩენ ინი

26 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგური დატოვა. კიმ ჩენ ინის სადგურზე ლიმუზინით მივიდა, სადაც მას საპატიო ყარაულის ასეული შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლ კიდმანი

26 აპრილი 2019, 13:45

ტაბლოიდი

ნიკოლ კიდმანს ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან“

51 წლის მსახიობი ამბობს, რომ ეკლესიაში მუდმივად დადის და რელიგიურად ზრდის თავის შვილებსაც. მას მუსიკოს კეიტ ურბანთან 2 საერთო შვილი ჰყავს 10 წლის როუზი და 8 წლის მარგარეტი. ნიკოლ კიდმანმა არც ის დამალა, რომ მას ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან.“

26 აპრილი 2019, 13:35

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკის გვირაბის გახსნას ითხოვს

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს. გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდის მიმართვას, რომლის ადრესატიც დედაქალაქის მერია, საკრებულო და საქართველოს მთავრობაა, ამ ეტაპზე 1188 ხელმოწერა აქვს.

ულრიკ ტიდესტრომი

26 აპრილი 2019, 13:27

ეკონომიკა

შვედეთის ელჩი: მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი. ფოტოები

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი ოჯახთან ერთად ბათუმშია და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს. "მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი,"- წერს ტიდესტრომი. თუმცა. ელჩი საქართველოს ბიომრავალფეროვნებით აღფრთოვანებულია.

თუთიყუში

26 აპრილი 2019, 13:27

ტაბლოიდი

ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეების დამხმარე თუთიყუში დააკავეს

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს. 23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინათ. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!“ ძახილი დაიწყო.

26 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

მშობლების სიკვდილის შემდეგ, სამი წლის გოგო ორი თვის ძმას მარტო უვლიდა

ამერიკულ შტატ კალიფორნიაში სამი წლის გოგო რამდენიმე დღე უვლიდა ორი თვის ძმას, მას შემდეგ რაც მშობლები დაიღუპნენ. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Fox 11 News-ი წერს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 18 აპრილს, 46 წლის დევიდ კუროს პარსამ, 38 წლის ცოლი მიჰოკო კოიკე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ევროპარლამენტი

26 აპრილი 2019, 13:19

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებზე ევროპარლამენტარები მიიწვიეს

საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის დეფაქტო მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ე.წ. ვიზიტისას მიიწვიეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.

ჯონ ჰავლიჩეკი

26 აპრილი 2019, 13:11

სპორტი

NBA-ს რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა

აშშ-ში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე NBA-ს კლუბი „ბოსტონ სელტიკსი“ წერს, რომლის ღირსებასაც ჰავლიჩეკი იცავდა. 79 წლის ყოფილი კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადება გახდა.

26 აპრილი 2019, 13:06

ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა პიროვნების შესახებ ქვიზები შეზღუდოს

კომპანიამ თავისი პლატფორმის პოლიტიკა განაახლა და განაცხადა, რომ ნაკლები სარგებლობის მქონე აპლიკაციები, მაგალითად, პიროვნების შესახებ ქვიზები, პლატფორმაზე შესაძლოა არ დაიშვას.

ლილიან მორი პასკიე

26 აპრილი 2019, 13:04

საქართველო

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდის

29 აპრილს PACE-ს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამავე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება.

ესპანეთი

26 აპრილი 2019, 12:58

მსოფლიო

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული - ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ 2018 წელს ჩამოყალიბებულ მოქმედ მთავრობას პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს.

მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 12:42

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.