imedi /  08 მარტი 2019, 13:08 / სანდო წყარო

2019 წლის ბიუჯეტში განათლების სექტორზე 1,6 მილიარდი ლარი გამოიყოფა

ბავშვები

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება.

"სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ორიენტირიც, რომ იდეის რეალიზაციის შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი - მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ინიციატივით, 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი გამოიყოფა, 2020 წელს - 2 მილიარდი, 2021 წელს -  2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს.

"2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარსაც კი არ აღწევდა. 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, არსებული თუ ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ დღევანდელი პარამეტრებით, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. ჩვენი შეხედულებით, სწორედ განათლება არის გზა თავისუფლებისკენ - თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ ყველა იმ გამოწვევის გადალახვისკენ, რომელიც დგას ჩვენი ერის წინაშე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეფორმა განათლების ყველა საფეხურს შეეხება - სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

ახალი კონცეფციის მიხედვით განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ყველა რეგიონში აშენდება ახალი და მოხდება არსებული სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასშტაბური რეაბილიტაცია.

პრემიერმინისტრმა გუშინ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. 

ყველა სიახლე

ტოჩინოშინი

20 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. აკი ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი რიუდენს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

ალეკ და ჰილარია ბოლდუინები

20 სექტემბერი 2019, 13:01

ტაბლოიდი

ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება

მსახიობი ალეკ ბოლდუინი მამა მეექვსედ გახდება. ამის შესახებ მისი მეუღლე ჰილარია Instagram-ზე წერს.„როდესაც ამდენი ბავშვები გყავს, ფეხმძიმობის 6 წუთი ისე გამოიყურება, როგორც 6 თვე,“- წერს ჰილარია ბოლდუინი. ალეკი და ჰილარია 4 საერთო შვილს ზრდიან.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

გახარია: თუ საჭირო გახდა, ვიქნები პირველი პრემიერი, რომელიც პროკურატურაში ჩვენებას მისცემს

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისევე, როგორც პრემიერმინისტრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. გახარიამ ჟურნალისტების შეკითვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი

20 სექტემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერთან საუბრისას კოლეგას იმდენად შემაშფოთებელი პირობა მისცა, რომ დაზვერვის თანამშრომელმა პრეზიდენტის წინააღმდეგ უწყებაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

20 სექტემბერი 2019, 12:48

საქართველო

ცნობილია, როგორ გაიცემა გრანტი 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მომავალი წლიდან გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.

ირაკლი ლექვინაძე

20 სექტემბერი 2019, 12:25

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი ასახელებს 5 პრობლემას, რომელიც საქართველოში ბიზნესს აწუხებს

ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ბიზნესდავების განხილვის დრო და სასამართლოების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება, გარდა ამისა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბიუროკრატია შუა რგოლებში, რეგულაციები, პოლიტიკური რისკები და ლარის კურსი.

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

20 სექტემბერი 2019, 12:11

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მიმავალი შამანი ფსიქიატრიულში მოათავსეს

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა, იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს. 19 სექტემბერს გაბიშევი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს.

გოგა ჩხეიძე

20 სექტემბერი 2019, 12:00

სპორტი

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ტაილანდში მიმდინარე მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან „ბე“ ჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

იუსტიციის სამინისტრო

20 სექტემბერი 2019, 11:52

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო მე-11არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს

ამის შესახებ თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული დაწესებულება წარმატებულია, მაგრამ სისტემა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს.

20 სექტემბერი 2019, 11:43

საქართველო

„სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის შესასვლელთან ოკუპაციას აპროტესტებენ

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ. აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე ბორდერიზაციის ამსახველი ფოტოები აქვთ მიტანილი.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი

20 სექტემბერი 2019, 11:38

საქართველო

წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობა შეაჯამა

წულუკიანის თქმით, ესკორტის თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა, ზოგ პოზიციაზე კი გაორმაგდა. შემცირდა ესკორტის თანამშრომლების დეფიციტი. თუ შარშან ნაკლებობა 270 პოზიციაზე იყო, ახლა არის 108. ეს ვაკანსიები ღია კონკურსის წესით შეივსება. წულუკიანმა ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

რუსთავი 2

20 სექტემბერი 2019, 10:58

საქართველო

„რუსთავი 2“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აღნიშნავს, ორშაბათს "კურიერის" გარდა დილის გადაცემაც გავა.

Apple აიფონი

20 სექტემბერი 2019, 10:47

ტექნოლოგიები

Apple-მა iOS 13-ის ახალი ვერსია გამოუშვა

ახალ ვერსიაში ბნელი რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ყველა აპლიკაციას ინტერფეისს უცვლის. კომპანიამ ასევე სტანდარტული აპლიკაციებიც განაახლა და გააუმჯობესა. ამასთან, ამოქმედდა გამოწერა თამაშების სერვის Arcade-ზე, რომელშიც Apple-ის მიერ შერჩეული 100-ზე მეტი თამაშია წარმოდგენილი.

კანიე უესტი Forbes

20 სექტემბერი 2019, 10:20

კულტურა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერები დასახელდნენ

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს მან ფეხსაცმლის კოლექცია Yeezy შექმნა, რამაც $150 მილიონი დოლარი მოუტანა.

რაგბი

20 სექტემბერი 2019, 10:00

სპორტი

დღეს რაგბის მსოფლიო თასი იწყება

დღეს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნის ცერემონია 13:30 საათზეა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა კი 14:45 საათზე იაპონიასა და რუსეთს შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

20 სექტემბერი 2019, 09:46

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი რომში მეგობრის ქორწილს დაესწრებიან

სამეფო წყვილი რომში მეგან მარკლის მეგობრის, დიზაინერ მიშა ნონოს ქორწილს დაესწრებიან. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემები წყაროზე დაყრდნობით წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილმა იტალიაში გასამგზავრებლად კომერციული ფრენით ისარგებლა.

Huawei

20 სექტემბერი 2019, 09:17

ტექნოლოგიები

Huawei-ს ახალ სმარტფონებში სანქციების გამო Google-ის სერვისები აღარ არის

Huawei-მ გამოუშვა ახალი სმარტფონები, რომელშიც Google-ის აპლიკაციები არ იქნება. ჩინური კომპანიის სპიკერმა BBC- ს განუცხადა, რომ Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ახალი სმარტფონების მფლობელები Huawei- ს საკუთარი მაღაზიის საშუალებით ჩამოტვირთავენ, მისი სახელწოდება კი Huawei App Gallery იქნება.

თორნიკე მამალაძე

20 სექტემბერი 2019, 08:57

საქართველო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტთან კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. საპატრიარქოს შემდეგ თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:50

საქართველო

დღეს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:45

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში დღეს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს. ოპოზიცია უწყების მუშაობით უკმაყოფილოა. „ქართულ ოცნებაში“, ოკუპაციის თემაზე აკეთებენ აქცენტს და ძირითადი შეკითხვები მინისტრთან, სწორედ ამ საკითხს შეეხება.