imedi /  06 აპრილი 2020, 10:24 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: უსახლკაროები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ, ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში კი უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით რაიმე მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა.

„საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან კომენდანტის საათი, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე იზრდება დაავადების გავრცელების რისკი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში (ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 2 500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71 169 პირი). მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს.

პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით (საშუალოდ კვირაში სამჯერ) და დადგენილ დროს სჭირდებათ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულებები საკმაოდ დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილებიდან.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს მათი სამედიცინო სერვისებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:

• საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმოქმედონ დროულად და კოორდინირებულად, მოახდინონ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც სჭირდებათ ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და დიალეზის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით ტრანსპორტირებაში დახმარება და უზრუნველყონ მათი მიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებამდე ან/და მათი მედიკამენტებით საცხოვრებელ ადგილებზე უზრუნველყოფა, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

• ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობით პროაქტიულად განახორციელონ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების იდენტიფიცირება და მათი აღრიცხვა;

• იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში ან სოციალურ საცხოვრისებში დარჩენილია თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად იქნეს ათვისებული არსებული რესურსი, მათ შორის იმ უსახლკარო პირების განთავსების გზით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თავშესაფარში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგ. რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა);

• ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვით, მოხდეს შესაბამისი შენობა-ნაგებობების გამოყოფა, სადაც იქნება აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და დროებით განთავსდნენ ის უსახლკარო პირები, რომელთა გადამისამართება ვერ მოხერხდება ზემოხსენებულ თავშესაფრებსა და საცხოვრისებში.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:42

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

19 აპრილი 2021, 10:40

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 553 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 41 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 553 ადამიანი კი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო

დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო - ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

19 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

19 აპრილი 2021, 10:16

რეგიონი

რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

19 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

19-20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება

19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.

19 აპრილი 2021, 09:53

მსოფლიო

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა კალიუბიის პროვინციის ქალაქ ბანჰაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მატარებლის სულ მცირე 4 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

19 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

19 აპრილი 2021, 08:58

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამართლო სხდომაა დანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.

19 აპრილი 2021, 08:42

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

19 აპრილი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.

19 აპრილი 2021, 08:17

პოლიტიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, არაფორმალური ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

19 აპრილი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემები იქნება გლობალური პანდემია და კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ასევე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე.

@peakay81

19 აპრილი 2021, 00:42

ტაბლოიდი

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.

18 აპრილი 2021, 23:54

სპორტი

UEFA: სუპერ ლიგის შექმნას არ დავუშვებთ

„თუ ეს მოხდება, ჩვენ - უეფა, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო ასოციაციები და ამ ქვეყნების ჩემპიონატები - ერთიანები ვიქნებით ჩვენს ძალისხმევაში შევაჩეროთ ეს ცინიკური პროექტი, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ეფუძნება, მაშინ როდესაც საზოგადოებას სოლიდარობა სჭირდება. ჩვენთვის ყველა ხელმისაწვდომ ზომას განვიხილავთ, როგორც სასამართლო, ასევე სპორტულ დონეზე , რათა ეს არ მოხდეს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 აპრილი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო და ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება

ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენი ინიციატივით ვთქვით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

18 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს

„საქართველო, მესამე ცდა იღბლიანი იქნება. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. კომპრომისებზე წასვლა საქართველოსთვის - ეს ძალაა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი მათი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს ფონ კრამონი.