ლაშა ნაცვლიშვილი: ეს კვლევა არ გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ უპირატესობას, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა
ლაშა ნაცვლიშვილი
ფოტო: არქივი
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს კვლევა არ გამოხატავს კატასტროფულ უპირატესობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„არსებობს ერთ დროს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებით. მათ აქვთ სამი ე.წ. მედიასაშუალება. კეზერაშვილის ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშილის ფულის წარმომავლობას. კეზერაშვილმა, რომელმაც, ნიკა მელიას თქმით, ქართველი ხალხის ძარცვით იშოვა ფული, დააფუძნა ტელევიზია, ნაძარცვი ფულით უხდის ჟურნალისტებს ხელფასს და ამ ფულით უკვეთავს კვლევებს. მეორე მხარეს კი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე 20 წელია Forbes-ის ლეგალური წევრია და უცხო ქვეყანაში ნაშოვნ მილიარდებს თავის ქვეყანას ახარჯავს. ამას რომ აკადრებ ხალხს, მერე იღებ იმ რეიტინგს, რომელიც ახლა გაქვს. მეორე არის ტელეკომპანია „პირველი“, რომელმაც ნოდარ მელაძის მისვლის შემდეგ ფერი იცვალა. ხალხი იქიდან გარბის და ეს რეიტინგზეც აისახება. ფულის გათეთრებისთვის ბრალდებული ადამიანები, რომელთა შესახებაც ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის. არაა საიდუმლო, საიდან იშოვა ამ ადამიანმა ფული. მას ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები - ასევე ფულის გამთეთრებლები - ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს ხალხი აფუძნებს ტელევიზიას და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ოფშორული ანგარიშებიდან „ქართუ ფონდში“ რიცხავს ფულს, ეძახიან ფულის გამთეთრებელს. თვითონ საკუთარი ბანკი, საკუთარი მეანაბრეები გაძარცვეს და ახლა სააკაშვილისგან ისესხეს ნოდარ მელაძე და ივანიშვილის ფულზე საუბრობენ. ახლა გადავიდეთ ამ სამთავიანი გველეშაპის ყველაზე მთავარ ნაწილზე. იგორ გიორგაძისა და ასლან აბაშიძის ფავორიტმა ზაზა ოქუაშვილმა ქართულ სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი მოპარა - ჯარისკაცებს, ექიმებს, პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებს. ამ ფულს მიუმატა „რუსთავი 2“-ის ძარცვით დაგროვილი 30 მილიონი ლარი. ეს ორი თანხა გაერთიანდა, ზემოდან დაედო ჟორიკა რურუას ფული და გაკეთდა ტელევიზია. სამივე ადამიანი სისხლის სამართლის სტაჟიანი დამნაშავეა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის კრიმინალიზაციაში ადანაშაულებენ, ხოლო ბერა ივანიშვილს - კრიმინალების მფარველობაში. ამ ზღვარგადასულ უტიფრობას რომ აკადრებ ხალხს, მათზე უკიდურესად ცუდი აზრის უნდა იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ხალხი უბრუნებს საკადრის პასუხს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს კვლევა არ გამოხატავს კატასტროფულ უპირატესობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა. დავით ჭაკუას გადმოცემასთან დაკავშირებით განხილვა 7 წელი გრძელდებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, როგორი სიზუსტით შემოწმდა ბრალდებების კანონიერება და წარდგენილი მტკიცებულებების ვარგისობა. ამ საქმის ორგანიზატორები კი „მთავარ არხზე“ პარალელურ რეჟიმში იმაზე საუბრობდნენ, როგორ „ყალბდება“ შაქარაშვილის საქმე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 00:53
მსოფლიო
მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.
24 სექტემბერი 2026, 00:43
საზოგადოება
კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:42
მსოფლიო
რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
24 სექტემბერი 2026, 00:37
საზოგადოება
კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.
24 სექტემბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?
მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება
ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
24 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
24 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია
ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
23 სექტემბერი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
23 სექტემბერი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
23 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს
რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.
23 სექტემბერი 2026, 23:18
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე
შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.
23 სექტემბერი 2026, 23:01
საზოგადოება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
23 სექტემბერი 2026, 22:50
მსოფლიო
ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:41
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.
23 სექტემბერი 2026, 22:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:21
მსოფლიო
„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 21:31
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.


