imedi /  01 ივლისი 2020, 15:03 / სანდო წყარო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრი აირჩია

პარლამენტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი პარლამენტმა აირჩია ერთი კი ჩავარდა. დეპუტატებმა მხარი დოდო შონავას კანდიდატურას არ დაუჭირეს.

დეპუტატებმა საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე (98 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი), ბონდო მძინარაშვლი (95 მომხრე, 13 წინააღმდეგი) და გრიგოლ მურღულია (92 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) აირჩიეს. დოდო შონავას კანდიდატურას კი მხოლოდ 44 მომხრე ჰყავდა.

​ამ საკითხის კენჭისყრისთვის რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

10 აგვისტო 2020, 11:22

COVID19

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ამჟამად 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა ქვეყანაში. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. „25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 აგვისტო 2020, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე

კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში, ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. კალაძის თქმით, „ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას, დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში“.

10 აგვისტო 2020, 10:55

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 10:54

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს

კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24-საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 10:49

მსოფლიო

ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

10 აგვისტო 2020, 10:30

სამართალი

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქვეითი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მაქს ფერსტაპენი

10 აგვისტო 2020, 10:26

სპორტი

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. „რედ ბულის“ 22 წლის ჰოლანდიელი პილოტი სტარტზე მეოთხე იყო, თუმცა რბოლის მიმდინარეობისას სიტუაცია გამოასწორა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. საერთო ჩათვლას 107 ქულით „მერსედესის“ მრბოლელი ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ფერსტაპენს 30 ქულით უსწრებს. ფორმულა 1-ის მომდევნო გრან პრი 16 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ მონტემელოში შედგება.

10 აგვისტო 2020, 10:25

თემა

აფეთქება ბეირუთის პორტში. რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე ბეირუთის პორტში აფეთქება მოხდა. შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რასაც მცირე აფეთქებების სერია მოჰყვა და საბოლოოდ - მორიგი ძლიერი აფეთქება, რომელმაც დამანგრეველი ტალღა გამოიწვია. ეს არის ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია, რაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ექსპერტებმა აღადგინეს. აფეთქებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და როგორია მისი შედეგები? Deutsche Welle-მ ძირითადი ფაქტები შეკრიბა.

10 აგვისტო 2020, 10:19

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა გადაამზადა

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

10 აგვისტო 2020, 10:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

10 აგვისტო 2020, 09:56

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 436 ადამიანს დაუდასტურდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 436 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 216 327-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო 2020, 09:46

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

„რამდენიმე კვირის წინ, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე“.

10 აგვისტო 2020, 09:29

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებენ, - ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 09:14

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 182 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 240 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 844 ადამიანი, 223 759-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 აგვისტო 2020, 08:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს. ჯიმი ლაი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსია, ჰონგ კონგში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნევა.

10 აგვისტო 2020, 08:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

10 აგვისტო 2020, 08:18

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 572 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 035 422 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 049 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აგვისტო 2020, 08:05

მსოფლიო

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა

„წითელმა ჯვარმა“ ჩრდილოეთ კორეაში, ახალ კორონავირუსთან და წყალდიდობასთან ბრძოლაში დასახმარებლად, 43 ათასზე მეტი მოხალისე გაგზავნა. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მოხალისეები ქვეყნის ცხრავე პროვინციას ეხმარებოდნენ.

10 აგვისტო 2020, 04:33

მსოფლიო

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა - ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია

მინსკის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა. ამ დროისთვის სიტუაცია მშვიდია.

10 აგვისტო 2020, 04:06

მსოფლიო

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა

მინსკში პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილე გაიტანა. აღნიშნულ კადრებს BBC-ი ავრცელებს.