05 ივნისი 2020, 13:14 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი. მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების პირველმა პირმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ინფორმირება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

„აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენს ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებსა და მათ სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

ყველა სიახლე

03 ოქტომბერი 2026, 10:44

პოლიტიკა

აშშ საელჩო: დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა

დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

03 ოქტომბერი 2026, 09:57

მსოფლიო

მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ პირველი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდმა (URIF) უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან კრიტიკული მინერალების მოპოვების მიმართულებით პირველი საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა. მხარეებმა, ჯამში, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი წარადგინეს, იუწყება უკრაინული მედია.

ნათია იოსელიანი

03 ოქტომბერი 2026, 09:47

პოლიტიკა

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.

03 ოქტომბერი 2026, 09:30

მსოფლიო

მედია: რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა. ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამედ განხორციელებული თავდასხმაა, იუწყება უკრაინული მედია.

03 ოქტომბერი 2026, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს საქართველოში

3 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

03 ოქტომბერი 2026, 08:26

საზოგადოება

დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1 ოქტომბერი ხალხის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. როგორ დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმი და შექმნა დემოკრატიული გარდატეხის პრეცედენტი?

03 ოქტომბერი 2026, 08:13

საზოგადოება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

03 ოქტომბერი 2026, 08:09

საზოგადოება

დღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება

მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

03 ოქტომბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ოქტომბერი 2026, 01:41

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს

აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

03 ოქტომბერი 2026, 00:40

სპორტი

საქართველო-უნგრეთის თამაში დასრულდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

03 ოქტომბერი 2026, 00:37

მსოფლიო

ევროკომისარი აჯა ლაბიბი: უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე

ევროკომისარმა კრიზისების მართვისა და მზადყოფნის საკითხებში, აჯა ლაბიბიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშე.

02 ოქტომბერი 2026, 23:36

სპორტი

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა

მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ.

ლორან ნუნიესი

02 ოქტომბერი 2026, 23:03

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ.

02 ოქტომბერი 2026, 22:59

მსოფლიო

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.

02 ოქტომბერი 2026, 22:54

კულტურა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონი გაიხსნა

საკონცერტო სეზონის გახსნის კონცერტზე მსმენელის წინაშე ცნობილი მევიოლინე ვალერი სოკოლოვი წარდგა. სოლისტმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იან სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. კონცერტს კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა. მეორე განყოფილებაში შესრულდა მოდესტ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“.

02 ოქტომბერი 2026, 22:47

სპორტი

საქართველო-უნგრეთის თამაში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

ნიკა ეგაძე

02 ოქტომბერი 2026, 22:32

სპორტი

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ალექსეი გონჩარენკო

02 ოქტომბერი 2026, 22:26

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: ახლა რეალობა ასეთია, ჩვენ ომს ვაგებთ, ვკარგავთ უამრავ ადამიანს, არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი - უკრაინამ რუსეთს გარკვეული სიგნალები უნდა გაუგზავნოს, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებით

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა და უკრაინის ომში დამარცხების მიზეზით, რუსეთთან „ყველაფერზე შეთანხმებისკენ“ მოუწოდა. თავის მხრივ, „ევროპულმა სოლიდარობამ“ განცხადება გავრცელა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდეს.

02 ოქტომბერი 2026, 22:22

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 13 მედალი მოიპოვა

სპორტის სამინისტორის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგები ასე გადანაწილდა: სინქრონული ხტომები: 11-12 წლამდე გოგონები: