24 ივლისი 2020, 11:34 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: კენ ვოლკერის კლინიკა ჩვენი საზოგადოებისა და პაციენტებისთვის დიდი მონაპოვარია

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

კენ ვოლკერის კლინიკა ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლოა. ვფიქრობ, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაცია ასევე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ახალი ფუნქციური თვისებების შეძენა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება სჭირდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კენ ვოლკერის კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე.

„ამ იდეამ ცხადყო, რომ, ერთობლივად, შესაძლებელია მსგავსი მიღწევები. ეს ჩვენი საზოგადოებისა და პაციენტებისთვის დიდი მონაპოვარია. ამ ცენტრში მომსახურების მიღებას შეძლებს 200-მდე ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც, სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება, შეძლებს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და რეაბილიტაციაში, რომელიც მას ძალიან სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისა და მათი პროექტების ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის სწორად დაფასებას ქართული მხარე შეძლებს და შეინარჩუნებს ყველა იმ გაწეულ საქმიანობას, რომელიც საქართველოში აშშ-ის დახმარებით ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს თბილისში კენ ვოლკერის კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, მომავლის შენება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აგვისტოს დღეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რატომ უსვამს ხაზს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას 2008 წლის ომს.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 14:39

რეგიონი

გიორგი გახარია: ირაკლი ქადაგიშვილმა ყველაზე კარგად იცის სად რა პრობლემაა, ვინ არის მისახედი და რა უნდა გამოასწოროს

როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა. ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, სად რა პრობლემაა, სად ვინა რის მისახედი, სად როგორ უნდა გამოასწოროს. ეს ადმიანი მზად არის, არჩევნების მეორე დღიდან მოჰკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

10 აგვისტო 2020, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კახელებისთვის შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, წესიერი, კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად

2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახმეტაში ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 აგვისტო 2020, 14:32

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 14:21

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ბელარუსში დემოკრატიული არჩევნების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული - ეს მიუღებელია

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური სტანდარტები დაცული არ იყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 14:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ქადაგიშვილს აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება

„მას თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია“.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვიღაცას დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა - პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დავაფიქსირეთ ზარები, საიდანაც ჩვენს ცხვრებს მართავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მარვან აბოუდის აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.

10 აგვისტო 2020, 13:27

მსოფლიო

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტო 2020, 13:19

საზოგადოება

თბილისში, რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

შავლეგ მიშველაძე

10 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

შავლეგ მიშველაძე: ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 13:13

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე,- ზმის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კორონავირუსი

10 აგვისტო 2020, 12:56

COVID19

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირება მისგან მოხდა. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან 7 მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება და მათ მოათავსებენ როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.

10 აგვისტო 2020, 12:56

საზოგადოება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:55

სამართალი

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

თბილისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გათავისუფლება მოითხოვეს

მხარდამჭერ აქციაზე კოლეგები განმარტავენ, რომ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ ჰქონდა მიმალვის მცდელობა ან სურვილი, მეტიც, მედიკოსების თქმით ვახტანგ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

კახაბერ ოქრიაშვილი

10 აგვისტო 2020, 12:45

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარლ მიშელი

10 აგვისტო 2020, 12:44

მსოფლიო

შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა პასუხი არ არის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.