imedi /  03 მარტი 2019, 22:12 / სანდო წყარო

ფოთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტის შემდეგ 5 საქმე პროკურატურაში გაიგზავნა

ფოთი

ფოთი

ფოთში 3 კორპუსის ევროპულ სტილში რეკონსტრუქციის პროექტში მუნიციპალიტეტმა მილიონ ოთხასი ათასამდე დახარჯა. შენობის ფასადი ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, რომ არა დეტალები, რომელიც მას ნელ-ნელა ძვრება. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

კორპუსების უხარისხო რეაბილიტაცია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოების თავდაპირველ შემსრულებელთან, ვადების დარღვევის გამო ფოთის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა. მერიამ კომპანიას სანქციაც - 469 700 ლარი დააკისრა, თუმცა ამ თანხის ამოღება ვერ მოხერხდა. პროცედურების დაწყების მომენტში თანხის გარანტორი კომპანია უკვე ლიკვიდირებული იყო.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის ყოფილი მერი, რომლის მუშაობის პერიოდსაც აუდიტის დასკვნა ემთხვევა დადებითად აფასებს იმას, რომ პირველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი ახალი კომპანია მოიძია, რომელსაც სამუშაოები დაასრულებინა. 

ახალი კომპანიაც თავდაპირველი შემსრულებლის კვალს გაჰყვა და სამუშაოები მანაც უხარისხოდ შეასრულა. აუდიტის დასკვნაში ისიც წერია, რომ ფოთის მერიამ ორივე: ძველი და ახალი შემსრულებისგან სამუშაოები ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი არ შეუმოწმებია.   

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ფოთის  მერიამ ობიექტი შემოწმების გარეშე ჩაიბარა. ასე მოხდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური, მალთაყვას პროექტის შემთხვევაშიც, რომელზეც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად, ბულვარის გარკვეული მონაკვეთი დაუსრულებელია. ასევე არავინ დაიცვა პირუტყვისგან ხე-მცენარეები, რომელთა ყიდვაზეც 90 ათას ლარამდე დაიხარჯა.

იმის მიუხედავად, რომ შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდა, მუნიციპალიტეტი კომპანიას პროექტის დასრულებისთვის ვადას პერიოდულად მაინც უხანგრძლივებდა. ბოლოს კომპანიის დაჯარიმება მოუხდა, თუმცა შეღავათი ამ შემთხვევაშიც გააკეთა.

კერძოდ, ფოთის მერიამ  ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა, ჯარიმის პროცენტი შეამცირა და 120 000 ლარის ნაცვლად კომპანია 13 700 ლარით დააჯარიმა.  

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ხელშეკრულების შეცვლით კანონი დაირღვა. ამიტომ მალთაყვის საქმე, ფოთის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ  სხვა დარღვევებთან ერთად, უკვე პროკურატურაშია.  

პროკურატურაში გაიგზავნა კიდევ ერთი საქმე, რომელიც კიდევ ერთ 480 000-ლარიან ტენდერს ეხება. აუდიტორის დასკვნით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 100 ათასი ლარი იზარალა.  გარდა ამისა, ამას გარდა მერიამ გამარტივებული წესით 6 შესყიდვაში 816 ათასი ლარი ისე გადარიცხა, რომ კომპანიებისგან ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია. აუდიტს ეჭვი აქვს, რომ მერიას თანხები ზედმეტად აქვს ანაზღაურებული.  

კიდევ ერთი საქმე, რომლის ტენდერის საერთო ღირებულება მილიონ ნახევარი ( 1 503 600) ლარია. ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ფული არავის "შეუჭამია", თუმცა მეორის მხრივ ადასტურებს, რომ მოპირკეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი ხარისხი არ შეუმოწმებია.  

ადგილობრივ მცხოვრებლებს კი აქვთ ინფორმაცია, ოღონდ დაუდასტურებელი, რომ ირაკლი კაკულია ჯერ ფოთის მერობის და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში გამდიდრდა. ამის მაგალითად ფოთელებს ის მშენებარე სამედიცინო ცენტრი მოჰყავთ, რომლის დამკვეთიც მისი ძმა ვახტანგ კაკულიაა. თავად ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე "იმედის კვირასთან" ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნამ მას ბევრი ვერაფერი შესძინა. 

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

11 სექტემბერი 2026, 12:12

მსოფლიო

ვენსმა მექსიკის დროშით აქციის მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.

ნაიჯელ ფარაჯი

11 სექტემბერი 2026, 11:48

მსოფლიო

პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება

ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.

11 სექტემბერი 2026, 11:43

საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 11:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში

ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

11 სექტემბერი 2026, 11:33

საზოგადოება

სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ

სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.

ლაშა ხუციშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:30

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 11:29

ეკონომიკა

ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

11 სექტემბერი 2026, 11:25

მსოფლიო

პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას

ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები

„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 11:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი

თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:11

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით

სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

გურამ მაჭარაშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა და ჯერჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს

ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც სურდა და ჯერ-ჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს,- განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

დავით ქართველიშვილი

11 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

11 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.

11 სექტემბერი 2026, 11:08

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან - ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი - სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 11:03

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

11 სექტემბერი 2026, 11:00

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 10:53

სამართალი

პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.