IMEDI /  08 ივლისი 2020, 20:25 / სანდო წყარო

აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ და კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის გაგრძელების უფლება მიეცემათ

აბიტურიენტებს, რომელთაც ცხელების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვებენ, მოგვიანებით კი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ - ამას „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

„2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი“, - აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

დოკუმენტი დღეს, 8 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და მაშინვე ამოქმედდა.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 23:35

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ - დასავლეთით, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) დაფიქსირდა.

11 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 183 ადამიანს დაუდგინდა და 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 183 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 185 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ ინფიცრებულთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.

11 აგვისტო 2020, 23:31

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

გიორგი ანთაძე

11 აგვისტო 2020, 23:31

სამართალი

ადვოკატმა ლევან თოფაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე ისაუბრა

ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ, მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძე ჟურნალისტებს ლევან თოფაძის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ლევან თოფაძემ შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა.

11 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ნიდერლანდებში პოლიციამ კოკაინის უმსხვილესი ლაბორატორიის საქმიანობა აღკვეთა

ნიდერლანდებში პოლიციამ ქვეყანაში კოკაინის უმსხვილესი ლაბორატორიის საქმიანობა აღკვეთა.

მარიუშ სტეპინი

11 აგვისტო 2020, 23:09

კულტურა

მოყვარულმა არქეოლოგმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები იპოვა

მარიუშ სტეპინმა ნივთები ივნისში, მეგობრებთან ერთად ლითონის დეტექტორის დახმარებით აღმოაჩინა. მან ამის შესახებ პროფესიონალებს შეატყობინა, შემდეგ კი 22 დღის განმავლობაში ადგილზე მათ მუშაობას აკვირდებოდა.

11 აგვისტო 2020, 23:03

COVID19

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აქცია ბეირუთში, 8 აგვისტო

11 აგვისტო 2020, 23:01

COVID19

ლიბანში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ლიბანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში ვირუსი 300-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო მაჩვენებლების მკვეთრ მატებას იმ საპროტესტო ტალღას უკავშირების, რომელიც ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.

11 აგვისტო 2020, 22:41

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, შსს-ში გარკვეული ინფორმაცია მიიღეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შს სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.

11 აგვისტო 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, Facebook-მა სამ თვეში 7 მილიონი პოსტი წაშალა

მიმდინარე წლის იანვრიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ახალი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, 7 მილიონი პოსტი წაშალა.

ჯიმ რიში

11 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბელარუსის მომავლისა და სუვერენიტეტისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

11 აგვისტო 2020, 22:12

სამართალი

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ფონიჭალაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ალექსანდრე გოგინავა

11 აგვისტო 2020, 22:09

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაცული იქნას ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემილოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გასცემენ. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენა და ა.შ.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან. ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ბექა ფერაძე

11 აგვისტო 2020, 22:03

საზოგადოება

ბექა ფერაძე: შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე

დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ინსპექტირება ხორციელდება ფიტნესსა და აუზებზე, რომლებიც ასევე შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებიტი დასკვნის საფუძველზე ახდენს ოპერირებას და ენიჭებათ მუშაობის უფლება.

11 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რუსეთი ვაქცინა ჯამო

11 აგვისტო 2020, 21:43

COVID19

ჯანმო: რუსეთმა ვაქცინის მასობრივ წარმოებამდე მეტი ტესტირება უნდა ჩაატაროს

„ვაქცინის ნებისმიერი მწარმოებელი ამ პროცედურებს უნდა მიჰყვეს, რათა ვაქცინის უსაფრთხოების გარანტირება შეძლოს და ჯანმოს რეკომენდაცია მიიღოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

11 აგვისტო 2020, 21:41

სამართალი

5-დღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში დაკარგული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთის რეგიონში, გარდაცვლილი იპოვეს 70 წლის კაცი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე სახლიდან 6 აგვისტოს, დილით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

ჟოზეპ ბორელი

11 აგვისტო 2020, 21:36

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას შეისწავლის

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 21:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა

სიტუაცია ქვეყანაში არის მართვადი, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება.

11 აგვისტო 2020, 21:18

საზოგადოება

გიორგი დონაძე: დღეს ქართულ კულტურას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და ეს ,,ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

„დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართული კულტურას და ეს არის ,,ქართუსა’’ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“ - ამ სიტყვებით გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე, რომელიც ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში გაიმართა.