IMEDI /  30 ივნისი 2020, 14:22 / სანდო წყარო

რიყის პარკში გიდები აქცია-ფლეშმობს მართავენ

„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ - ამ დევიზით რიყის პარკში გიდების აქცია-ფლეშმობი იმართება.

აქციის მონაწილეებმა ფერადი ქოლგები მიიტანეს და ამ ფორმით გამოეხმაურნენ უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებიც ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბნენ და ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს.

რიყის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ქოლგა, მათი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და სწორედ ფერადი ქოლგების საშუალებით უტურისტოდ დარჩენილ ქალაქს ხალისს შემატებენ.

გიდები რიყის პარკში თანამოქალაქელებისა და ქალაქის სტუმრების შეკრებას ელოდებიან, რის შემდგომაც მათთვის დედაქალაქში უფასო ტურს მოაწყობენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები გაურკვეველი ვადით დატოვა შემოსავლების გარეშე. გიდების თქმით, მათ ნაწილმა მიიღო უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისა და დაქირავებით დასაქმებულისთვის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხა.

მსგავსი პერფორმანსი თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უახლესი წინადადების პირველი წინადადება მიუღებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანის უახლესი წინადადების პირველი წინადადება „მიუღებელია“. მისი მტკიცებით, ირანმა უკან დაიხია საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ არსებული პოზიციიდან.

რატი იონათამიშვილი

15 მაისი 2026, 18:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი

გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინთან კომუნიკაცია ჰქონდა და აღნიშნავს, რომ მათ „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩრდილოეთ კორეს ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან და მათ შორის არსებული ურთიერთობა შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი“.

რატი იონათამიშვილი

15 მაისი 2026, 18:11

პოლიტიკა

იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ

ფაქტობრივად, ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ 26 მაისი [დაანონსებული აქცია] ჩავარდა, ისინი უკვე ავლენენ მკაფიო გამოხატულ ნიშნებს როგორც აგონიის, ასევე პანიკის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

15 მაისი 2026, 18:10

კულტურა

კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა დავით ბანუჩიანმა მოაწერეს ხელი.

15 მაისი 2026, 18:10

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში

„თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში. ვნახეთ ორი [ მარიუშ კამინსკი და მალგოჟეტა გოშევსკა] ისეთი ოდიოზური ფიგურა, რომელსაც საკმაოდ კრიმინალური ბიოგრაფია აქვს ქვეყანაში და ისინი ერთ-ერთი ინიციატორები არიან საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის. თავის საწადელს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი კრიმინალური წარსულის ადამიანები არიან აქტიურები ამ პროცესში, გონივრულ ეჭვებს აჩენს, რომ მათ უკან კორუფციული სქემებიც დგას.

რატი იონათამიშვილი

15 მაისი 2026, 18:02

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს

ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპულ ბიუროკრატებში არსებობს დღეს, - გამაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

15 მაისი 2026, 18:01

საზოგადოება

17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

15 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს, გუნ მარიტ ჰელგესენს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან.

15 მაისი 2026, 17:46

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის განცხადებით, ოპერაციამ „ეპიკური რისხვა“ ირანი დაასუსტა და რეგიონში სამხედრო პარტნიორობა გააძლიერა

აშშ-მ თებერვლის ბოლოს დაიწყო ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ და მას შემდეგ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ოპერაციების ზონაში მოქმედებენ, მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის სამხედრო შესაძლებლობები და მისი ძალის პროეცირების უნარი, - განაცხადეს აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა.

15 მაისი 2026, 17:42

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომის პაპ ლეო XIV-სა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.

დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს: მე სრული სამხედრო გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ თქვენნაირმა Fake News-ებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტები ირანის ომის არასწორ გაშუქებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მათ ყალბი ამბების გამავრცელებლები უწოდა.

რევაზ სოხაძე

15 მაისი 2026, 16:57

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და გამარჯვება, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

რევაზ სოხაძე

15 მაისი 2026, 16:56

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ინდექსაციასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პასუხი იმაზე რასაც სამშენებლო სექტორი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ითხოვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინდექსაციის მექანიზმს უახლოეს პერიოდში დანერგავს მას შემდეგ, რაც მთავრობის შესაბამისი დადგენილება ამოქმედდება.

15 მაისი 2026, 16:55

ეკონომიკა

ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 141.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

15 მაისი 2026, 16:54

მსოფლიო

POLITICO: პუტჩმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით მიმდინარეობს, კონკრეტული სახე მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას ლიდერობას მისი თანაგუნდელები ეცილებიან, სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

 ანდრი სიბიჰა
მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:35

პოლიტიკა

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრი სიბიჰამ დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს

კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

15 მაისი 2026, 16:31

სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

15 მაისი 2026, 16:30

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა

ქ. კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა

კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.