კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავის დეტალები განმარტა
ფოტო: CO.GE
მე მოვისმინე კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მფლობელის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია მტრულად არის განწყობილი კომპანიის მიმართ, ეს რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არასწორია ეს შეფასება - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავის დეტალები „ღია ეთერში“ განმარტა.
„სინამდვილე არის შემდეგი: ჩვენ რეგულარული პროცედურა გვაქვს, რომ ავტორიზებულ პირებს ვთხოვთ რეესტრის განახლებას მათი ბენეფიციარის შესახებ, ანუ მათ უნდა გაგვიხსნან ბოლომდე მფლობელები. დაახლოებით 10 თვის წინ, ასეთი სტანდარტული პროცედურის შემდეგ გამოირკვა, რომ „კავკასუს ონლაინს“ შეცვლილი ჰყავს 49%-ის ბენეფიციარი, ანუ გაუსხვისებია. ამ დროს ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა, წილის გასხვისების შემთხვევაში წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს კომუნიკაციების კომისიისგან. ამავდროულად „კავკასუს ონლაინს“ დამატებით ჰქონდა სპეციფიური საკითხი. რამდენიმე წლის წინ საკუთარი საცალო აქტივები მიჰყიდა მაგთის. ამ შეთანხმების პროცესში, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით, „კავკასუს ონლაინს“ რაც დარჩა მას საბითუმო ნაწილი, რომელიც მდგომარეობს საქართველოს არსებულ მაგისტრალურ-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე და ამავდროულად შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც მათი აქტივია, ჩვენ დავაკისრეთ დამატებით ვალდებულებად, რომ შემდგომში წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად მოემართათ კომისიისთვის. ამ მომართვის აზრი არის ის, რომ კომისიამ ჩაატაროს კვლევა, რომ წილის გასხვისებით ხომ არ იცვლება ბაზარზე კონცენტრაციის საკითხები, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბაზარს. აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება მან არ შეასრულა და არამარტო არ შეასრულა, ჩვენის რეგულარული მოთხოვნას, აგერ უკვე მეათე თვეა არ ასრულებს. ნებისმიერი სერიოზული კომპანია, როდესაც ინვესტიციას აკეთებს და მსხვილი კომპანიის წილს ყიდულობს თავიდან ბოლომდე ამოწმებს ამ კომპანიას როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად. შესაბამისად ამოწმებს იმ ქვეყანაში რომ შედის რა კანონმდებლობაა, რამე ხომ არ არის შესათანხმებელი, რაიმე სამართლებრივი ვალდებულებები ხომ არ აქვს ამ კომპანიას, რომელსაც ყიდულობ და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც ეს 49% იყიდა ასეთი შემოწმება ჩაატარა. თუმცა რატომ ვერ დაინახა ის, რომ წილის ნასყიდობა უნდა შეეთანხმებინა წინსწრებით კომისიასთან, ეს მე არ ვიცი და ეს კითხვაა, რომელზეც ალბათ მათ პასუხი უნდა გასცენ“, - განმარტა კახა ბექაურმა.
მისი განმარტებით, ასეთი ნასყიდობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოხვდეს ისეთი ინვესტორის ხელში, რომელიც არ არის გამოკვლეული. ბექაურის თქმით, ქვეყანაში შესული ინვესტორის ე.წ. სქრინინგი დღეს ევროპაში დანერგილი პრაქტიკაა.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 12:51
მსოფლიო
CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა
უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მას საწვავის ხარჯი 1,7 მილიარდი ევროთი, თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა „დიდი პრობლემები“ შექმნა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
მერაბ კაკულია: მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა
„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
06 მაისი 2026, 12:29
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი: ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხების გამო, საწვავთან დაკავშირებულ ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ საქართველოს ნავიგაციიდან 2025 წლის მოგებიდან დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ევროკონტროლმა წაიღო, რადგან თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. თავის მხრივ კი ავიაკომპანიების და მოქალაქეების მიმართ მავნებლობითა და დაბრკოლებების შექმნით არის დაკავებული. ეს არა მარტო ჩვენ კომპანიას, არამედ მთელ საავიაციო სექტორს და პირველ რიგში მგზავრებს აზიანებს.
06 მაისი 2026, 12:25
რეგიონი
გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
06 მაისი 2026, 12:22
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა
პროფესორ ტიბო ჰოუდის სემინარი მიეძღვნა ბნელი მატერიის პრობლემას ფუნდამენტურ ფიზიკაში. მომხსენებელმა მიმოიხილა საფრანგეთის განათლების სისტემა და მიმდინარე ფუნდამენტური კვლევები, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა სტანდარტული მოდელის მიღმა არსებულ ფიზიკაზე, ნეიტრინოს თვისებებსა და ბნელი მატერიის ძებნის თანამედროვე ექსპერიმენტებზე.
06 მაისი 2026, 12:09
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.
06 მაისი 2026, 12:05
კულტურა
Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს
Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, დინამო არენაზე Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს.
06 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V. - ის პროექტის დირექტორი: გეგმურად მივყვებით პროექტის გრაფიკს. მიმდინარეობს მზადება 1380მ სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღება-მომსახურებას
ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა, რომელმაც, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
06 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:03
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
მხარეებმა შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, ამასთან, განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული თემები. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
06 მაისი 2026, 12:00
ეკონომიკა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
06 მაისი 2026, 11:56
საზოგადოება
ვაკის გამგეობა რაიონში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:50
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარისა და ბორდიურის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 700 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში.
06 მაისი 2026, 11:42
მსოფლიო
მარკო რუბიო: რატომ ფიქრობს ვინმე, მათ შორის რომის პაპიც, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ოდესმე ქონა კარგი იდეაა?
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რომის პაპის ლეო მე-XIV დაპირისპირებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვატიკანში ვიზიტის წინ ეხმიანება.
06 მაისი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას
ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
06 მაისი 2026, 11:31
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


