imedi /  03 ივლისი 2020, 19:46 / სანდო წყარო

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

საარჩევნო უბანი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა.

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ: ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში; ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იგივე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული; ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა; ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იგივე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული; ა.ე) მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლის საზღვრებშია განთავსებული. ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს 48 გადასცენ იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებულნი. გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომელშიც შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი: “გადაყვანილია სპეციალურ სიაში“ დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში, ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფელის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას. ე) სპეციალურ სიაში შეყვანილი სპეციალური ჯგუფის წევრებზე, საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რაც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის. ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და ასევე, კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. ამ მუხლის პირველი - მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არჩევნების ჩასატარებლად და ასევე, სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო, საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები ან მთელი საარჩევნო კომისია, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ცესკო, სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ხმების 2/3- ის საფუძველზე, განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს/სპეციალურ ჯგუფებს და ამტკიცებს მათ შემადგენლობას და უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება 12 წევრისაგან (საჭიროებისამებრ ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა ნახევარს, მათ შორის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. მეორე ნახევარს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები, იმავე დღეს, ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს სპეციალური ჯგუფი 49 საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით.

5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს: ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლა/გამოსვლისა და შენობაში ყოფნა/გადაადგილების ისეთი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა შემუშავებული რეკომენდაციებით. ბ) საარჩევნო კომისიების წევრთა; საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა; საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა; სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის ამომრჩევლების) მიერ, პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში, ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამის სამედიცინო დოკუმენტით. გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.

6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

26 აგვისტო 2026, 02:39

მსოფლიო

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

26 აგვისტო 2026, 00:47

სპორტი

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ჯონ რეტკლიფი

25 აგვისტო 2026, 23:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

25 აგვისტო 2026, 22:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დოლი პარტონი

25 აგვისტო 2026, 22:49

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.

მიხაილო ფედოროვი

25 აგვისტო 2026, 21:51

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.

დავით ქართველიშვილი

25 აგვისტო 2026, 21:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.

თორნიკე ფაღავა

25 აგვისტო 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში

თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.

25 აგვისტო 2026, 21:38

მსოფლიო

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

რუმინეთს 770 მილიონ ევრომდე დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან რეფორმების განხორციელების ვადა იწურება - მათ შორის ისეთ სადავო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ლიბერალ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს თანამდებობა დაატოვებინოს. ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები აღნიშნული სახსრების დაბლოკვას ითხოვენ, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 21:17

საზოგადოება

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმე კახიძემ მერს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ პარკი გაიხსნა და მერმა ცერემონიაზე მაქსიმეც დაპატიჟა.

ოთარ ანგურიძე

25 აგვისტო 2026, 21:11

პოლიტიკა

ოთარ ანგურიძე „ფონდი ქართუს“ მიერ სესხების გამოსყიდვაზე: ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას

ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია, პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 20:53

საზოგადოება

რა ელის ნაგებობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწავლობდა. სნოს ისტორიულ სკოლას სპეციალისტები ამოწმებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყაზბეგში მდებარე საუკუნოვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დამატებით ექსპერტიზას ატარებენ, რათა შენობის უსაფრთხოება და ისტორიული იერსახის დაცვა უზრუნველყონ.

25 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და დაზიანებული ხეების ჩანაცვლება - რა გამოიკვეთა სამუშაოს პროცესში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოს დროს, დაზიანებული ხეები აღმოაჩინეს. ერთის მოჭრაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მეორე შემთხვევას სწავლობენ.

25 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ათასობით ახალი სტუდენტი და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი შედეგები - ეროვნული გამოცდების დასკვნითი შედეგები ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში ეროვნული საგამოცდო პროცესი დასრულდა. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა ახალი ნაკადი გადანაწილდა.

25 აგვისტო 2026, 20:42

მსოფლიო

Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს

საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ნარკოდანაშაულის ფაქტები და 26 დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დღეების საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტი რეჟიმით განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 33 კილოგრამამდე, ექვსი მილიონი ლარის ღირებულების ე.წ ჰაშიში.

25 აგვისტო 2026, 20:33

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. მუშაობის შედეგი კი სახეზეა. შემცირებულია სიძულვილის ენის გამოყენება. დღეს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სასამართლო პროცესები გაიმართა.

25 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ქვეყნის ინტერესების დაზიანება, რევოლუციური სცენარები და საერთაშორისო ასპარეზზე ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - ყველაფერი ოპოზიციის, ენჯეობისა და აქტივისტების მოქმედებების შესახებ.

25 აგვისტო 2026, 20:22

პოლიტიკა

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის განვითარებაზე ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებს მმართველ გუნდში პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებენ. შეტევის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გახდა.

25 აგვისტო 2026, 20:14

პოლიტიკა

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს.