კელი დეგნანი: ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად
კელი დეგნანი
ფოტო: Facebook
მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს.
„ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც საქართველოში მქონდა, იყო მრგვალი მაგიდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, რადგან ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის - საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს, მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის მედია. მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, და ამას ნამდვილად ვაფასებ. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა - თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის.
ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს.
ასე რომ, ნამდვილად ჩართული ვარ ამაში, მსურს მეტად ჩავერთო, რაც დრო გავა და მეტი გავიგო. შემაშფოთებელია, როცა მესმის ზოგიერთ შემთხვევაზე, როცა, როგორც ჩანს, არის გარკვეული ზეწოლა მედიასაშუალებებზე. არ შემიძლია თქმა, რომ დეტალურად ვიცი საკითხი და ძალიან ვერ ჩავუღრმავდები. თუმცა, აშკარაა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული დღევანდელ მედიაგარემოში, სადაც არიან ბლოგერები, სოციალური მედია, დეზინფორმაცია და სიცრუე, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან რთულია. ჩვენ ვებრძვით ამას აშშ-ში და მთელ მსოფლიოში. ვცდილობთ მოვიფიქროთ როგორ მიიღოს საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა დეგნანმა.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
Reuters: დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
21 სექტემბერი 2026, 19:09
მსოფლიო
ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით
აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
21 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.
21 სექტემბერი 2026, 18:48
მსოფლიო
Euronews: ფრიდრიხ მერცი მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებთან მტკივნეული მარცხი განიცადა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებთან მტკივნეული მარცხი განიცადა - პარტია AfD-ში პროგნოზირებენ, რომ ის თანამდებობას უახლოეს თვეებში დატოვებს, - წერს Euronews-ი.
21 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართლდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 სექტემბერი 2026, 18:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
21 სექტემბერი 2026, 18:42
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 სექტემბერი 2026, 18:35
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი ნიკა გვარამიაზე: არ არის გამორიცხული, რომ ორმაგ აგენტურულ ქმედებას ახორციელებდეს. ნადირობს ისეთ ამომრჩევლებზე, რომელიც რადიკალურად არიან განწყობილები და რომლებსაც დიალოგი კი არ სურთ და ნორმალური ურთიერთობა აფხაზებთან, სურთ, ომით დაპყრობა და ცეცხლის გახსნა
მაქსიმალურად ვცდილობ, კორექტულად დავახასიათო, არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ორმაგ აგენტურულ ქმედებას ახორციელებდეს, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას.
21 სექტემბერი 2026, 18:32
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს
„ასევე, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
21 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან
აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
21 სექტემბერი 2026, 18:27
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი ჩიხში შევიდა საფრანგეთის მცდელობის გამო, სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი
ევროკავშირის წევრები ვერ თანხმდებიან, მოეხსნას თუ არა სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს, რომელიც იმ ასობით ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის სიაშია, რომელთაც ბრალი ედებათ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერაში, - წერს გამოცემა POLITICO.
21 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთი ადამიანები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.
21 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. სხვა გზა არ დარჩა, თუ არა ამ სისტემური დანაშაულების წყაროს დაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ განვითარდება
ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერების, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, იმ ტერიტორიების დაკარგვის კონსპირაციული ვითარების ჩათვლით, უნდა ყოფილიყვნენ დასჯილები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
21 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან
ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
21 სექტემბერი 2026, 18:03
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.
21 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან, მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია. იმსჯელებს სასამართლო და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს
იმსჯელებს სასამართლო, ვფიქრობთ რომ საფუძველი არსებობს ამ მსჯელობის არსებობს და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
21 სექტემბერი 2026, 17:51
ეკონომიკა
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.
21 სექტემბერი 2026, 17:43
რეგიონი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
21 სექტემბერი 2026, 17:39
მსოფლიო
იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, უკრაინა 2022 წელს პოლონეთის ომში ჩართვას ცდილობდა
„თავდაპირველად უკრაინელებს ჰქონდათ ჩემთვის გასაკვირი კონცეფცია, რომ ამ ომთან დაკავშირებით ჩვენ თავიანთ ხაფანგში მოგვაქცევენ, მათ შორის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე. სეიმში ზელენსკის სიტყვა ამ მიმართულებით მიდიოდა. პოლონეთი უბრალოდ ვერ ჩაერთვებოდა ამ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მებრძოლი ქვეყანაა“, - განაცხად კაჩინსკიმ.
21 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს
ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.


