imedi /  10 თებერვალი 2019, 21:33 / სანდო წყარო

როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

"იმ წუთში, როდესაც მე დავინახავ, რომ ოპოზიცია მანდ მზად არის, რომ ჩემი 72-საათიანი თავისუფლად ყოფნა უზრუნველყოს, მე იმ წამში გავჩნდები საქართველოში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

როდის და რა გზით გაჩნდება საქართველოში ამას ჯერ არ აზუსტებს, მაგრამ უკვე დაგეგმილი აქვს, რომ თან ჩამოიტანს 10 მილიარდ ინვესტიციას და ქვეყანასაც ააყვავებს.

როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ჯერ უცნობია, თუმცა გადამწყვეტი მომენტი მაშინ იქნება, როდესაც საკმარის ხალხს და ფულს შეაგროვებს, რომლებსაც ემიგრანტებს სთხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ახალმა პარტნიორმა ემიგრანტების მობილიზების საკითხებში, თავის დროზე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებაც ზუსტად ამ გზით შეძლო. გიორგი სიგუა მაშინაც საზღვარგარეთ შეკრებებს აორგანიზებდა. მოგვიანებით აშშ-ში ყოფილმა საპატიო კონსულმა ის ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, სხვა ემიგრანტები კი ამბობდნენ, რომ აქციების ორგანიზებისთვის თითოეულ ადამიანზე კონკრეტულ თანხას ითხოვდა. 

საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ, ყოფილმა მთავარსარდალმა საქართველოში დაბრუნება რამდენჯერმე გადადო, ახლა კი ემიგრანტებს სთხოვს, რომ სამშობლოში ზაფხულამდე დააბრუნონ.

დღეს მიხეილ სააკაშვილსა და ემიგრანტებს შორის შეხვედრა ბელგიის ქალაქ ლიეჟში ხმაურის ფონზე გაიმართა. შეხვედრაზე ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა.  

ყველა სიახლე

საოკუპაციო ხაზი

23 აპრილი 2019, 21:53

ძალოვნები

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავა

სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ დაკავებას ადასტურებს. სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ღვინო

23 აპრილი 2019, 21:48

კულტურა

ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორია ერთ წიგნად გამოიცა

კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

23 აპრილი 2019, 21:42

მსოფლიო

საფრანგეთის მუზეუმიდან გასულ წელს მოპარული ნახატი უკრაინაში იპოვეს

პოლიციის განცხადებით, ნახატს მიაგნეს ერთ-ერთი უკრაინელი კაცის სახლში, რომელიც იუველირის მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. მათივე ინფორმაციით, ქორდობაში ეჭვმიტანილი ყველა უკრაინელი დაკავებულია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა საფრანგეთის ელჩთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ნამუშევარი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნენსის მუზეუმში დააბრუნეს.

მეტრო

23 აპრილი 2019, 21:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა მოიფიქრა როგორ არ გასცდეს მეტროში თავის გაჩერებას თუ ჩაეძინება

სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ნიუ-იორკის მეტროში წინდახედული ამერიკელია აღბეჭდილი. ვიდეოს გმირს იმის შიშით, რომ საკუთარ სადგურს ძილის გამო არ გასცდეს, სპეციალური ქუდი ახურავს, რომელზეც ეკრანია გაკეთებული.

23 აპრილი 2019, 21:23

თემა

როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი? 5 სცენარი

თქვენმა ბიზნესმა რომ იარსებოს, აუცილებელია მისი განახლება და ბაზრის სხვა წარმომადგენლებთან მუდმივი, ჯანსაღი კონკურენცია. ამისათვის შეგიძლიათ ახალი პროდუქტის შექმნა, საორგანიზაციო პროცესის მოდერნიზება ან ინოვაციური ბიზნეს-მოდელის შემუშავება. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. შესაძლებელია გახვიდეთ ახალ ბაზარზე ან თქვენს საქმიანობაში პრინციპულად ახალი მიმართულება შექმნათ. ბიზნესის განვითარების ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს, თუმცა სპეციალისტები ამ მიმართულებით საუკეთესო ხუთეულს გამოყოფენ.

სუდანი

23 აპრილი 2019, 21:21

მსოფლიო

სუდანელი გენერლის თქმით ჯარისკაცები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ

გენერალ-ლეიტანტის განცხადებით, სამხედროებს ქვეყანაზე კონტროლი უსაფრთხოების მიზნით აქვთ აღებული, დემონსტრანტებს კი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. "ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს და აქ (სამართავად) დარჩენას არ ვაპირებთ", - თქვა ბურჰანმა.

სასამართლო

23 აპრილი 2019, 21:05

საქართველო

რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ ბორჯომში დეპუტატები, დიპლომატები და მესამე სექტორი მსჯელობენ

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. იქ იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები, მესამე სექტორი, დიპლომატიური კორპუსი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გოლანის მაღლობები

23 აპრილი 2019, 20:34

მსოფლიო

გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს ტრამპის საპატივცემულოდ მის სახელს დაარქმევენ

ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი ისრაელის მხრიდან ტრამპის მიმართ გამოხატული მადლობა იქნება იმის გამო, ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა. 25 მარტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

23 აპრილი 2019, 20:24

მსოფლიო

დუტერტე კანადას: გაიტანეთ ნაგავი ან მე ჩამოვიტან და დავყრი თქვენს ნაგავს

Reuters-ის ცნობით, დუტერტე ქვეყნიდან ნაგვის გატანას მომავალ კვირამდე ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგვს კანადაში თვითონ ჩაიტანს. "გაიტანონ ნაგავი ან მე წავიღებ მათს ნაგავს და კანადაში დავყრი", - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2019, 20:15

კულტურა

პრეზიდენტმა ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი, ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენით გახსნა. გამოფენაზე მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:08

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის

თბილისის რაიონულ სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:02

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი თანამშრომლობისთვის მზად არის.

23 აპრილი 2019, 19:59

ეკონომიკა

PMCG: თბილისში სასტუმროების ფასი 4,2 %-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა.საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები - 32.6%-ით.

„ბიბლიური თავისუფლება“

23 აპრილი 2019, 19:53

საქართველო

„ბიბლიურმა თავისუფლებამ“ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე „ანათემას გადასცა“

„გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელძღვანელი სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა.

23 აპრილი 2019, 19:33

მსოფლიო

ტრამპი ამბობს რომ Twitter-ი გამომწერებს აკლებს

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Twitter-ზე მისი გამომწერთა რიცხვი 100 მილიონზე მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა მან კონგრესს Twitter-ის რეგულირებისკენ მოუწოდა.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 19:32

საქართველო

უილსონი: გვჯერა, ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა რომ პანკისში უსაფრთხოება უზრუნველყოს

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს „სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში“. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას თქვა.

ნიშნობა

23 აპრილი 2019, 19:32

ტაბლოიდი

პატარძალმა ნიშნობის ბეჭდის დიზაინი დაიწუნა და საქმროს მისი გადადნობა მოსთხოვა

ბრიტანელმა პატარძალმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდის ფოტო, რომლის დიზაინიც არ მოეწონა. ეს არის ვერცხლის ბეჭედი, რომლის თავიც ძაღლის თათის ფორმისაა, თათში კი ბრილიანტია მოთავსებული.

23 აპრილი 2019, 19:25

ტექნოლოგიები

შექმნეს მაჯის საათი, რომელიც ადამიანებს ალერგიული შეტევისგან იხსნის

ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგიის მძიმე ფორმები აწუხებთ, ეპინეფრინის ნემსი მწვავე შეტევის ბლოკირების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. სპეციალისტები ამბობენ რომ წამალი და ნემსი ალერგიის მძიმე ფორმებით დაავადებულებს მუდამ თან უნდა ჰქონდეთ. ახლახანს ბრიტანელმა სტუდენტებმა გამოიგონეს მაჯის საათი EpiWear-ი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ავადმყოფს გადაარჩენს.

ნიკოლას ქეიჯი და ერიკა კოიკე

23 აპრილი 2019, 19:15

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯის ყოფილი მეუღლე ოთხდღიანი ქორწინების გამო კომპენსაციას ითხოვს

ვიზაჟისტი ერიკა კოიკე მსახიობ ნიკოლას ქეიჯისგან ქორწინებიდან 4 დღის შემდეგ განქორწინების სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ერიკას განცხადებით, მსახიობთან ქორწინებამ მის კარიერაზე ცუდად იმოქმედა, მათი ურთიერთობების გარშემო აგორებული სკანდალი მის რეპუტაციაზე ცუდად აისახა.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 19:10

საქართველო

უილსონი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ამერიკულ ხომალდს ორი რუსული ხომალდი აედევნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდს „როსს“ ორი რუსული სამხედრო ხომალდი აედევნა. ამ თემაზე ამერიკელ დიპლომატს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს პირველად ეწვია.