დღეიდან საქართველო საზღვარს გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის
ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.
საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.
ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.
აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.
ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.
31 აგვისტო 2026, 10:06
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
31 აგვისტო 2026, 09:28
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
31 აგვისტო 2026, 09:23
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
31 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
31 აგვისტო 2026, 09:10
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
31 აგვისტო 2026, 08:59
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.


