imedi /  08 მარტი 2020, 13:56 / სანდო წყარო

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ექიმების დაკვირვების ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება

ლევან გოფოძე

ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება. წინა დღეებთან შედარებით პაციენტთა რაოდენობა შემცირებულია. მათგან მხოლოდ ერთს გუშინ ღამით სხეულის ტემპერატურა უმნიშვნელოდ ჰქონდა მომატებული, თუმცა დღეს ის თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გუშინ ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი გადაიყვანეს. მათ განმეორებით ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე და მათი პასუხი ამჯერადაც უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 50. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 08:00

საზოგადოება

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

დავით მათიკაშვილი

20 აპრილი 2025, 23:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ალექსანდრე დარახველიძე

20 აპრილი 2025, 22:52

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო

პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2025, 22:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას

როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48

საზოგადოება

„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან

კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში

ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23

პოლიტიკა

რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.

20 აპრილი 2025, 20:56

პოლიტიკა

კორუფციული რვაფეხა - საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ინფორმაცია სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გასულ კვირას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა.

გიორგი გახარია

20 აპრილი 2025, 20:42

პოლიტიკა

გახარიას „ერორი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გასულ კვირას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისული გიორგი გახარიას პასუხებით ღიად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ამნეზიით იგი თვით მოგერიების რეჟიმში გადავიდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

20 აპრილი 2025, 20:26

საზოგადოება

პატრიარქის სააღდგომო ქადაგების გზავნილები „იმედის კვირაში“

აღდგომის ღამეს მორწმუნეები პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს განსაკუთრებულად ელოდებიან - აინტერესებთ, რას იტყვის უწმინდესი.

20 აპრილი 2025, 20:15

საზოგადოება

სამი რელიგიის წმინდა ქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი იერუსალიმიდან

უკვე მეათე წელია, ვნების კვირაში გოლგოთის გზას ქართველ პილიგრიმებთან ერთად ვარლამ წიკლაური და გიორგი ძოწენიძე გადიან.

20 აპრილი 2025, 15:17

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. აღნიშნულ საკითხზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

20 აპრილი 2025, 14:09

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

20 აპრილი 2025, 13:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

20 აპრილი 2025, 12:57

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.

20 აპრილი 2025, 12:50

საზოგადოება

20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 12:43

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. ლიტურგიაზე ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

20 აპრილი 2025, 11:09

პოლიტიკა

დავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.

20 აპრილი 2025, 08:45

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.