IMEDI /  03 ივნისი 2020, 14:41 / სანდო წყარო

გიგა ჩხარტიშვილი: ულტიმატუმის, ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

„აქამდე თუ მათი მოთხოვნა იყო უკანონო, დღეს უკვე ხდება დანაშაულებრივი“, - აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი გამოეხმაურა.

მისი განცხადებით დაუშვებელია პოლიტიკოსებზე მოწოდება ზეგავლენა მოახდინონ მრჩეველზე. მისი შეფასებით, მრჩეველთა საბჭოს მისამართით ულტიმატუმის წაყენება არის დაუშვებელი.

„დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. აქციის მონაწილეებმა ღიად მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიას, რომ ზეწოლა მოახდინოს მრჩეველთა საბჭოს წევრზე. აქამდე თუ მათი მოთხოვნა იყო უკანონო, დღეს უკვე მათი მოთხოვნები ხდება დანაშაულებრივი, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონი პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებებს, თუკი მათ დამოუკიდებელი მედია უნდათ, ნუღარ სთხოვენ პოლიტიკურ პარტიებს, ზეწოლა მოახდინონ მრჩევლებზე, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. ურთიერთობის ეს ფორმა არაა სწორი. ულტიმატუმის, ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს“, - განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.

აჭარის ტელევიზიასთან გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა შიმშილობს.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 13:32

სამართალი

პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი აღკვეთა და 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს

„სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როვნაგ აბდულაევი

18 სექტემბერი 2021, 13:20

პოლიტიკა

როვნაგ აბდულაევი: ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი

ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი, სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, - ამის შესახებ „სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: ადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე ნიკანორ მელია და „ნაცმოძრაობაა“

„20 ივნისის სპეცოპერაციასა და იქ არსებულ ძალიან სერიოზულ ხარვეზებზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. ამაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი იყო, იგივე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა სპეცდანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ასე შემდეგ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

18 სექტემბერი 2021, 13:05

სპორტი

თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მიიღო შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გიგა ჭიკაძე და მას UFC-ში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა

როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას - ევროპაში ერთადერთი კლინიკაა, რომლის სახელსაც სკანდალი უკავშირდება და მაინც და მაინც იქ გააგზავნა „ბანკა“

„ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას - ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 12:56

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: ხომ არ მოგწონთ, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მომზადებული ცილისწამების ვიდეო - გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!

„ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს“,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

თამთა მეგრელიშვილი

18 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის

საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

18 სექტემბერი 2021, 12:33

რეგიონი

დუშეთს განახლებული საბავშვო ბაღი ექნება

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი. მათ შორის ელექტროგაყვანილობის, იატაკის, სახურავის, კიბეების, შიდა სანტექნიკის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა, საბავშვო კონსტრუქციების მონტაჟი და სხვა, - ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 სექტემბერი 2021, 12:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი გახარიამ ავსტრიაში ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ავსტრიაში ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

18 სექტემბერი 2021, 12:20

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ყაზბეგი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეების ე.ჩ.-სა და ვ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 174 350 აშშ დოლარი და 107 830 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს.

18 სექტემბერი 2021, 12:16

კულტურა

პარიზში „შეფუთული ტრიუმფალური თაღი“ გაიხსნა - ვინ დგას იდეის უკან. ვიდეო

პარიზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ტრიუმფალური თაღი 25 ათასი კვადრატული მეტრის ქსოვილითაა დაფარული. „შეფუთული თაღი“ ინსტალაციაა, რომელიც დღეს გაიხსნა. დროებითი ინსტალაციის მომზადებას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. მისი ავტორები უკვე გარდაცვლილი ორი ხელოვანი - ცოლ-ქმარი კრისტო და ჟან-კლოდი არიან.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 12:07

საზოგადოება

კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, 60 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სივრცეები შეიქმნება

თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +“, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

18 სექტემბერი 2021, 12:04

საზოგადოება

ილია ელოშვილი: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1289 ოჯახისთვის საცხოვრებლები უკვე შენდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით, უკვე 8000 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა მიმდინარეობს, რითიც 1200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 11:59

საზოგადოება

კახა კალაძე: შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება

დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა - „არცერთი უსახლკარო ოჯახი“, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 11:54

საზოგადოება

ილია ელოშვილი: სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ხუთი ახალი პროგრამა ამოქმედდება

მომდევნო წლებში, თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 11:42

საზოგადოება

ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ

ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ. 200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.

18 სექტემბერი 2021, 11:36

პოლიტიკა

კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს, დარგის სპეციალისტებს, განსაკუთრებით კი, ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და მათი შრომა ფასდაუდებელია.

18 სექტემბერი 2021, 11:30

რეგიონი

თეა წულუკიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან და გარდაბნის მერთან ერთად, მარტყოფში სამუსიკო სკოლის განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად, სოფელ მარტყოფში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის სრულად განახლებული შენობა გახსნა.