imedi /  08 მარტი 2019, 09:54 / სანდო წყარო

„ფრესკოს“ დამფუძნებელი პოლიტიკოსებს: ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს

ვასილ სოფრომაძე

ვასილ სოფრომაძე

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა. სოფრომაძემ მიმართვის დასაწყისში ბიზნესმენების მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ განცხადება წაიკითხა. მისი თქმით, არამხოლოდ „გირჩს“, არამედ ზოგადად პოლიტიკოსებს მიმართავს.

„მე არ ვარ არც ერთი ასოციაციის, ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასოდეს ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში, ან ყოფილთან, ან ახლანდელთან. მე, ვასილ სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული. მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი. და მერე რა? და მერე რა, რომ მე ერთი წელია, ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი. მან დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა წაგვიყენეს. მერე რა, რომ ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე? მერე რა, რომ პროკურატურაში საჩივარი შევიტანე? მერე რა, რომ ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე? მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ. რამე შეიცვალა? რამე მოხდა? რას გვეუბნებით ჩვენ? თქვენ მოგმართავთ, პოლიტიკოსებს. ჩვენი გადასახადებიდან, ჩვენი თანხებიდან დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას. დადიხართ ჩვენს ბანკებში და იღებთ მომსახურებას. ჩვენ გვეუბნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ქვეყანა აქამდე. თქვენ ბატონებო, ყველა თქვენგანმა, გინდ ოპოზიციამ და გინდ არაოპოზიციამ. ერთმანეთში კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

მისივე თქმით, თუ რაიმე დარღვევა არსებობს, უნდა მოხდეს გამოძიება, ბრალის დამტკიცება და შემდეგ დასჯა.

„რა გავაკეთოთ ჩვენ? მე, ვასილ სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? ამის გამო, რომ მე ამას ვამბობ, თქვენ გგონიათ, მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორ ფიქრობთ, ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველდღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს და ჩვენ, რომ ცხვრები ვართ, თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ?“, – აღნიშნავს ვასილ სოფრომაძე.

ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში გამორჩეული ბინესმენები და ბიზნესები არ უნდა იყვნენ, თუმცა სოფრომაძის თქმით, მისი კონკურენტი კომპანია დღემდე არ იხდის დღგ-ს. ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ“.

„თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების, ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. გინდათ, დაგიდოთ ეს ყველაფერი?“, - აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

მისივე თქმით, არ სურდა ემოციური გამოსვლა, თუმცა, პოლიტიკოსები სხვა გზას არ უტოვებენ.

„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით, ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ვასილ სოფრომაძე.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:29

პოლიტიკა

პრემიერი ნამახვანჰესზე: იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები

ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება, „ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია

ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები“ არ არსებობდნენ, შემდეგ მოიგონეს და იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია

ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

17 სექტემბერი 2026, 12:20

საზოგადოება

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ნათია კუკულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანსა და UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს შეხვდნენ.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე

ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე: ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გრიგოლ ლილუაშვილის სასჯელთან დაკავშირებით.

17 სექტემბერი 2026, 12:19

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს (20:00), 28 სექტემბერს კი უკრაინას (20:00). 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება (22:45), 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება (22:45).

თამთა მეგრელიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში

„ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ. ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად მინიმუმ 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:15

ეკონომიკა

პრემიერი: სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა, ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა - არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით

ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:14

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო კიდევ უფრო ამყარებს საკუთარ პოზიციას, როგორც კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების საიმედო მარშრუტი

ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ენერგიის მწარმოებელი, გამტარი და დამაკავშირებელი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას ერთ ენერგეტიკულ სივრცეში აკავშირებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 სექტემბერი 2026, 12:12

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:08

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ვაბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩიხში იყო მოქცეული

„მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 სექტემბერი 2026, 12:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა

2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ პარტიის დამატებაც

„ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა.

17 სექტემბერი 2026, 12:02

საზოგადოება

საქპატენტის ორგანიზებით სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორები პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის კანდიდატებისათვის უფასო სასწავლო კურსს ჩაატარებენ

2026 წლის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საქპატენტი შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მხარდაჭერით ხორციელდება. კურსს სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან.

17 სექტემბერი 2026, 12:02

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ ჩინეთში სასწავლო პროგრამით მყოფი ქართველი მსმენელები მოინახულა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ის ქართველი მსმენელები, რომლებიც ჩინეთის მხარის მიწვევით ამ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტში გადიან სასწავლო კურსს.