გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი განცხადებას ავრცელებს
თამარ ბაჩალიაშვილი
ფოტო: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი
კომპანია „ზეგ“-ის დირექტორი თამარ კობერიძე, სადაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. თამარ კობერიძემ განცხადება „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდა.
როგორც შპს „ზეგ“-ის დირექტორი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.
„დავიწყებ იმით, რომ შეშფოთებულები და გაოცებულები ვართ თამუნას გაუჩინარებით და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით მის სახლში დაბრუნებას. სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გვიწევს ამ სახის განცხადების გაკეთება:
შპს „ზეგ“ არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას.
რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.
თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა.
როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით, უპასუხოდ არავის ვტოვებთ და სულმოუთქმელად ველით თამუნას პოვნას“, - აცხადებს შპს „ზეგ“-ის დირექტორი თამარ კობერიძე.
აღსანიშნავია, რომ თამარ კობერიძის განცხადება გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის პოვნამდე გავრცელდა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 01:04
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს
ბულგარეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს, რადგან ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, გარდა ამისა, მთავრობა არ ეთანხმება რუსი ეპისკოპოსის მიმართ დაწესებულ სანქციებს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა.
19 ივნისი 2026, 00:34
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო
ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მომლაპარაკებლებს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის უფლება დართო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას“.
19 ივნისი 2026, 00:19
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა.
19 ივნისი 2026, 00:14
სპორტი
სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ
საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, იცვლება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც წარმატებულ სპორტსმენებს პრემიების ოდენობა გაეზრდებათ. ამ თემაზე შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი Live” ისაუბრა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია წარმატებული სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა.
19 ივნისი 2026, 00:04
სპორტი
შალვა გოგოლაძე: ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ასეთი გმირები ახალისებენ სპორტს
ყველა ახალგახსნილ საფეხბურთო მოედანზე ტევა არ არის ბავშვების, რადგან მათთვის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:58
სპორტი
სპორტის მინისტრი: ასეთი დიდი საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება. რეგიონში ამდენი წლის უწყვეტმა მშვიდობამ მისცა საშუალება ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსთვის მიენიჭებინა 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
თბილისში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც გადაცემაში „იმედი LIVE“ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო, მათ შორის არის მშვიდობა.
18 ივნისი 2026, 23:54
სპორტი
შალვა გოგოლაძე: 2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით
2030 წლისთვის, სპორტულ ინფასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიქნებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სპორტი ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იყო.
18 ივნისი 2026, 23:40
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.
18 ივნისი 2026, 23:37
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე: ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში
ჩვენი პარტიისთვის შეიძლება კარგია, როდესაც ოპონენტი ასე კომიკურად გამოიყურება, მაგრამ საქართველოს მომავლისთვისაა ცუდი, რომ არ ყალიბდება რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:34
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება
დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ევრობიუროკრატთან პოლიტიკა ართულებს.
18 ივნისი 2026, 23:33
მსოფლიო
ტრამპი: დიდი ალბათობით მხარს დავუჭერ ნეთანიაჰუს არჩევნებში, თუმცა უნდა ვნახო, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ ისრაელის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ალბათობით დაუჭერს მხარს, თუმცა მანამდე სურს ნახოს, თუ ვინ იქნებიან ნეთანიაჰუს კონკურენტები.
18 ივნისი 2026, 23:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების. აქამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ევრობიუროკრატია არის მოუქნელი, არავისგან არჩეული ყოვლად წარმოუდგენელი წარმონაქმნი, რომლებიც იღებენ რაღაც რეზოლუციებს და სუვერენულ უფლებებს უზღუდავენ ცალეულ ქვეყნებს
ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ცენტრალიზაცია, იმდენად უნდა თავის ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.
18 ივნისი 2026, 23:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში
რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა
ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.
18 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 22:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპის ისრაელელმა კრიტიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და შეხედონ რეალობას - ის ერთადერთი ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტისთვის ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ისრაელის მიმართ სიმპათია აქვს და რომ აშშ არის ერთადერთი „ძლიერი მოკავშირე“, რომელიც ისრაელს დარჩა.
18 ივნისი 2026, 22:06
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია იმის შესახებ, რომ ირანს ნება დაერთოს, შეინარჩუნოს თავისი ბალისტიკური რაკეტების ნაწილი. ვენსის არგუმენტით, ირანს ისინი „თავდაცვისთვის“ სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
18 ივნისი 2026, 21:24
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება.
18 ივნისი 2026, 21:21
საზოგადოება
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.


