imedi /  05 მარტი 2019, 17:33 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა განმარტა რას გულისხმობს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკა

ევროკავშირი

დავით ზალკალიანი

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომა მიმდინარეობს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის ხვდება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 

სწორედ მოგერინი თავმჯდომარეობს დღევანდელ სხდომას, სადაც ქართული მხარე ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკას წარადგენს. 

ბრიუსელში პრემიერთან ერთად ქართული დელეგაციაც არის წასული. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკაზე ინტენსიურად მუშაობდა და პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება, ასევე არასამთავრობო სექტორი, პარლამენტი.

"ჩვენ ამ საგზაო რუკის პრეზენტაცია გვექნება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს აქვს მეტი ამბიციური გეგმა, თუ როგორ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია. ეს არ არის ჩემი სიტყვები და ჩემი შეფასება. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. საგზაო რუკაში გაერთიანებულია ისეთი მთავარი საკითხები, როგორიცაა სექტორული კოოპერაცია, მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროგრამებში და სააგენტოებში. ჩვენ ვისაუბრებთ ფიზიკურ ინტეგრაციაზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ახალ ფორმატებზე, რომლებიც გვაქვს და უპრეცედენტოა. ვისაუბრებთ მოლოდინებზე. აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. ველოდებით ბათუმის კონფერენციას, რომელიც ამ თარიღს მიეძღვნება და ვისაუბრებთ ევროპელ პარტნიორებს. ძალიან ბევრი სტუმარი გვეყოლება. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა ფორმატს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ არსებობს. 

"ეს არ ნიშნავს,რომ ჩვენ არ ვიყოთ ყურადღებით. ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპული დედაქალაქებიდან. ყველა უწყება მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პარტნიორებთან. ყველა ორმხრივი ვიზიტი გამოიყენება იმისათვის, რომ ერთობლივად ვისაუბროთ და შევადგინოთ სამოქმედო გეგმა. მე ბოლო სამთავრობო კომისიაზე წარვადგინე ის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრევენციულ ნაბიჯებს გულისხმობს. გავააქტიურებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან .ჩვენ მივიღებთ ყველა ღონისძიებას და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც არ დაუშვებს შესაძლებლობას, რომ საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენონ", - დასძინა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

ლუ ვეია

26 მარტი 2019, 22:20

მსოფლიო

ჩინეთში მთავარი ინტერნეტ ცენზორი კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს

ჩინეთში, ქრთამის აღების ბრალდებით მთავარი ინტერნეტ ცენზორი გაასამართლეს. ქალაქ ნინბოს სასამართლომ 59 წლის ლუ ვეიას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კანცელარიის ინტერნეტ -ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ის 3 მილიონი იუანით(447 ათასი დოლარი) დააჯარიმეს.

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს სტრასბურგში საქართველოს შესახებ მორიგ დოკუმენტს მიიღებენ

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.