imedi /  17 თებერვალი 2019, 23:30 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ დიასპორას საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

"არ მაინტერესებს ამ დარბაზში ვინ ამირჩია და ვინ არა, გინდათ თუ არ გინდათ დღეს თქვენი პრეზიდენტი ვარ. ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებელი არა მხოლოდ მათ წინაშე ვინც ამირჩია, არამედ ყველას წინაშე", - უთხრა მან ქართველ ემიგრანტებს.

მან ემიგრანტებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთში მისი ძმა როგორც ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ისე მიიღებდა.

"ალბათ არასოდეს დამესიზმრებოდა, რომ ერთ დღეს მე აქ ვიდგებოდი და ჩემი ძმა მიმიღებდა როგორც სათვისტომოს პრეზიდენტი და მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრება არის ძალიან უცნაური და ძალიან არაჩვეულებრივი. ჩემი მშობლებიც მახსენდება დღეს, რადგან დღეს ლევილში მათ საფლავზე ვიყავი და მათთვის ეს იქნებოდა ალბათ ყველა სურვილის ახდენა, ოცნებების, რომლისაც სჯეროდათ, სწამდათ. ეს არის უცხოეთში ყოფნა - როცა შენ გწამს... საქართველო იქნება ისეთი, როგორც ყველა ოცნებობდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მომხრეა, რომ დიასპორას საქართველოს პარლამენტში ერთ ან ორი წარმომადგენელი ჰყავდეს.

"მე მაგალითად ვარ მომხრე, ეს ვთქვი ქვეყნის შიგნით და ამაზე ჩემი საპარლამენტო მდივანიც მუშაობს, რომ მოვნახოთ ფორმა, რითიც შეიძლება დიასპორას ჰყავდეს ერთი ან ორი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ეს არის გავრცელებული პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ბევრი და რაოდენობრივად ძლიერი დიასპორები ჰყავთ. იტალია, საბერძნეთი, ამერიკა, საფრანგეთი, მათ ჰყავთ დიასპორის მიერ არჩეული წარმომადგენლები პარლამენტში. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ეს წარმომადგენლები, ეს პარლამენტარები იყვნენ თქვენი წარმომადგენლები. იმიტომ არავინ ქვეყნის შიგნით არ იცის და ვერ გაიგებს ისე კარგად, რა არის დიასპორის ინტერესები, თუ არა ადამიანი, რომელიც მოდის თქვენი რიგებიდან და არის მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის შერჩეული. იმედი მაქვს, ამ საკითხზეც მოვახერხებთ იმას, რომ დავარწმუნო პარლამენტიდან ყოფილი კოლეგები ამის აუცილებლობაში.თქვენც უნდა იაქტიუროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ის ახალგაზრდების პრობლემებით დაინტერესდა.

მანამდე პრეზიდენტი ნოე ჟორდანიას საფლავი გვირგვინით შეამკო. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო.

ყველა სიახლე

ელექტრონული კრიალოსანი

20 ოქტომბერი 2019, 09:53

ტექნოლოგიები

ვატიკანში შექმნილი ელექტრონული კრიალოსანი ჰაკერმა 15 წუთში „გატეხა“

კრიალოსანის „გასატეხად“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. კრიალოსანზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით ჰაკერი მისი მფლობელის ანგარიშს დაეპატრონა და მოწყობილობის მიერ შეგროვებული ინფორმაცია - მომხმარებლის დაბადების თარიღი, სქესი, სიმაღლე, წონა და გადაადგილების მარშრუტები გადაიწერა.

საქართველო დიდი ბრიტანეთი

20 ოქტომბერი 2019, 09:42

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 ოქტომბერი 2019, 09:23

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Snoop Dogg

20 ოქტომბერი 2019, 08:59

ტაბლოიდი

Snoop Dogg-მა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა

ამის შესახებ მან ჰოვარდ სტერნის რადიოშოუს ეთერში განაცხადა. მუსიკოსი მოსაწევის შემკეთებელს წელიწადში 40-50 ათას დოლარს უხდის, „ბონუსად“ კი ხელშეკრულებაში მარიხუანაზე შეუზღუდავი წვდომა არის მითითებული. ამის სანაცვლოდ მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურსა და კონცერტზე დაჰყვება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

20 ოქტომბერი 2019, 08:45

სპორტი

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს. კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იტალიაში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

პრინსი

20 ოქტომბერი 2019, 08:37

კულტურა

პრინსის სიმღერის აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა

ამერიკელი მომღერლის პრინსის მეორე ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის I Feel For You აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სიმღერის აკუსტიკური დემოვერსია რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ტრამპი გოლფის კურორტი

20 ოქტომბერი 2019, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა G7-ის სამიტის თავის გოლფის კურორტზე ჩატარება გადაიფიქრა

„ამას ვაკეთებდი ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე. სამიტის ჩატარება აშშ-ს 0 დოლარი დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები შეიშალნენ!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე.

მატარებელი ცეცხლი

20 ოქტომბერი 2019, 08:16

სპორტი

გერმანიაში „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.

ირანი

20 ოქტომბერი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ირანში მუსიკალურმა ვებგვერდმა ალბომების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა

ირანულმა მუსიკალურმა ვებგვერდმა Melovaz-მა ალბომებისა და სინგლების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა. როგორც უცხოურ გამოცემას Boredpanda-ს, გვერდის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა აერიდებინათ.

რიზ უიზერსპუნი ჯენიფერ ენისტონი

20 ოქტომბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა „მეგობრების“ ცნობილი სცენა გაიმეორეს

ეს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მოხდა, როცა მსახიობები თავიანთ ახალ სერიალ „დილის შოუზე“ საუბრობდნენ. ვიდეო უიზერსპუნმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნისტონი და უიზერსპუნი „მეგობრებში“ დებს - რეიჩელ და ჯილ გრინებს თამაშობდნენ.

დემონსტრაცია ლონდონში

19 ოქტომბერი 2019, 23:55

მსოფლიო

ლონდონში ათობით ათასმა ადამიანმა Brexit-ი გააპროტესტა

აქციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. დემონსტრანტები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტის საგანგებო სხდომას, რომელზეც Brexit-ის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის მონაწილეები ამ ცვლილებას სიხარულით შეხვდნენ.

ვალიადოლიდი

19 ოქტომბერი 2019, 23:40

კულტურა

ვალიადოლიდის ფესტივალზე ქართული ფილმების რეტროსპექტივას „მანდარინები“ გახსნის

ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის.

19 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან,მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია imedinews-s შსს-ში დაუდასტურეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია დგილობრივი მწყემსი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დახოცილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ერდოღანი ქურთებს სამხედრო ოპერაციის განახლებით ემუქრება

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, თუ ქურთები განსაზღვრულ ვადაში „უსაფრთხო ზონიდან“ არ გავლენ, თურქეთი მათ წინააღმდეგ ოპერაციას განაახლებს. მანამდე თურქეთმა და ქურთულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

წყალბურთში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურშიც დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თბილისის „დინამო“ ზაგრების „მლადოსტს“ შეხვდა და 11:20 დამარცხდა. მატჩი ხორვატიაში გაიმართა. წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიდინარეობს, სადაც პირველ მატჩშიც დამარცხდა

ძილი დედა-შვილი

19 ოქტომბერი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ჩაძინებისას მშობელთან ჩახუტება ბავშვისთვის სასარგებლოა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა ბავშვებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალში მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა აქვს.

მეგან მარკლი

19 ოქტომბერი 2019, 22:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი: მე არ ვგრძნობ თავს კარგად

სამხრეთ აფრიკის სამეფო ტურში, მეგან მარკლთან Itv-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დოკუმენტური გადაცემის ნაწილი იქნება. პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, ეს მეგანისთვის პირველი ინტერვიუა.ჰერცოგინია საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა.

Qantas თვითმფრინავი

19 ოქტომბერი 2019, 21:40

ტექნოლოგიები

ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტზე პირველი სატესტო ფრენა დაიწყო

თვითმფრინავს 50 მგზავრი გადაჰყავს. უმეტესობა კომპანიის თანამშრომელია. ფრენის მანძილზე მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან. თვითმფრინავი სიდნეიში 19,5 საათში დაჯდება. წლის ბოლომდე ავიაკომპანია კიდევ 2 სატესტო ფრენას ჩაატარებს.

ბაქო პოლიცია

19 ოქტომბერი 2019, 21:19

მსოფლიო

სამართალდამცველებმა ბაქოში 60 დემონსტრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 42 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერი ალი კერიმლიც არის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, ოპოზიციამ კი აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა.

ბადრი პატარკაციშვილი

19 ოქტომბერი 2019, 20:45

კულტურა

ხელოვნების მუზეუმში ბადრი პატარკაციშვილისადმი მიძღვნილი ინსტალაცია გაიხსნა

19 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლიკა პატარკაციშვილის ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც შვილმა მამას - ბადრი პატარკაციშვილს მიუძღვნა. გამოფენა ვიზუალურად ავტორის ემოციებს ირეკლავს და ყვება ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო თვეების ისტორიას,