imedi /  26 მაისი 2020, 09:38 / სანდო წყარო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები. ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თესალონიკის მერიის შენობა ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

26 მაისის აღშანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - თეთრი ხიდი, ასევე ქალაქ კაუნასის „რატუშე“. საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო - ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.

ასევე, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მინსკის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდ ეკრანზე, მოხდება 26 მაისის სიმბოლიკის ჩვენება, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კი, დუბლინის ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, მექსიკაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.

კერძოდ, აშშ-სა და მექსიკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შემეცნებითი ონალინ-კონფერენციები, აშშ-ში საქართველოს საელჩოს სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება მასალა ქართული კულინარიის შესახებ და საელჩოს შეფმზაეულის მასტერ-კლასი.

აზერბაიჯანში, საქართველოს ელჩი, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. კახში ყვავილებით შეამკობს 9 აპრილის მემორიალს, ხოლო უზბეკეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და საელჩოს წარმომადგენლები, ქ. ტაშკენტის ქრისტიანულ სასაფლაოზე, პატივს მიაგებენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის საფლავს.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალი მალგოჟატა გოშევსკა, სიმბოლურად გვირგვინით შეამკობენ ვარშავის აჯანყების მუზეუმში, თავისუფლების პარკში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ყვავილებით შეამკობენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა საფლავებს ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე. ასევე,დამოუკიდებლობის რისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინტერაქტიულ ვიდეო კონფერენციაში ლევილიდან, თბილისის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებისთვის ბულგარეთში, საქართველოს საელჩო გამართავს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეო-კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის ხელისუფლების, ასევე ქართული კულტურის მოღვაწეები.

ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გავრცელდება ვიდეო-რგოლი, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. ვიდეო-მიმართვები გავრცელდება ასევე აზერბაიჯანში, აშშ-ში, ქ.ნიუ-იორკში, ბრაზილიაში, ბელორუსში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, ვატიკანში, იაპონიაში, ირლანდიაში, ეგვიპტეში, ირანში, ისრაელში, კორეის რესპუბლიკაში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, უნგრეთსა და შვეიცარიის კონფედერაციაში.
ბელარუსში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველი თანამედროვე/აქტუალური ხელოვნების ექსპოზიციის ნამუშევრების ონლაინ გამოფენა მოეწყობა, ესპანეთში კი ონლაინ-გამოფენა კონკუსი მცირეწლოვანთათვის.

ირლანდიაში საელჩოს სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარდება საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციები. ასევე, თურქეთში, საქართველოს საელჩო, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჰაერო ბურთებს გაუშვებს ცაში, რომლებზეც გამოსახული იქნება საქართველოს დროშა. სამხრეთ აფრიკაში, კი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის მიერ საელჩოს ორგანიზებით შესრულდება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ჰიმნები.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს, შვეიცარიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და ქ. ბერნის მერის შეხვედრის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებთან ერთად აღინიშნება შვეიცარია-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების 102 წლის თარიღი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის სოციალური ქსელებზე გაზიარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის ვირტუალური კოლექციები და ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალირი ვერსია.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.