imedi /  01 მარტი 2020, 23:00 / სანდო წყარო

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ჰიგიენის წესებს ყველა ვიცავთ და ყველას ვთხოვთ, რომ ექიმებს დაუჯერონ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყველას სთხოვა, რომ ექიმებს დაუჯერონ.

„დიდი მარხვის წინა დღეს ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს. მისმა უწმინდესობამ სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა შენდობის წესი. ითხოვა შენდობა და პატიება. ხვალინდელ დღეს, 18:00 საათზე, უკვე შესრულდება სამების საკათედრო ტაძარში კრიტელის კანონი.

ასევე, სამშაბათს სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება ეს წესი. ხოლო ოთხშაბათს და ხუთშაბათს სიონში შესრულდება კრიტელის კანონი.

დღეს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით სამღვდელოებამ წყალი ასხურა ტაძრის ირგვლივ და მრევლს. საუკუნეების წინ წესი იყო ასეთი, როდესაც დიდი მარხვა დგებოდა წინა დღეს ბერები ერთმანეთს შენდობას და პატიებას სთხოვდნენ და შემდგომ უკვე უდაბნოში მიდიოდნენ, რომ მარხვა დაეცვათ და ამ წესიდან გამომდინარე დღევანდელ დღემდე უკვე საუკუნეებია, ეს ტრადიცია გრძელდება.

მისმა უწმინდესობამ ქადაგების დროს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ექიმს, ვინც ძალას არ იშურებს ადამიანების დასახმარებლად და ჩვენც, სამღვდელოება წესს ვემორჩილებით, რასაც გვთხოვენ, ჰიგიენის წესებს ყველა ვიცავთ და ყველას ვთხოვთ, რომ ექიმებს დაუჯერონ.

ატყდა აჟიოტაჟი ზიარებასთან დაკავშირებით. არანაირი საშიშროება არ არსებობს. საშიშროება კი არა დიდი მადლია ყველა ადამიანისთვის ზიარება და ნურასდროს შეეშინდებათ, ღმერთი ჩვენთან არის. ეს არის უფლის სისხლი და ხორცი და თავისთავად საკურნებელია სულისა და ხორცისა და არა რაღაც ეპიდემიების გადამდები“, - განუცხადა „ქრონიკას“ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 19 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„დღეს ორ ეტაპად აიღეს 14 პაციენტზე სისხლი. მათგან ყველას უარყოფითი აქვს, ანუ კორონავირუსი არ აღმოჩნდა. ამჟამად არის 19 პაციენტი. ისევ ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ენდელაძემ.

ასევე ცნობილია, რომ კლინიკაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რჩებიან. მათი ნაწილი ირანიდანაა ჩამოსული, ნაწილი კი იტალიიდან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 23:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბას არაღჩი

21 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს

ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

ვიქტორ ორბანი

21 აპრილი 2026, 23:14

მსოფლიო

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.

21 აპრილი 2026, 23:06

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.

21 აპრილი 2026, 23:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 22:56

მსოფლიო

მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც თეირანმა ამერიკულ პოზიციებს არ უპასუხა - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც დეტალებს უშუალოდ ფლობს.

21 აპრილი 2026, 22:50

მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის

აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის, რომლებიც ირანთან ომში საკვანძო როლს ასრულებენ.

21 აპრილი 2026, 22:44

რეგიონი

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ირაკლი ზარქუა

21 აპრილი 2026, 22:38

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს

ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

თომას ფაზი

21 აპრილი 2026, 22:20

მსოფლიო

თომას ფაზი: მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს

„ახლა დამარცხებისა და მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მომაკვდინებელია. ამას ემატება მასიური ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ამ ომებმა გამოიწვია. შედეგად გვაქვს მზარდი ფასები, საწარმოების დახურვა, მილიონობით ადამიანების გაღარიბება. ასევე ეს ომი ზოგადად, და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ამართლებს იმ ანტიდემოკრატიულ ღონისძიებებს, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. ე.წ. რუსული საფრთხობელა პოლიტიკურად მეტად მომგებიანია ახლა ევროპისთვის“.

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება აისახება პარტიის ეფექტიანობაზე

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, - ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.