როგორ შეიძლება ბაგრატიონებს შორის სასამართლო დავის მოგვარება
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
საქართველოში ერების წარმოშობისა და მიგრაციის შესახებ გენეტიკურ კვლევას, ასევე ქართულ ისტორიულ გვარებს, მათ შორის ბაგრატიონების გვარს, ეთნოგენეტიკური ცენტრი ატარებს. ამის შესახებ ცენტრის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში თქვა.
გიორგი ანდრიაძის განმარტებით, ქართული დიდ გვარები სხვადასხვა გენეტიკური შტოსგან შედგებიან და ისინი ერთნი არ არიან, მაგალითად კაპანაძე, ჯაფარიძე, გელაშვილი და ა.შ. არა ერთი წინაპრის, არამედ შედგენილი გვარები არიან.
"ბაგრატიონების შემთხვევაშიც სხვადასხვა შტოა, მაგრამ ჩვენ გვარები როგორც ასეთი არ შეგვისწავლია, რადგან ამას კომპლექსური კვლევა სჭირდება, მათ შორის ნამარხთან შედარება. ანუ შედარებული უნდა იყოს ნამარხ ძვლებთან. ჩვენ ასეთი გვაქვს თეიმურაზ მეფის ნეშტი ასტრახანში, არსებობს ბაგრატიონების საძვალე თურქეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, სვეტიცხოველშიც არის, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ სვეტიცხოვლის ფილაქანს ვერ ავყრით", - თქვა გიორგი ანდრიაძემ.
მისი მოსაზრებით, ბაგრატიონებში დღეს არსებული დავა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ დნმ-ის თემას, მით უფრო მაშინ, როდესაც დღეს უკვე არსებობს საერთო შვილი (უფლისწული გიორგი ბაგრატიონი). ანდრიაძის მოსაზრებით ანა ბაგრატიონი რეგენტად უნდა ჩაითვალოს და საკითხი სხვა რაკურსში უნდა გადავიდეს:
"ბაგრატიონები არ ეკუთვნით მარტო თავიანთ თავს. ეს არის საქართველოს ისტორიის და ღირსების საქმე. ეს საქართველოს სამარკო ნიშანია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერიოს, არ შეიძლება რომ სამეფო ოჯახის სახელით ვინმე ამ ჯილდოს არიგებდეს", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისი მოსაზრებით, სახელმწიფოს მარტივად შეუძლია დაადგინოს ისედაც არსებული რეალობა:
"კერძოდ ის, რომ გიორგი მეფის და ერეკლეს შთამომავალი, რა თქმა უნდა, არ არის ბაგრატიონთა შტო. ესენი სათავადო გვარი არიან, რომელსაც დავითი წარმოადგენს. ზუსტად ასეთივე ბაგრატიონები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის დავითაშვილები. შესაბამისად, მარტივი რეალობაა რომ ნუგზარ ბაგრატიონი და მისი ქალიშვილი ანა ბაგრატიონი პირდაპირი ხაზია და საბედნიეროდ ეს ქორწინება მოხდა, სამწუხაროდ დაიშალა", - თქვა გიორგი ანდრიაძემ.
ანდრიაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბაგრატიონების გარკვეული ჯგუფი ცნოს სამეფო ოჯახად, რომლის ხელმძღვანელადაც შეიძლება ვაღიაროთ გიორგი ბაგრატიონი, რომელსაც გაზრდის ანა ბაგრატიონი და ეს დავა ამ კუთხით დასრულდეს.
"არ შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით ფურცლები რიგდებოდეს, მით უმეტეს დაარიგოს დავით მუხრან ბატონმა", - თქვა გიორგი ანდრიაძემ.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამი მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიურად განიხილავს. სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული აკადემიკოსების - როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია
რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარ რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:21
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.
14 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.
14 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა
ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
14 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
14 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.
14 ივნისი 2026, 14:21
სპორტი
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.
14 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
14 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ
„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 ივნისი 2026, 14:03
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 14:02
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
14 ივნისი 2026, 14:01
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა - ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.
14 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
14 ივნისი 2026, 13:23
საზოგადოება
სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.


