imedi /  13 ივნისი 2020, 22:30 / სანდო წყარო

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი და ყველაზე უსაფრთხო იქნება

კახა კალაძე

კახა კალაძე

გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, - ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს დედაქალაქს კიდევ განახლებული მზიურის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

„დღეს მე, როგორც ქალაქის მერი, ძალიან ბედნიერი ვარ იმითი, რომ ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. არჩევნების წინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლოებას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს, ყველაზე მეტ მწვანე სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რეაბილიტირებული პარკის გახსნა.

„დღეს მზიურის პარკის გახსნაა, მომავალში კიკვიძის პარკი ნაძალადევის რაიონში, რომელიც ასევე ძალიან მაგარი გამოვიდა, ფაქტობრივად დასრულებულია სამუშაოები და იქაც რამდენიმე დღეში გავხსნით ამ პარკს. ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე, რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.

გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა ერთად. მარტო მერი, ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს ვერ გახდებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 13:40

საზოგადოება

საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა კანონთან შესაბამისად მიმდინარეობს

საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 13:39

საზოგადოება

„რატომ გძინავს? რატომ გღვიძავს?“ - კომპანია „ზუმერი“ აბიტურიენტებს მხარდაჭერას უცხადებს

„არანაირი წუწუნი, არანაირი ჩიჩინი!“ - ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელიც ყველა იმ მავნე სტერეოტიპს და რთულ სიტუაციას აერთიანებს, რაც ყველა დროის ყველა აბიტურიენტს ურთულებდა ისედაც სტრესულ პერიოდს. „გამოცდების ციებ-ცხელება ხომ ყველაზე სტრესული პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში“, ასე თვლიან „ზუმერში“

06 ივლისი 2020, 13:34

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სურამში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში 1986 წელს დაბადებული ი.ქ., დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“ - წერია უწყების მიერ განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

06 ივლისი 2020, 13:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა ოპოზიციის შემოთავაზებისთვის არასაკმარისი იქნებოდა

ცინიკური იმ პარტიების დამოკიდებულებაა, რომლებიც ამ შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამენ, - ესე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.

06 ივლისი 2020, 13:28

COVID19

Fujitsu თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას პანდემიის შემდეგაც მისცემს

იაპონური კომპანის, Fujitsu-ს ხელმძღვანელობა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას პანდემიის შემდეგაც მისცემს. „ჩვენ წარვადგენთ მუშაობის ახალ მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლების გაძლიერებას, მათი პროდუქტიულობის ზრდასა და კრეატიული გამოცდილების შეძენას“.

06 ივლისი 2020, 13:26

საზოგადოება

„თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

აქ. ახლა, „თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

ზაფარ მირზა

06 ივლისი 2020, 13:21

COVID19

პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრს, ზაფარ მირზას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლო

06 ივლისი 2020, 13:21

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს. სახალხო დამცველმა სადაო გახადა ნორმები, რომლებიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

06 ივლისი 2020, 13:21

COVID19

100 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალიის 2 შტატს შორის კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაიკეტა

ბოლოს ასეთი ზომა შტატებს შორის 1919 წელს „ესპანკას“ დროს მოქმედებდა, ახლა კი ის კორონავირუსის გამო გახდა საჭირო. ვიქტორიას შტატის დედაქალაქში ბოლო 24 საათში ინფიცირების 127 შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ქვვეყანაში 8583 ადამიანი დაავადდა.

06 ივლისი 2020, 13:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 271 ადამიანი გარდაიცვალა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა

06 ივლისი 2020, 13:07

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა ტარდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

06 ივლისი 2020, 13:05

საზოგადოება

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა

06 ივლისი 2020, 13:04

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ვიზიტორებისთვის ტაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ტაჯ მაჰალის გახსნა ვიზიტორებისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ტაჯ მაჰალის გახსნა დღეისთვის იყო დაგეგმილი.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:58

პოლიტიკა

რომან გოცირიძე დავით ჭაკუაზე: პასუხისმგებლობა, თუ რამე დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეკისრება პირადად მას და ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ

„როცა კითხვა დამისვით, წარმოდგენა არ მქონდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები. ქართული სასამართლო როგორი ობიექტურია, ვიცით, თუმცა მას ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი საქართველოს სასამართლოში“.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:57

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება?

25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებული შეთავაზება არის ცინიკური. კოდექსში არის ჩანაწერი, რომ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება? - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.

06 ივლისი 2020, 12:57

მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში შავი ჭირის გამო საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მოუწოდებენ არ ინადირონ და არ მიირთვან ცხოველის ხორცი, რომლებიც შესაძლოა დაავადების გადამტანები გახდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

06 ივლისი 2020, 12:52

COVID19

დღეიდან ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება

დღეიდან პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ლუვრის მუზეუმი თითქმის ოთხი თვის განმავლობაში დახურული იყო.

06 ივლისი 2020, 12:48

სამართალი

სურამში მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

სურამში მომხდარი მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მოკლული ქალის ცხედარს გორში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, 30-წლამდე ასაკის ქალი ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა სახლში ღამით მოხდა. მოტივი უცნობია. მეზობლების თქმით, მათ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტზე არაფერი სმენიათ. მოკლულ ქალს 3 შვილი დარჩა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ლევან თარხნიშვილი

06 ივლისი 2020, 12:37

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: ყველა მოთამაშე სთავაზობდა ხელისუფლებას გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია

ცოტა კომიკურად ჟღერს „ქართული ოცნების შეთავაზება“, რადგან მათ ჰქონდათ საშუალება რეალური რეფორმები განეხორციელებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს არც ერთი წინადადება, რაც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე. „ყველა მოთამაშე მათ სთავაზობდა გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, წესის დაცვა, პირველ რიგში, დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მათ პოლიტიკურ ნებაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ვიცავდით და ახლაც დავიცვათ წესსაც და კანონსაც”, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

06 ივლისი 2020, 12:34

საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.