პოლიტიკა
11 სექტემბერი 2026, 12:35
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ სერიოზულად უკვე ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის
ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ, მათი საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
11 სექტემბერი 2026, 12:22
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
11 სექტემბერი 2026, 11:58
ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 11:10
გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა და ჯერჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს
ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც სურდა და ჯერ-ჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს,- განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 08:41
ანა წითლიძე: მე შემიძლია გვარამია პოლიტიკურად ისე დავმარხო, რომ ვეღარასდროს ვერ წამოყოს თავი - გვარამიამ მითხრა: მერაბ კოსტავა ვარ, მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო
მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


