imedi /  15 თებერვალი 2019, 15:36 / სანდო წყარო

კვლევა: მოსახლეობის 51%, სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს

სასამართლო

გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“.კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარეს. 

2013 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

ამასთან, ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე: პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12).  

პირისპირ ჩატარდა, ასევე, ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სარგებლობდნენ სასამართლოთი და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი). 

კვლევის შედეგებმა აჩვენა შემდეგი:

•  საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია;

•  სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს;

•  პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით,  სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%);

•  საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;

•  სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ, ასევე, პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით,   ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში.

რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებებია:

Ø  რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

Ø  მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

Ø  მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (ძვირი რიგითი მოქალაქეებისათვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%);

Ø  დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%;

Ø  რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა;

Ø  რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას;

Ø  რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან;

Ø  ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%);

Ø  სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას;

Ø  სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე;

Ø  სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;

Ø  სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში;

Ø  რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;

Ø  რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 09:06

საზოგადოება

იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება

26 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.

26 აგვისტო 2026, 09:00

საზოგადოება

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მარკო რუბიო

26 აგვისტო 2026, 02:39

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

26 აგვისტო 2026, 00:47

სპორტი

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ჯონ რეტკლიფი

25 აგვისტო 2026, 23:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

25 აგვისტო 2026, 22:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დოლი პარტონი

25 აგვისტო 2026, 22:49

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.

მიხაილო ფედოროვი

25 აგვისტო 2026, 21:51

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.

დავით ქართველიშვილი

25 აგვისტო 2026, 21:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.

თორნიკე ფაღავა

25 აგვისტო 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში

თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.

25 აგვისტო 2026, 21:38

მსოფლიო

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

რუმინეთს 770 მილიონ ევრომდე დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან რეფორმების განხორციელების ვადა იწურება - მათ შორის ისეთ სადავო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ლიბერალ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს თანამდებობა დაატოვებინოს. ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები აღნიშნული სახსრების დაბლოკვას ითხოვენ, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 21:17

საზოგადოება

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმე კახიძემ მერს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ პარკი გაიხსნა და მერმა ცერემონიაზე მაქსიმეც დაპატიჟა.

ოთარ ანგურიძე

25 აგვისტო 2026, 21:11

პოლიტიკა

ოთარ ანგურიძე „ფონდი ქართუს“ მიერ სესხების გამოსყიდვაზე: ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას

ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია, პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 20:53

საზოგადოება

რა ელის ნაგებობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწავლობდა. სნოს ისტორიულ სკოლას სპეციალისტები ამოწმებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყაზბეგში მდებარე საუკუნოვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დამატებით ექსპერტიზას ატარებენ, რათა შენობის უსაფრთხოება და ისტორიული იერსახის დაცვა უზრუნველყონ.

25 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და დაზიანებული ხეების ჩანაცვლება - რა გამოიკვეთა სამუშაოს პროცესში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოს დროს, დაზიანებული ხეები აღმოაჩინეს. ერთის მოჭრაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მეორე შემთხვევას სწავლობენ.

25 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ათასობით ახალი სტუდენტი და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი შედეგები - ეროვნული გამოცდების დასკვნითი შედეგები ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში ეროვნული საგამოცდო პროცესი დასრულდა. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა ახალი ნაკადი გადანაწილდა.

25 აგვისტო 2026, 20:42

მსოფლიო

Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს

საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ნარკოდანაშაულის ფაქტები და 26 დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დღეების საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტი რეჟიმით განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 33 კილოგრამამდე, ექვსი მილიონი ლარის ღირებულების ე.წ ჰაშიში.

25 აგვისტო 2026, 20:33

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. მუშაობის შედეგი კი სახეზეა. შემცირებულია სიძულვილის ენის გამოყენება. დღეს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სასამართლო პროცესები გაიმართა.