imedi /  13 მაისი 2020, 11:26 / სანდო წყარო

კახა კალაძე: კონკრეტული ადამინების მხრიდან იყო მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და უკვე დასასრულს უახლოვდება, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციაა. გახსოვთ ალბათ, სამუშაოები ოთხ ლოკაციას დავყავით და თითოეული ეტაპის შესახებ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდიდით. მე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდები ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესს. არაერთხელ გავავრცელეთ დეტალური ინფორმაცია ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, თუმცა მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კლაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა.

„ახალი ქსელის მოწყობის დროს, ბუნებრივია, საკომუნიკაციო ჭებს ახალი სახურავები სჭირდება. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მას ავტომანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა, მასზე ასფალტის ქვედა ფენა გადაიგო. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა სწორედ ჭების შესაბამის ნიშნულზე წამოწევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უკვე ასფალტის ბოლო ფენა დაიგება.

ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის იქნება გასაკვირი. ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გადაუმოწმებელი და რეალობას მოკლებული ინფორმაცია ვრცელდება. რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამინების მხრიდან მოჰყვა მცდელობა საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში დარჩებიან. ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი.

რა თქმა უნდა, მედიასაშუალებებს ჩვენი თითოეული პროექტის საზოგადოებამდე მიტანის საკითხში უდიდესი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობდეს. ამიტომ, მინდა ყველას ვთხოვო, იქნება ეს რომელიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, თუ სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ინფორმაციის გავრცელებამდე მოგვმართეთ და ჩვენ ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით, რათა ცალმხრივად არ გაჟღერდეს ესა თუ ის ინფორმაცია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოყვება ხოლმე. ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში, ჩვენ არასდროს გვქონია კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ ვთხოვ, კონსულტაცია გაიარონ დარგის სპეციალისტებთან, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლებთან. დამერწმუნეთ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს სწორედ ისინი გასცემენ პასუხს“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2024, 01:40

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ გიორგი მიქაუტაძეს და ვულოცავ საქართველოს! ჩვენმა ნაკრებმა ისტორია დაწერა

15 ივლისი 2024, 01:35

სპორტი

ევრო 2024-ის საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი იამალი

კახა კალაძე

15 ივლისი 2024, 01:14

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს.

გიორგი მიქაუტაძე

15 ივლისი 2024, 00:59

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ.

15 ივლისი 2024, 00:53

სპორტი

ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

15 ივლისი 2024, 00:47

მსოფლიო

მელანია ტრამპი: როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო

როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო, - ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებაში.

15 ივლისი 2024, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“.

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები

15 ივლისი 2024, 00:21

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს.

ილონ მასკი

15 ივლისი 2024, 00:05

მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა.

14 ივლისი 2024, 23:52

მსოფლიო

ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:29

მსოფლიო

ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:23

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივლისი 2024, 23:06

სპორტი

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი იმართება

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

14 ივლისი 2024, 22:56

საზოგადოება

15 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე–100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე–100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00-დან 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„ბლექსი არენა“

14 ივლისი 2024, 22:55

კულტურა

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები ერთმანეთის მიყოლებით თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ, კერძოდ, შეკვეთილს, სადაც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია აშენებული. ესეც ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი.

14 ივლისი 2024, 22:48

პოლიტიკა

შანტაჟი დემოკრატიის სახელით - რისთვის ისჯება საქართველო. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

გამჭვირვალობის კანონის მიღებამ საგარეო ასპარეზზე ყველაფერი შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 22:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის - საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

14 ივლისი 2024, 22:30

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას აქვს 2030 წლამდე გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს

მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 22:13

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

14 ივლისი 2024, 22:09

თავდაცვა

თავდასხმა თავდაცვაზე - რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას შორის, რომელმაც ჯარის 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა

რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას შორის. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარი გაძარცვა და ფული მოჰპარა. ევროკავშირმა კი არ გაძარცვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვისთვის განკუთვნილი 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა.