imedi /  17 ივლისი 2020, 16:59 / სანდო წყარო

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი მარეგულირებელ კომისიას საშუალებას მისცემს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ანდა 5% ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5% და მეტი წილის გასხვისების, ანდა მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც.

მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ გავრცელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის კანონით გათვალისწინებულ განცალკევების რეგულაციებზე.

ყველა სიახლე

ლიამ ნისონი/ლესლი ნილსენი

29 თებერვალი 2024, 10:14

კულტურა

ახალი „შიშველი პისტოლეტი“ 2025 წელს გამოვა

„შიშველი პისტოლეტის“ პირველი ფილმი 1988 წელს გამოვიდა. მთავარ როლს ტრილოგიაში ლესლი ნილსენი ასრულებდა. პაროდიული კომედია ამერიკელი პოლიციელების საქმიანობაზე მოგვითხრობდა და შეიცავდა კომიკურ ალუზიებს ტელესერიალ „კოლომბოზე“, ჯეიმს ბონდზე და სხვა ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებზე.

შალვა პაპუაშვილი

29 თებერვალი 2024, 10:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

29 თებერვალი 2024, 10:07

საზოგადოება

მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ

„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ, ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“, - ამბობს სელასთ პამერლანი ტურის მონაწილე.

დაკავება

29 თებერვალი 2024, 10:05

სამართალი

თბილისში 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს, - ამის შესახებ აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 თებერვალი 2024, 10:02

მსოფლიო

ნიდერლანდებმა ჩეხეთს „დიტას“ 9 ჰაუბიცა დაუკვეთა, რომელთა გადაცემასაც უკრაინისთვის აპირებს

ქვეყნის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინასთან უსაფრთხოების 10-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. ნიდერლანდები ასევე შეუერთდა სამხედრო კოალიციას, რომელიც უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების მოწინავე ტექნოლოგიას მიაწვდის.

29 თებერვალი 2024, 09:51

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 თებერვალს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

პაატა მანჯგალაძე

29 თებერვალი 2024, 09:45

საზოგადოება

პაატა მანჯგალაძე LGBT პროპაგანდაზე: უმცირესობების უფლებები დასაცავია. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა დავინახოთ ეს საკითხი

საქართველოში, რომელშიც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, არ დგას საერთოდ ეს პრობლემა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, ლგბტ პროპაგანდის თაობაზე „ხალხის ძალის“ განცხადებების შეფასებისას „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

29 თებერვალი 2024, 09:39

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: თელავის აეროპორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ქვეყანაში შიდა ავიაციის განვითარების კუთხით

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა. კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

გრიგოლ გეგელია

29 თებერვალი 2024, 09:35

საზოგადოება

გრიგოლ გეგელია ლგბტ პროპაგანდაზე: პოლიტიკამ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და შანსი, საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს - ჩვენი პროგრამა, ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას

ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის - ბუნებრივია, ქართველში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს - ყველა მათგანის უფლება დაცული და გამყარებულიც უნდა იყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ლგბტ პროპაგანდის და უმცირესობის უფლებების შესახებ საუბრისას გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

29 თებერვალი 2024, 09:24

მსოფლიო

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ალექსანდრ დე კროოს ცნობით, ბრიუსელი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალების ერთობლივი წარმოება შესთავაზა. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე გააკეთა. ფორუმს ალბანეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს ლიდერები ესწრებოდნენ.

29 თებერვალი 2024, 09:04

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა და სავალი ნაწილის მონიშვნა.

29 თებერვალი 2024, 08:51

სამართალი

სამგორის რაიონში 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

თბილისში, სამგორის რაიონში სოფელ წინუბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე „ქრონიკის“ ინფორმაციით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მკვლელობა გუშინ მოხდა, 20 წლის გოგოს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

29 თებერვალი 2024, 08:47

სამართალი

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხაში დაკავებული ოპოზიციონერი მერის თანაგუნდელებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ახალი დანაშაულისა და მიმალვის საშიშროება დაასაბუთა, რის გამოც მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ ქრთამის ბრალდებით დაკავებულებს, სხდომათა დარბაზში მათ დუმილი არჩიეს. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას 48 საათში გაასაჩივრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ანა ფოტიგა

29 თებერვალი 2024, 08:31

პოლიტიკა

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

29 თებერვალი 2024, 08:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა

ევროპარლამენტარების ტონი მკაცრია რუსეთის ფედერაციის მიმართ და მოსკოვს შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსნებს. ორგანიზაცია რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც.

29 თებერვალი 2024, 08:01

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 736-ე დღეს

ომის 736-ე დღე. რუსული ძალები დონეცკის ოლქში მასირებულ იერიშს განაგრძობენ. ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. მესამე მოიერიშე ბრიგადის ინფორმაციით, მათ რუსებს დონეცკის ქალაქ კრასნოგოროვკიდან გასვლა აიძულეს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ოკუპანტები 27 თებერვალს შევიდნენ.

კირილ ბუდანოვი

29 თებერვალი 2024, 02:17

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.