Imedi.ge /  03 მარტი 2020, 11:27 / სანდო წყარო

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 16 პაციენტი იმყოფება

დავით ბარლიანი

დავით ბარლიანი

აქედან 3 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დანარჩენები სამოქალაქო პირები არიან. მათგან 4 ირანის მოქალაქეა. მათ გუშინ დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ დღეს კი მდგომარეობა სტაბილურია.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს დღეს ელოდებიან. „დაკვირვების ქვეშ იმყოფება 16 პაციენტი. შემოყვანისას 2 პაციენტს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურული რეაქცია, თუმცა დღეს არც ერთს ტემპერატურა არ აქვს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ირანის მოქალაქეების ანალიზები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და ველოდებით შედეგებს“ , - განაცხადა დავით ბარლიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 11:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

03 დეკემბერი 2020, 11:36

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 274 შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 73 წლის კოვიდინფიცირებული კაცი, რუხის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

03 დეკემბერი 2020, 11:32

საზოგადოება

Microsoft: საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს

Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში. Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.

03 დეკემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში - სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს დეტალური ინფორმაციის მიიღება სწორედ ComCom დაიჯესტით შეუძლიათ.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს

ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

პრემიერმა შს მინისტრს დაწესებული შეზღუდვების მკაცრი აღსრულება სთხოვა

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:24

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნატოს მინისტერიალში წარმატებული მონაწილეობისათვის დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული გეგმებითა და ნაბიჯებით დაუჭირეს მხარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან და გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

03 დეკემბერი 2020, 11:23

COVID19

კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი-16, ყვარელი-5, ლაგოდეხი-3, დედოფლისწყარო-4 და საგარეჯო-16.

03 დეკემბერი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა. „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ადამ კინზინგერი

03 დეკემბერი 2020, 11:18

მსოფლიო

ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: გუშინ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება, რათა ორთვიანი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ეფექტური

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:14

COVID19

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.

03 დეკემბერი 2020, 11:03

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

03 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიხუანა

03 დეკემბერი 2020, 10:58

მსოფლიო

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 10:49

COVID19

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის სახელობის ფონდში განაცხადეს.

ანჯელინა ფრიდმანი

03 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სიმპტომებიდან ქალს ცხელება აღენიშნებოდა.