imedi /  07 ივლისი 2020, 14:31 / სანდო წყარო

ორ აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

ეროვნული გამოცდები

ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.

დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

საგამოცდო პროცესმა ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანებისა და მოხსნის არც ერთი შემთხვევა.

ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. COVID-19-ის შემდეგ გავრცელების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეკრებაა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 15:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა მეორე ტალღა არ არის

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს პროცესი, ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით, მაგრამ ის მოლოდინი, რომლებზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი, ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე. კვლავ ვადასტურებ, რომ რა თქმა უნდა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს, სწორედ აქედან გამომდინარეა მაქსიმალური ოპერატიული ჩართულობა და მოსახლეობის ინფორმირებულობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პაატა იმნაძე

10 აგვისტო 2020, 15:45

COVID19

პაატა იმნაძე: ხუთი რაზმი უკვე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტში, მეექვსე გზაშია და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება

ხუთი რაზმი უკვე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტში, მეექვსე გზაშია და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი და მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია ვითარება მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროს კვლევა.

10 აგვისტო 2020, 15:44

COVID19

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოზარ სუბარი

10 აგვისტო 2020, 15:43

COVID19

სოზარ სუბარი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სვანეთში ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სვანეთში ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მართვის მიზნით შტაბი დიდი ხანია შექმნილია. მათ უკვე დაუგროვდათ გამოცდილება, თუ როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას მსგავს შემთხვევებში.

10 აგვისტო 2020, 15:38

სპორტი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება. აღმასკომის წევრებმა დღეს მოქმედი პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის კანდიდატურა ერთხმად წარადგინეს. ყრილობის თარიღთან დაკავშირებით დასახელებულ ვარიანტს 15 წევრიდან 14 დაეთანხმა, კახი კახიაშვილმა კი თავი შეიკავა. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა არჩევნები ჯერ სხვადასხვა ფედერაციებში გამართულიყო და სულ ბოლოს პრეზიდენტი ოლიმპიურ კომიტეტში აერჩიათ. მოახლოებულ არჩევნებზე კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა 1-ლი სექტემბერია.

ბორის ჯონსონი

10 აგვისტო 2020, 15:37

COVID19

ბორის ჯონსონი: სექტემბერში სკოლები უნდა გაიხსნას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანას სკოლების გახსნის მორალური ვალდებულება აქვს.

10 აგვისტო 2020, 15:35

COVID19

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ტატუაშვილი

10 აგვისტო 2020, 15:33

პოლიტიკა

დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევის გამო, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს - ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს. „„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აგვისტო 2020, 15:27

COVID19

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდით უშგულში, მესტიასა და ლენჯერში და კორონავირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

10 აგვისტო 2020, 15:26

COVID19

პაატა იმნაძე: ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად დაიცვან წესები

სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ნუ დაგვავიწყდება, კორონავირუსის არსებობა ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზე, გვაქვს საყურადღებო შემთხვევები, სოფელ ლენჯერში და მასთან დაკავშირებული შემთხვევები უკვე თბილისში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 15:26

რეგიონი

გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტიქიის ზონაში იმყოფებიან

„ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დროული რეაგირების დამსახურებით, მესტიიდან ბევრი პაციენტის მოლოდინი არ გვაქვს

გვმართებს ეფექტური და ოპერატიული ღონისძიებების გატარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამკაცრდეს საკარანტინო ღონისძიებები მესტიაში. დღეის მდგომარეობით, 5 აქტიური ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა საეჭვო შემთხვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლებაა, რომელსაც ვერ ივიწყებს

ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლება. ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი გმირობის საპირისპიროდ აგვისტოს ომის დღეებში ქართველმა ხალხმა მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის სააკაშვილის სიმხდალე იხილა.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 აგვისტო 2020, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რეგიონალურ დონეზე მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ახმეტაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას

ჩემთვის ღირსებისმომგვრელია, რომ საარჩევნო კამპანია იწყება კახეთში, ერეკლეს სასახლიდან და გრძელდება ახმეტაში, რომელიც სიმბოლოა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ახმეტა, რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი კაცისთვის ღირსება არის უმთავრესი რამ - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტაში წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 15:07

COVID19

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გასვლა შეიზღუდა. დეტალები

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:53

COVID19

გიორგი გახარია: მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.„სამწუხაროდ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია , ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ გაძლიერებულ ტესტირებას.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს დესტრუქციული ძალა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან გავიყვანოთ.

ჩვენი, ბიძინა ივანიშვილის, მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი, იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ხალხმა იგემა მშვიდობისა და თავისუფლების გემო, - ამის შესახებ „ქართული ონების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა. ახმეტაში საზოგადოების წინაშე წარდგომისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში 12 წლის წინ დატრიალებულ მოვლენებზე.

ჟოზეპ ბორელი

10 აგვისტო 2020, 14:49

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ბელარუსში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული და მიუღებელი ძალის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, მომავლის შენება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აგვისტოს დღეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რატომ უსვამს ხაზს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას 2008 წლის ომს.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:39

რეგიონი

გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილმა ყველაზე კარგად იცის სად რა პრობლემაა, ვინ არის მისახედი და რა უნდა გამოასწოროს

როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა. ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად რა პრობლემაა, სად ვინა რის მისახედი, სად როგორ უნდა გამოასწოროს. ეს ადმიანი მზად არის, არჩევნების მეორე დღიდან მოჰკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.