imedi /  20 მაისი 2020, 16:08 / სანდო წყარო

გარემოს დაცვის კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პანდემის მიერ გამოწვეული შეფერხების შემდეგ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა და რომელზეც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები, მათ შორის ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსი“ III მოსმენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონმდებლობა ტყის სექტორში რეფორმის დაწყების და ტყის სრულიად ახალებურად გამოყენებისა და მოვლისთვის. ყველა აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კოდექსი საქართველოში გარემოს დაცვისთვის, ტყის რესურსის ეფექტიანად და მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებისთვის. ამ კანონმდებლობის მიღებით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება ტყის რესურსის ეფექტიანად და სათანადოდ გამოყენებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე.

შემდეგ მომხსენებელმა, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ უმნიშვნელოვანესი კოდექსის პროექტის თითქმის ერთწლიანი განხილვის ისტორია და პარლამენტის კომიტეტს მადლობა გადაუხადა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. მისი განცხადებით, ძალიან ბევრი შესწორება შევიდა პროექტში, მრავალი კონცეპტუალური საკითხის კორექტირება მოხდა და დღეს კოდექსი, ფაქტობრივად, იმ კონდიციამდეა მიყვანილი, რაც შეასრულებს ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის ტყეების სამომავლო განვითარების და ბუნების დაცვის საქმეში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აქვე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუკი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულება ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლება. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, ამგვარად სპეკულაციები, თითქოს, ტყის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა მათი, ვინც ერთობლივად გაწია შრომა ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში.

„პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესი-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებული გახლავს, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს. ეს არის ასახული კანონში ცალსახად. ამ კანონის მთავარი მიზანი გახლავს ის, რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურს, რაც გვაქვს - 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისითაც, და ცხადია, მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, განხილვებისას გამოთქმული იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც ასახულია პროექტში.

კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს კანონპროექტის მნიშვნელობა და მისი მიღების აუცილებლობა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსით სახელმწიფო მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ტყის დაცვაზე, ხოლო რაც შეეხება საეკლესიო საკითხს, მათივე აზრით, ეს უკავშირდება ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს. კომიტეტის წევრთა განცხადებით, ამ პროექტში დიდი შრომა ჩაიდო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან და მრავალი შენიშვნა, მათ შორის მაჟორიტარების მხრიდან, ფაქტობრივად, გათვალისწინებულ იქნა.

საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 15:26

პოლიტიკა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.

ჯანლუკა გრეკო

16 აპრილი 2026, 15:15

პოლიტიკა

ჯანლუკა გრეკო საჯარო სერვისების ფორუმზე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე, - განაცხადა გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკომ საჯარო სერვისების ფორუმზე.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 15:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია.

ტულსი გაბარდი

16 აპრილი 2026, 15:11

მსოფლიო

ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად და იმისთვის რომ ამერიკელი ამომრჩეველი გავლენებისგან იყოს დაცული.

16 აპრილი 2026, 15:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:57

პოლიტიკა

კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.

ვახტანგ ცინცაძე

16 აპრილი 2026, 14:54

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია

„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

16 აპრილი 2026, 14:53

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ირაკლი ნადარეიშვილი

16 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: Starbucks-ი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად

Starbucks-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

კახა კალაძე

16 აპრილი 2026, 14:47

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები გარედან ფინანსდება

„ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

16 აპრილი 2026, 14:44

პოლიტიკა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

16 აპრილი 2026, 14:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს

ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ვატო შაქარიშვილი

16 აპრილი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან

ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევასთან, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

16 აპრილი 2026, 14:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებულ ძველ მონაცემებს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის განახლება უბრალოდ დაავიწყდათ.

ასიმ მუნირი აბას არაღჩი

16 აპრილი 2026, 14:37

მსოფლიო

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება

ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

მარიამ ლაშხი

16 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების საიტზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე: ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი

„ფაქტია, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც გერმანიას აქვს ამბიცია, რომ ის არის გერმანული მმართველობის სვეტი, ასეთი ტიპის ქმედება არის პირდაპირი განაცხადი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესებისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, ველოდებით. არაერთხელ გვქონდა მოწოდება, რომ გამოსწორებულიყო ეს ე.წ. ტექნიკური შეცდომა, თუმცა [გერმანიის საგარეო უწყებისთვის მიცემული] ოთხკვირიანი ვადაც ამოიწურა“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ბაჩო ოდიშარია

16 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს - ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება ნგრევას არქმევს

დღეს დილიდან უსამშობლო აგენტურა ბიძინა ივანიშვილს მორიგ სიცრუის კამპანიას უწყობს - მისი დავალებით აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავი ვეღარ იფრენსო. არადა ამ დროს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად ეს უნიკალური კურორტი- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

16 აპრილი 2026, 14:26

რეგიონი

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით პირადი ცხოვრების ხელყოფის თემაზე პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.