Imedi /  09 მარტი 2020, 18:09 / სანდო წყარო

კორონავირუსთან „ბრძოლის“ 6 რჩევა, რომლებსაც არ უნდა ენდოთ

ნიორი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 110 ათასს გადააჭარბა, ვაქცინა კი ჯერჯერობით შექმნილი არაა. ამის ფონზე მსოფლიოში ახალი ტიპის ვირუსთან ბრძოლის როგორც უსარგებლო, ასევე სახიფათო მეთოდები განიხილება.

BBC-მ თავი მოუყარა ექვს ყველაზე გავრცელებულ უსარგებლო რჩევას და მათთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი იკითხა.

ნიორი

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება პოსტები იმის შესახებ, რომ ნივრის ჭამა კორონავირუსისგან პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჯანმო-ში კი განმარტავენ, რომ ნიორი „კარგი ანტიმიკრობული საშუალებაა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება იმისა, რომ ის ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავს“.

ქლორის დიოქსიდი

YouTube-ბლოგერი ჯორდან სათერი, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე ათასობით გამომწერი ჰყავს, ამტკიცებს, რომ ქლორის დიოქსიდის შემცველი ალტერნატიული სამკურნალო საშუალება, ე.წ. სასწაულმოქმედი მინერალების დანამატი (MMS, Miracle Mineral Supplement) კორონავირუსს ანადგურებს. 2019 წელს აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ MMS-ებით მკურნალობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. უწყების განცხადებით, არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც ამ პრეპარატის ეფექტურობას დაადასტურებდა.

თვითნაკეთი ანტიბაქტერიული გელი

მას შემდეგ, რაც აფთიაქებში ანტიბაქტერიული გელების დეფიციტი გაჩნდა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სახლის პირობებში ანტიბაქტერიული გელების დამზადების ინსტრუქციების გავრცელება დაიწყეს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი წესით დამზადებული ანტიბაქტერიული გელები სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლადაა კარგი, მაგრამ არაა რეკომენდებული ადამიანის კანისთვის. მათი თქმით, ანტიბაქტერიული გელი 60-70 პროცენტით ალკოჰოლისგან შედგება, სახლის პირობებში ამის მიღწევა კი შეუძლებელია.

კოლოიდური ვერცხლი (ვერცხლის წყალი)

კოლოიდური ვერცხლის მიღებისკენ ადამიანებს ამერიკელმა ტელეევანგელისტმა, ჯიმ ბეიკერმა მოუწოდა. კოლოიდური ვერცხლი შედგება ვერცხლის წვრილი ნაწილაკებისგან, რომელთა ზომაც 1 ნანომეტრი ან რამდენიმე მიკრომეტრია. ეს ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ თანაბრად ნაწილდება გამოხდილ ხსნარში. ჯიმ ბეიკერის შოუს ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ ვერცხლის წყალი კორონავირუსს 12 საათში ანადგურებს.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოლოიდური ვერცხლით რამე ტიპის დაავადების მკურნალობის მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, ამან შეიძლება თირკმლის უკმარისობა ან არგიროზი გამოიწვიოს.

წყლის 15 წუთში ერთხელ მიღება

Facebook-ზე ფართოდაა გავრცელებული „იაპონელი ექიმის“ ციტატა, რომელიც ვირუსების სამკურნალოდ ყოველ 15 წუთში ერთხელ წლის მიღებისკენ მოგვიწოდებს. ამ რჩევის არაბული თარგმანი Facebook-ზე 250 ათასჯერ არის გაზიარებული.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, სალი ბლუმფილდი ამბობს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსები ადამიანის ორგანიზმში სუნთქვის დროს ხვდება. მათი ნაწილი შესაძლოა პირის ღრუშიც აღმოჩნდეს, მაგრამ წყლის მიღება ადამიანს ვირუსით დაინიფცირებისგან არ დაიცავს. თუმცა, რა თქმა უნდა, წყლის მიღება საერთო ჯამში სასარგებლო რეკომენდაციად რჩება.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ნაყინზე უარის თქმა

სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ რჩევას, რომლის თანახმადაც ცხელი წყლის სმა და მზის აბაზანების მიღება კორონავირუსისგან კურნავს, ხოლო ნაყინი კი პირიქით, მის გავრცელებას უწყობს ხელს. ძალიან ხშირად ამ რჩევას შეცდომით UNICEF-ს მიაწერენ.

„რა თქმა უნდა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი რეკომენდაცია ჩვენ არ გაგვიცია. სეზონური ვირუსი ვერ უძლებს მაღალ სიცხეს, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია“, - აცხადებს UNICEF-ის წარმომადგენელი შარლოტა გორნიცკა.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2026, 09:55

ეკონომიკა

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ

ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეტის სამება მოინახულა.

23 სექტემბერი 2026, 09:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქში დარტყმები რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. სოლომენსკის რაიონში ხანძარი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა. გოლოსეევსკის რაიონში ცეცხლი სასაწყობო ფართობს გაუჩნდა, რუსული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა ავტოგასამართი სადგურიც.

23 სექტემბერი 2026, 09:27

მსოფლიო

ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი ​უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.

23 სექტემბერი 2026, 09:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

23 სექტემბერი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს

დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ

რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველა ის, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მათ ხელი უნდა შეუწყონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 08:14

მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

დოკუმენტი ვაშინგტონს კუნძულის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საჭიროებებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს. ამასთან, ვაშინგტონის წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ სხვა ქვეყანას სამხედრო ბაზის ან ძალების ყოლის უფლება არ ექნება.

23 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

23 სექტემბერი 2026, 08:08

საზოგადოება

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

23 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა

კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.

ემანუელ მაკრონი

23 სექტემბერი 2026, 01:05

მსოფლიო

მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

23 სექტემბერი 2026, 00:12

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.

გიტანას ნაუსედა

23 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.

აბას არაღჩი კაია კალასი

22 სექტემბერი 2026, 23:33

მსოფლიო

კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.

გურამ ოქროპირიძე

22 სექტემბერი 2026, 23:25

საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს

იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

გიორგი ტყემალაძე

22 სექტემბერი 2026, 23:09

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები

აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.