imedi /  23 ივლისი 2020, 17:32 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: 40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური დაავადებების, კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამორტიზებულ შენობაში იმყოფებოდა და წლების განმავლობაში ეს პრობლემა იყო გადაუჭრელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონი ლარის გადაცემის შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაჟღერდა საქართველოს მთავრობის მიერ, რომლის თანახმადაც ცენტრს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონ ლარამდე რესურსი გამოეყოფა და მის განკარგვას ცენტრი თავად შეძლებს. მთავარი მიზანია, რომ მის წინაშე მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ცენტრში ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისთვის შესაფერისი გარემო შეიქმნას. ინფექციური საავადმყოფო მიიღებს თანხას, რომ შენობა შეარჩიოს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, შენობას შეიძენენ თუ უპირატესობას ახლის აშენებას მიანიჭებენ. რა თქმა უნდა, ახალი სივრცის აშენება დროში მეტად გახანგრძლივდება. დარწმუნებული ვარ, რომ აქამდეც ექნებათ გარკვეული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო ამ მიმართულებით ჩატარებული. ჩვენ წინასწარ გვქონდა შეფასებული, ცენტრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას რა რესურსი შეიძლება ეყოს და აქედან გამომდინარე გადაეცათ მათ თანხა, რაც შენობისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე, ჩვენ მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან ვმუშაობთ, ტექნიკური აღჭურვილობის მობილიზების კუთხით. ამდენად სამინისტროს კვლავაც დარჩება გარკვეული შესაძლებლობა იმისთვის, რომ აუცილებელი აღჭურვილობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს, შეიძინოს დონორების დაფინანსების კუთხით და 40 მილიონი სუფთა სახით მოხმარდება მხოლოდ შენობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ანალიტიკოსი: ვაღიარებთ ამერიკას, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ძალას და ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გვინდა მასთან გვქონდეს კონკრეტული ტიპის დადებითი ურთიერთობა

„აშკარად ჩანდა, რომ პოლიტიკური დინამიკა მიდიოდა დათბობისკენ, იგივე ამერიკის მხრიდან საქართველოს ელჩის მიღება, ეს იყო ამის ერთ-ერთი პირველი დასტური. ასევე იყო რამდენიმე საჯარო წერილი, რომელიც საქართველოს პოზიციონირებას ნათლად აყალიბებდა - წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელსაც თვითონ ტრამპი ემიჯნება, ჩვენც ამ მიდგომებს ვეწინააღმდეგებოდით. ვაღიარებთ ამერიკას, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ძალას და ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გვინდა მასთან გვქონდეს კონკრეტული ტიპის დადებითი ურთიერთობა, რაღაც ტიპის თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა ჭულუხაძემ.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რეზოლუციებზე: საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის მინისტერიალზე გადაღებულ ფოტოზე, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით დგას: როდესაც საერთო ფოტოს გადაღების დროს მიგიწვევს მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მოგიწოდებს, მის გვერდით დადგე და ასე წარუდგენს მსოფლიოს ფორუმს, ეს ცოტას მანიშნებელი არ არის

რუბიოს ეს ნაბიჯი ბევრის მანიშნებელი იყო. ზოგჯერ პატარა დეტალსაც აქვს მნიშვნელობა. როდესაც საერთო ფოტოს გადაღების დროს მიგიწვევს მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მოგიწოდებს, მის გვერდით დადგე და ასე წარუდგენს მსოფლიოს ფორუმს, ეს ცოტას მანიშნებელი არ არის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება. იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას

„ხან რა ალიანსი შეუქმნეს, ხან როგორ დაფინანსებას დაჰპირდნენ, ზოგი დააფინანსეს კიდევაც, რა ნაბიჯები არ გადადგეს მათი მიმართულებით, მაგრამ ვერანაირად ვერ შეძლეს, რომ სერიოზულ დაჯგუფებად ჩამოეყალიბებინათ, რომელიც რაღაც წინააღმდეგობას გაუწევდა ხელისუფლებას იმ გაგებით, რაც თვითონ უნდოდათ - ანუ, მოაწყობდა ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში. ისინი აგრძელებენ ამ ნარატივსა და მცდელობას, მაგრამ ყოველდღე დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანების მეშვეობით საქართველოში ამას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, ეს არის უბრალოდ გადმოგდებული ინიციატივები, რომ იქნებ კიდევ ცოტა ხანი აცოცხლონ ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში, იქნებ რამე გამოდნეს ამათგან, მაგრამ ვარწმუნებ მათ, რომ ეს იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:08

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა

მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

„სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

გურამ მაჭარაშვილი

17 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში. იტყვის, რომ კაცების ქორწინება უნდა დაკანონდეს საქართველოში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობის საკითხს ეხება.

დავით მათიკაშვილი

17 ივლისი 2026, 17:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე ანტვერპენის პრაიდში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობაზე: როდესაც ამ დღეს სხვა ქვეყანაში მიემგზავრები და რაღაც შაპიტოში იღებ მონაწილეობას, ეს ხაზს უსვამს, რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას.

17 ივლისი 2026, 17:33

რეგიონი

შუახევის მკვიდრი: თქვენ ხართ მოღალატე პარტიის წარმომადგენლები. ამ პარტიას უფლება არ აქვს, ამ მიწაზე იყოს. გახარიამ უღალატა ღირებულებას, მშვიდობას უღალატა

როგორც ადგილობრივმა განაცხადა, იგი ომის ვეტერანია. მან გიორგი გახარიას პოლიტიკა გააკრიტიკა და გახარიას პარტია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივლისი 2026, 17:31

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა

„ნიკა გვარამია ხელისუფლებას ამუნათებს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ამ საშინელ გეოპოლიტიკურ კატასტროფაში; არ დადგა მხარედ, რომელსაც პოტენციურად ექნებოდა საშუალება, ომის და ქვეყნის განადგურების შემდეგ ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა, შეეფასებინა, თუ რა დაჯდა ერთი სიცოცხლე, ხიდი და ა.შ. სტალინმა მეტი კი არაფერი თქვა - „ერთი ადამიანის სიცოცხლე ტრაგედიაა, ათასების - სტატისტიკა“. ამასვე ამბობს გვარამია. ამ სტატისტიკით უნდა მიგვეღო თურმე, ჩვენც დაფინანსება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

17 ივლისი 2026, 17:28

სამართალი

სგპ ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

17 ივლისი 2026, 17:28

სამართალი

ვახო სანაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა გადაიდო

მას სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება. ვახო სანაიას უწყება ჩაბარდა, თუმცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მოსამართლემ მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

ირაკლი ჭეიშვილი

17 ივლისი 2026, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა

„დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

17 ივლისი 2026, 17:21

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი პოლონეთის მთავრობას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს

„სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ, 140 მილიარდ ევროიან დახმარებაში ან წყვეტს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ტუსკის მთავრობა კი ყველაფერზე თანხმდება არაფრის სანაცვლოდ. ჩემი აზრი თავიდანვე უცვლელი რჩება - საკმარისია ეს წაგებიანი თამაში და დახმარება არაფრის სანაცვლოდ! სხვა ქვეყნებმა იციან, როგორ იყვნენ თავდაჯერებულები და პრინციპულები და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ყოველი მხარდაჭერა მიბმული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის კონკრეტული სარგებლის მიღებაზე“, - წერს ევროპარლამენტარი.

17 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

კაროლ ნავროცკი

17 ივლისი 2026, 17:09

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების დაკანონების უფლებას მისცემდა

კანონპროექტი რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო, სრულწლოვან წყვილებს განურჩევლად სქესისა, თანაცხოვრების შეთანხმების გაფორმების უფლებას აძლევს. ნავროცკის თქმით, ის როგორც კონსტიტუციის დამცველი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, პოლონეთის კონსტიტუციაში კი ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და კაცის კავშირი.

ნატალია ჭყოიძე

17 ივლისი 2026, 17:02

ეკონომიკა

ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა

სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, - განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

მარიამ ქვრივიშვილი

17 ივლისი 2026, 16:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

17 ივლისი 2026, 16:57

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.

17 ივლისი 2026, 16:39

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა გაუწია.