06 ივნისი 2020, 13:19 / სანდო წყარო

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? - პედიატრის რჩევები

რას უკავშირდება ზაფხულში ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ბავშვების შემთხვევაში? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა და თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ზაფხულში ნაწლავური ინფექციის გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს. ერთია საკვები პროდუქტები. ეს შეიძლება იყოს არაპასტერიზებული რძე, დაბინძურებული წყალი, ფარშირებული ხორცი, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული - ესაა ერთი გზა და შესაბამისად, პრევენციაც აქედან გამომდინარეობს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროდუქტები იყოს ისეთი მომზადებული, ისეთი შენახული, რომ არ გახდეს ბავშვისვის საშიში.

მეორე გახლავთ ამ პროდუქტების შენახვის რისკი. მაცივრის რეჟიმი განსაკუთრებულია. ამ ტიპის ინფექციები საკვებ პროდუქტში მრავლდება 4-დან 60 გრადუს ტემპერატურამდე. ძალიან ბევრ მაცივარს აქვს ეს რეჟიმი და 4 გრადუსის ქვემოთ პროდუქტის შენახვა იქნება სწორედ ის გარანტია, რომ ჩვენ არ გვექნება არასწორი შენახვიდან გამომდინარე ბაქტერიული ინფექციები.

მესამე წყაროა აუზები და წყალსაცავები, სადაც არ ხდება წყლის მუდმივი ცვლა. აუზები ითვლება ასეთი ინფეციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ და შედარებით იშვიათად - ვირუსულისაც, რადგან თუ ადამიანს იმ მომენტში აქვს დიარეა ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელიც ამ აუზში ცურავს და მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი, შესაძლოა, გახდეს სერიოზული ინფექციის მიზეზი. ასე რომ, აუზი მართლაც სერიოზული წყაროა ასეთი ინფექციების.

მეოთხე წყარო - ესაა ხელის ჰიგიენა. ხელის დაბანა, როგორც კვების, ისე - საკვების მომზადების პროცესში ერთ-ერთი ის ფაქტორია, რითაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ეს ინფექციები“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ბავშვთა ინფექციების დაყოფა ორ ძირითად ჯგუფად შეგვიძლია. ესაა რესპირაციული ინფექციები, რომლის ერთ-ერთი მაგალითია კორონავირუსი და მეორე - ნაწლავური ინფექციები, რომელსაც, ასევე, ძალიან დიდი გავლენა აქვს ბავშვის ჯანმრთელობასა და ავადობაზე.

„სწორედ ეს ორი ფაქტორია ლეტალობის (გარდაცვალების) ყველაზე ხშირი გამომწვევი. პნევმონია ბავშვების ლეტალობის პირველი მიზეზია. ყოველწლიურად 800 ათასამდე ბავშვი კვდება პნევმონიის გამო. მეორე ადგილზეა დიარეული დაავდებები, ანუ ნაწლავური ინფექციები. ბოლო მონაცემებით, 600 ათასი ბავშია გარდაცვლილი. ამიტომ, სწორედ ესაა ის ინფექციები, რომლისაც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ ხოლმე ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში.

აზრი იმის შესახებ, რომ ინფექციური დაავადებები განსაკუთრებით ზაფხულში მატულობს, გარკვეულ სტერეოტიპზეა დაფუძნებული, რაც, პრინციპში, არასწორია, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ნაწლავურ ინფექციებზე, მას ძირითადად, ორი ტიპის გამომწვევი ახასიათებს. ესაა - ვირუსიული და ბაქტერიული. ვირუსულის სიჭარბე შეინიშნება ზამთრის პერიოდში, ზაფხულში კი, უფრო მეტად ბაქტერიული გამომწვევები გვაქვს. ეს პერიოდი მეტად ბაქტერიული დიარეული დაავადებებისთვისაა „კარგი პერიოდი“. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ შორის გარკვეული პერიოდულობა არსებობს. ამიტომ, თუ ჩვენ ზაფხულში გვაქვს დიარეის შემთხვევა, ეს უფრო მეტად არის ბაქტერიული და შესაბამისად, სიფრთხილის ზომებიც სრულიად განსხვავებულია“ - აღნიშნა პედიატრმა.

ყველა სიახლე

20 მარტი 2026, 09:38

მსოფლიო

Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

რუსული მედიის ინფორმაციით, „როსპატენტის“ მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა, Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა თავისი საფირმო ფეხსაცმლის ზოლის ვარიაციისთვის.

ლევან საგინაშვილი

20 მარტი 2026, 09:31

საზოგადოება

ლევან საგინაშვილი: შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი, ვუსამძიმრებ საქართველოს

შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ქრისტიანული სამყაროსთვის. ვუსამძიმრებ საქართველოსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა.

ირაკლი ბათიაშვილი

20 მარტი 2026, 09:20

საზოგადოება

ირაკლი ბათიაშვილი: პატრიარქი იყო ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი. დანის პირზე ატარა ჩვენი მთელი ეკლესია, იმდენი შემოტევა იყო

იყო დიდი პიროვნება, დიდი სულიერების მქონე და თან ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი, - განაცხადა ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

20 მარტი 2026, 09:08

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს

ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

20 მარტი 2026, 09:02

მსოფლიო

CNN: ირანმა სავარაუდოდ პირველად ჩამოაგდო ამერიკული თვითმფრინავი

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყებიდან სავარაუდოდ პირველად ჩამოაგდო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

20 მარტი 2026, 08:57

საზოგადოება

„საქართველოს ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე სასულიერო პირები საუბრობენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლს აღნიშნავენ სასულიერო პირები; მისმა მოღვაწეობამ ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა, რაზედაც მისთვის პატივის მისაგებად მისული ადამიანების რაოდენობაც მეტყველებს. ეკლესიის მსახურები ამბობენ, რომ საქართველოს ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა.

არქიმანდრიტი იოვანე

20 მარტი 2026, 08:44

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები. შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა

შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა, 09:00 საათზე და დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება.

20 მარტი 2026, 08:30

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათ თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი ემსახურება.

20 მარტი 2026, 08:17

საზოგადოება

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

20 მარტი 2026, 08:07

საზოგადოება

კობა კობალაძე: დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და იმ სულიერი ერთობის შენარჩუნება, რასაც პატრიარქი მთელი ცხოვრება გვასწავლიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

20 მარტი 2026, 02:59

მსოფლიო

აშშ-მა სანქცირებული ტანკერებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნებართვა გასცა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) გასცა ნებართვა იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც ეხება რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, თუ მათი გემებზე დატვირთვა 12 მარტის აღმოსავლეთის დროით ღამის 12:01 საათამდე განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია OFAC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 მარტი 2026, 02:28

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიით „მთელ მსოფლიოს იცავენ“.

მარკ უოკერი

20 მარტი 2026, 02:05

საზოგადოება

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, მარკ უოკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მიშო ჯავახიშვილი

20 მარტი 2026, 00:51

საზოგადოება

მიშო ჯავახიშვილი: გავიხსენებ ილია ჭავჭავაძეს და მის შეგონებას: მამული, ენა სარწმუნოება, პატრიარქი იყო სიმბოლო ამ სამი ღვთაებრივი განძის დაცვის, გაძლიერების

პატრიარქის აღსაყდრებიდან დაიწყო ქართული გალობის აღორძინების გზა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, პატრიარქის ძალისხმევით განმტკიცდა გალობის შესრულების ტრადიცია ლიტურგიის დროს.

სოსო მანჯავიძე

20 მარტი 2026, 00:36

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე: პატრიარქი ცდილობდა შეექმნა იდეალური საქართველო. ეს იყო მისი განსაკუთრებული მისია, რაც განახორციელა ამ 50 წლის განმავლობაში

ატმოსფეროს ქმნიდა იმგვარს, გრძნობდი, რომ გქონდა საქმე სრულიად განსხვავებულ ადამიანთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.

მარკო რუბიო

20 მარტი 2026, 00:28

საზოგადოება

მარკო რუბიო: ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 მარტი 2026, 00:24

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: არ ვარ დარწმუნებული, ვინ მართავს ირანს ამჟამად

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სათავეში გაურკვევლობაა და ისრაელისთვის უცნობია, ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას თეირანში.

ვარლამ ლიპარტელიანი

20 მარტი 2026, 00:12

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან

როდესაც უწმინდესთან შეხვედრიდან გამოდიოდი, თითქოს სხვანაირად დადიოდი, სიმსუბუქეს გრძნობდი, ყველა ადამიანს უღიმოდი. ვისაც შეხვდებოდი, გინდოდა მოგეყოლა, რომ შეხვდი უწმინდესს და რამხელა ემოცია წამოგყვა მისგან, - იხსენებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი გადაცემაში „იმედი LIVE“.

20 მარტი 2026, 00:11

საზოგადოება

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრებმა სიონის ტაძარში მოინახულეს ადგილი, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიკრძალება

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები დღეს სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

 ნონა გაფრინდაშვილი

20 მარტი 2026, 00:08

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: საოცრება იყო, რომ ვუყურე პატრიარქის მონათლულ ბავშვებს. ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი. სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ

ის იყო ყველას პატრიარქი, უნიკალური ადამიანი. მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა.