რას ითვალისწინებს პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“
სებასტიან მოლინეუსი
ფოტო: მსოფლიო ბანკი
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.
„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განვითარებას. გვჯერა, რომ ინოვაციური, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლება აუცილებელია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის და შესაძლებელს გახდის იმ სხვაობის შემცირებას, რომელიც სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის არსებობს კადრების კვალიფიციურობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაქვემდებარება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
"საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელშესახებ და მდგრად შედეგებს მოიტანს განათლების სისტემისთვის", - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს.
პროექტი ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განახლებული აკადემიური პროგრამებისათვის გამოყოფილი 45-მდე გრანტის მეშვეობით, პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლებში განათლების რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებზე რეგიონებში: ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებმა საკმაოდ აქტიურად ჩაიარა. იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით, ასევე, ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გაიმართება.
19 ივნისი 2026, 14:14
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: უკრაინა არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევი არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს, არამედ ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს.
19 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
19 ივნისი 2026, 13:58
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
19 ივნისი 2026, 13:56
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.
19 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება
ევროპის ქვეყნების სამხედრო უწყებები და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ავითარებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და ცდილობენ ამ სფეროში დამოუკიდებელი, სუვერენული შესაძლებლობების შექმნას, თუმცა, უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად რჩება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 13:20
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას.
19 ივნისი 2026, 12:55
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილს: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები - მოეშვი ოცნებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე შეზღუდვა დააანონსა.
19 ივნისი 2026, 12:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლოდ, ია დარახველიძეს - 3 წელი.
19 ივნისი 2026, 12:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
19 ივნისი 2026, 12:34
მსოფლიო
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია - მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:31
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
19 ივნისი 2026, 12:24
მსოფლიო
Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა
ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა ერაყში ახალი ფარული დაჯგუფებები შექმნა, რომელთა მიზანიც სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული. ინფორმაციას Reuters-ი ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 355.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი - 327.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 269.3 მლნ. აშშ დოლარით.
19 ივნისი 2026, 11:58
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის პირველ კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 66.1 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 107.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
19 ივნისი 2026, 11:45
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით საიდუმლო წინადადებებზე მუშაობენ
აშშ და ირანი მიმდინარე კვირას ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მიზნით საიდუმლო წინადადებების შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე, ერთ რეგიონულ მაღალჩინოსანსა და აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.


