05 ივნისი 2020, 14:48 / სანდო წყარო

2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ იწყება

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება.

კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოავლინოს.

„ყველას ვულოცავ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს. გარემოს დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გამოცხადდა მნიშვნელოვანი კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ კონკურსში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ასეთი აქტივობები კიდევ უფრო ბევრი იყოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ გარემოს სისუფთავე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც შესაძლებელია ახალი კორონავირუსის დაძლევა.

„დღეს, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ პროექტის ფარგლებში, ცხადდება რიგით მეხუთე კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც 2021 წლის იანვარში შეჯამდება. ვთხოვთ ყველა მუნიციპალიტეტს და მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაწესებული კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვს ამცირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

2019 წლის კონკურსში ნომინაციები ასე გადანაწილდა:

„სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი;
„სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი;
„სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
„სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი);
„ლამაზი აივანი“ – მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი;
„სუფთა ქუჩა“ თბილისი - ს. ზაქარიაძის ქუჩა;
„საწარმოს ლამაზი ეზო“ – თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო;
„ლამაზი ეზო” – გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2026, 14:39

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანიისგან არ მიუღია თუ რატომ არ განხორციელდა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია თუ რატომ არ განხორციელდა გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება. ასევე, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 14:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში

ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 14:36

პოლიტიკა

მდინარაძე: პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ ადამიანურ ურთიერთობებსაც, ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას

ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ივნისი 2026, 14:21

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია

„სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ან არ მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია. დღეს ეს არჩევანი თეორიულ ხასიათს ატარებს, ხოლო თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან გონივრული და სწორი, მას საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 14:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს

საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 14:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 14:02

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. LIVE

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

01 ივნისი 2026, 13:48

ტაბლოიდი

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ❤️💍

ხელმოწერის 40-წუთიანი ოფიციალური ცერემონია გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში, მერილებონში შედგა. მოგვიანებით კი წყვილი შეუღლებას პალერმოში დაგეგმილ სამდრიან საზეიმო წვეულებაზე აღნიშნავს, რომელსაც არსებული ინფორმაციით ელტონ ჯონი, ოლივია დინი და Charli XCX დაესწრებიან.

ცოტნე ანანიძე

01 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიას ძალიან ბევრი რამ გაუტარა: არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.

01 ივნისი 2026, 13:39

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 13:25

საზოგადოება

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 13:24

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

01 ივნისი 2026, 13:07

პოლიტიკა

სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, - წერა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 13:05

ჯანდაცვა

ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლადო სადღობელაშვილი

01 ივნისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! - დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

01 ივნისი 2026, 12:47

მსოფლიო

„როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის სერტიფიცირების შეჩერება მოითხოვა

„როსსელხოზნადზორში“ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, რომელიც 21-დან 27 მაისამდე სომხეთის თევზგადასამუშავებელ საწარმოებსა და კალმახის საშენ მეურნეობებში ჩატარდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საწარმოების ნახევარმა შემოწმების გავლებაზე უარი თქვა.

01 ივნისი 2026, 12:24

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერარისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 12:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს

ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოცდის და ა.შ. რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 ივნისი 2026, 12:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები

საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.

რადმილა შეკერინსკა

01 ივნისი 2026, 12:06

მსოფლიო

ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.