imedi /  19 ივნისი 2020, 12:56 / სანდო წყარო

შეინ როზენტალი: საქართველოს მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ

შეინ როზენტალი

შეინ როზენტალი

„მთავრობას სურს, დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ და კვლევის საფუძველზე ავლენს შესაბამის კატეგორიებს, რომლებსაც, მათ შორის, ფინანსურად ეხმარება. საპენსიო სისტემის გამოყენებით, 70 წელს ზემოთ ასაკში მყოფი ადამიანები გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. აზიის განვითარების ბანკი და განვითარებაზე ორიენტირებული სხვა საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლებასთან მუშაობენ ამ მექანიზმების გასაძლიერებლად, რათა მოწყვლადი ჯგუფები დაცულნი იყვნენ სამომავლო ეკონომიკური დაღმასვლისას სიღარიბისგან“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი, შეინ როზენტალი წერს.

ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო საოცრად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„COVID-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს. ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში ქვეყანას უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება და მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს დაუფასდა გახსნილობისა და ჯეროვანი მმართველობისადმი ნაკისრი მრავალწლიანი ვალდებულება. სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გავრცელების შეკავებაში მიღწეული წარმატება ადრეული ქმედებებისა და ქმედითი აღსრულების დამსახურებაა. საქართველოში პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე დაწესდა სამედიცინო შემოწმება მოგზაურებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების შეზღუდვები. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეარბილა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს“, - წერს შეინ როზენტალი.

აგრეთვე, ADB-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად.

„საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავების და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად, რაც მოიცავს 100 მლნ აშშ დოლარის სესხს აზიის განვითარების ბანკისგან. ეს ფინანსური რესურსი მთავრობას პანდემიის შეკავების ყოვლისმომცველი პროგრამის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის საარსებო პირობების უზრუნველყოფისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის დაფინანსებაში დაეხმარება,“- წერს შეინ როზენტალი.

ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საკუთარ ბლოგში ეკონომიკის ხელახალი ფორმირების ხელშემწყობ ხუთ გზას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებებით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ყველა სიახლე

ონდჟეი დოსტალი

08 ივლისი 2025, 23:55

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს

მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ონდჟეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

ჰანს ნოიჰოფი

08 ივლისი 2025, 23:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა

ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.

08 ივლისი 2025, 23:31

პოლიტიკა

სამართალდამცველზე ძალადობა დაუშვებელია. თავდასხმა აშშ-ში და მკაცრი რეაგირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეერთებულ შტატებში მსგავსი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ტეხასში სასაზღვრო პატრულის ოფისს თავს დაესხნენ, შედეგად ორი ოფიცერი და პატრულის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ. შეიარაღებული თავდამსხმელი კი, პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა.

დანილო დელა ვალე

08 ივლისი 2025, 23:24

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით

უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

ანდრაშ ლასლო

08 ივლისი 2025, 22:59

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ

საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 ივლისი 2025, 22:41

პოლიტიკა

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:20

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი

თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

08 ივლისი 2025, 22:11

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძეზე: ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი

გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

08 ივლისი 2025, 22:09

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

08 ივლისი 2025, 21:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:25

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

გიორგი გვიმრაძე

08 ივლისი 2025, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:19

მსოფლიო

ტრამპი: პუტინით კმაყოფილი არ ვარ - ის უამრავ ადამიანს კლავს

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

08 ივლისი 2025, 21:01

კულტურა

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.

მამუკა ხაზარაძე

08 ივლისი 2025, 20:59

პოლიტიკა

კრიტიკის შიში და ფული - რას ყიდულობდა „ლელო“ პოლიტიკაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია თვითდაზიანებით არის დაკავებული. ცეცხლი ამჯერად, „ნაციონალებმა“ გახსნეს ლელოს მისამართით.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 20:50

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

08 ივლისი 2025, 20:49

პოლიტიკა

ევროპელი დეპუტატი ეუთოს დასკვნის წინააღმდეგ. მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი სააკაშვილის მეგობრების მორიგ პროექტს?„ქრონიკის" სიუჟეტი

რა ფასი აქვს ევროპისთვის ეუთოს დასკვნას, ეს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესმაც აჩვენა. კენჭისყრისთვის ამზადებენ დოკუმენტს, სადაც ეუთოს აღიარებული არჩევნების ფონზე, ხელახალი არჩევნებია მოთხოვნილი.

ალექსი ახვლედიანი

08 ივლისი 2025, 20:48

სამართალი

სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

08 ივლისი 2025, 20:43

პოლიტიკა

ევრობიუროკრატებისგან უგულებელყოფილი ეუთო. „ქრონიკის" სიუჟეტი

ეუთო, რომელსაც საქართველოს არჩევნების აღიარების გამო, ქართული ოპოზიცია და მათი მოკავშირე ევროპელები თავს ესხმიან, საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობს. ორგანიზაციას თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება სურს. ეუთოს კრიტიკოსები ახლა მის მხარდამჭერებად იქცნენ.